თბილისი:
მანჩესტერი:
13-01-2015, 00:22
ავტორი: washington,
ნანახია: 2029,
კომენტარები: 10
ვუდვორდს The telegraph-ის ჟურნალისტი გაესაუბრა
"ტელეგრაფის" ჟურნალისტი "მანჩესტერის" ხელმძღვანელს გაესაუბრა.
ვუდვორდს The telegraph-ის ჟურნალისტი გაესაუბრა
ინგლისის პრემიერ ლიგის 21-ე ტურის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მე-4 ადგილზე იმყოფება 37 ქულით, რაც ამ გუნდისთვის ცუდი შედეგია. "იუნაიტედის" ხელმძღვანელმა ედ ვუდვორდსმა "ტელეგრაფთან" ჩაწერილი ინტერვიუს დასაწყისშიც აღნიშნა, რომ ეს პერიოდი მის ცხოვრებაში ყველაზე რთულია და არამხოლოდ იმიტომ, რომ ხშირად მისთვის არასასიამოვნო კითხვებზე უწევს პასუხების გაცემა. ვუდვორდსი საუბრობს თუ როგორ უნდა გამოვიდეს გუნდი კრიზისიდან და რა საქმეებითაა დაკავებული კლუბის ხელმძღვანელობა...

- როგორი სიტუაციაა გუნდში?

- "პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილს თუ ჩახედავთ, მიხვდებით, რომ ცუდ და ექსტრემალურ სიტუაციაში ვართ. თუმცა ეს ყველაფერი გამოსწორებადია. თითოეულ მატჩში დაშვებული შეცდომები გავაანალიზეთ და სამომავლო გეგმები დავსახეთ. ვაგრძელებთ მუშაობას იგივე შემადგენლობით და მომავლის რწმენა გვაქვს".

- იგივე შემადგენლობით, ანუ ზამთრის ტრანსფერებზე ახალი ფეხბურთელის დამატებას არ აპირებთ?

- "რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებებს ვმართავთ, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით".

- დაფიქრება ხომ არ ღირს? ვან გაალი "მანჩესტერის" შესაფერისი მწვრთნელია?

- "დიახ ვან გაალი სწორედ "იუინაიტედის" შესაფერისი მწვრთნელია და ამ საკითხთან დაკავშირებით ეჭვი არაფერში მეპარება. ლუის სრულ ნდობას ვუცხადებთ. პირდაპირ საოცარია - სულ რამდენიმე თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა მას აქებდა, ახლა კი უცბად აღმოაჩინეთ, რომ "იუნაიტედის" კალიბრის სპეციალისტი არ არის. ეს უბრალოდ სასაცილოა. იგი პირველად მუშაობს ინგლისსში, ამიტომ დრო ყველაფერს ჩვენს სასიკეთოდ აჩვენებს".

- მისთვის ულტიმატუმი ხომ არ წაგიყენებიათ? დაუდგინეთ ვადა, რა დროშიც გუნდი კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს?

- "არ იქნებოდა ჩვენი მხრიდან ულტიმატუმების წაყენება სწორი საქციელი".

- აბარგება ვის მოუწევს?

- "ნებისმიერი შეიძლება წავიდეს, ამ საკითხისთვის ტაბუ არავის დაუდია. თუმცა, მჯერა, უმრავლესობას შევინარჩუნებთ და ამ რთულ გზას ერთად გავივლით. თუ რომელიმე ფეხბურთელის სამსახური აღარ დაგვჭირდება, ამას ის პირველ რიგში ჩვენგან შეიტყობთ და არა პრესის ფურცლებიდან".

წყარო: www.telegraph.co.uk
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: David Beckham 7
13 იანვარი 2015 01:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
კარგად ილაპარაკა ყოჩაღ ნამდვილად მომეწონა რაც თქვა
0
№2
ავტორი: Lev
13 იანვარი 2015 02:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1522
რასაც ჰქვია "ჯიგრულად" იბაზრა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№3
ავტორი: RojoDiablo
13 იანვარი 2015 08:20
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ყოჩაღ ედ. ვან გაალზე მაგარი პასუხი გასცა და იმედი მაქვს იმ რამდენიმე კლუბში, ვისთანაც მოლაპარაკებები იწარმოება დორტმუნდიც ურევია.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: dachi_mu
13 იანვარი 2015 09:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
cudi mwvrtvneliao exa van gaalze ro ityvi znachit azrze ar xar magram aris jiuti da zedmetam amayi.. Da nu falkaoze da welbekze rac gaaketa da aketebs calke temaa..imenaa robinas tavs evleba ra..da uceb ise gavichitet ro tavdasxmeli agar gvyavs.. Falkaos gaushvebs da wilsoni dagvrchaa.
0
№5
ავტორი: Rosso Diavolo
13 იანვარი 2015 10:20
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ზაფხულში იყოჩაღა ტრანსფერებში. იმედია იანვარშიც დაგვიმატებს კიდევ ვინმეს <3
0
№6
ავტორი: chudikone
13 იანვარი 2015 11:36
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მევასება ეს კაცი ❤
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: AkkRed
13 იანვარი 2015 11:40
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
არა და ეს მახსოვს ადრე ფერგისთან ერთად აძლევდა ინტერვიუს, რომ არ დაეჩაგრათ ჟურნალისტებს ახლა კიდე აქეთ აქექებს ჟურნალისტებს lol
0
№8
ავტორი: Best 7
13 იანვარი 2015 14:03
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Uyuret chven eds rogor gayochaghda
0
№9
ავტორი: GeorgeBest
13 იანვარი 2015 20:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
- "რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებებს ვმართავთ, თუმცა კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით".


ჰუმელსი დადე!!!
0
№10
ავტორი: DiMaria
15 იანვარი 2015 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ყოჩაღ ედი. ვან გაალი როგორ დაიცვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top