თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2015, 19:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1820,
კომენტარები: 8
კერიკი: "ახლიდან დავიწყებთ"
მაიკლ კერიკი "წმინდანებთან" მარცხის შემდეგ.
კერიკი:
მაიკლ კერიკი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" ახალად უნდა დაიწყოს მოგებათა სერია.

დუშან ტადიჩის გოლის წყალობით "საუთჰემპტონმა" "ოლდ ტრაფორდზე" "იუნაიტედი" დაამარცხა, რაც წითლებისთვის 11 მატჩიანი წაუგებელი სერიის შემდეგ პირველი მარცხი გამოდგა.

"იმედი გაგვიცრუვდა. თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ამ მატჩის წაგება დიდი დარტყმა იყო. არც ჩვენ შეგვიქმნია ბევრი შანსი, მაგრამ ამავდროულად არც მათ სასარგებლოდ იყო რამე მატჩში, ჩვენ კი კომფორტულად გამოვიყურებოდით."

"ჩვენ ვგავდით ერთადერთ გუნდს, რომელიც გოლის გატანას ესწრაფვოდა. თუ გავითვალისწინებთ როგორ ვთამაშობდით და დავმარცხდით, ეს უდიდესი იმედგაცრუებაა. გამომდინარე იქიდან, რა პოზიციაზე იმყოფებიან ისინი ლიგაში, ეს დიდი დღე გამოდგა ჩვენთვის და ჩვენ ჩავფლავდით."


"საუთჰემპტონი" მესამე ადგილზე ყოფნას იმსახურებს, ჩვენს წინ არიან, მაგრამ უნდა შევაქოთ და სათანადო პატივი ვცეთ."

"რაც შეგვეხება ჩვენ, მხოლოდ საკუთარ თავს უნდა მივაქციოთ ყურადღება და მოგებათა სერიასა და ფორმას დავუბრუნდეთ, რადგან მხოლოდ მაღლა ვიყურებით. ჩვენი მიზანი ოთხეული ან სამეული არ არის, ჩვენ უფრო მაღალი საფეხური გვსურს და საკუთარ თავს სწორედ ეს უნდა დავუსახოთ მიზნად."

"ახლიდან უნდა დავიწყოთ. ვფიქრობ, მიუხედავად შედეგისა, ყოველკვირეულად ახლიდან დაწყებას უნდა ცდილობდე. ეს ჩვენთვის არ იქნება დაცემის მიზეზი, შეცდომებისგან ვსწავლობთ. ამჟამად იმედგარუებულნი ვართ, მაგრამ მომდევნო კვირაში შედეგის დაბრუნებას ვეცდებით."
- განაცხადა კერიკმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ALEXFERGUSON
12 იანვარი 2015 19:53
  • სიახლეები: 1058
  • კომენტარები: 1268
მოდი რეალურად ვთქვათ,რატო გავუშვით გუნდიდან მოიესი? ამ დროისთვის ამაზე კაი შედეგი ქონდა პლიუს არ ყავდა ფალკაო-დიმარია,ერერა, ბლინდი. ვითომ მისი დამოკიდებულება რადიკალურად განსხვავდებოდა. და ვანგაალის დამოკიდებულება არ განსხვავდება ფერგისგან? კაროჩე დაახლოებით 2-3 წელი უნდა გუნდს რა,რაც ვანგაალმაც თქვა. ძნელია ფერგის შეცვლა.
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
12 იანვარი 2015 20:26
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ALEXFERGUSON,

რა შედეგი თუძმახარ თერთმეტი მოგება გვქონდა და მაინც 7-ე ვიყავით. ეხა აგინებთ ვან გაალს და გინდათ მოიესის მოყვანა :/// მიეცით დრო!!

ALEXFERGUSON,

რა შედეგი თუძმახარ თერთმეტი მოგება გვქონდა და მაინც 7-ე ვიყავით. ეხა აგინებთ ვან გაალს და გინდათ მოიესის მოყვანა :/// მიეცით დრო!!
0
№3
ავტორი: Malboro463
12 იანვარი 2015 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ALEXFERGUSON,
ეს კაცი ბევრ უაზრო გადაწყვეტილებას იღებს მარა მოესზე ბევრად დიდი სპეციალისტია. მოესის უნაიტედს პერსპექტივა არ ქონდა ცოტა ადრე უნდა გაეშვათ.

წელს მთავარია ლიგაზე გავიდეს გუნდი ზაფხულში კიდე მოვიშორებთ იმედია ამ უმაქნისებს და ვინმე წესიერს მოიყვანენ
0
№4
ავტორი: RojoDiablo
12 იანვარი 2015 22:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ALEXFERGUSON,
რას ამბობ კაცო, რა ამაზე უკეთეში შედეგი გვქონდა? ზუსტად ერთნაირი რაოდენობაა ქულებში და თუ იმას გულისხმობ, რომ პარარელურად ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობდით შარშან, მე გეტყვი, რომ წელს ორმაგი ოდენობის ტრავმებს ვიღებდით.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2015 23:55
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოიესი დავაბრუნოთ, დე ხეა გავაგდოთ და ვალდესი ჩავაყენოთ winked

არაფერია დაკარგული და საპანიკო. თამაში უნდა გამოასწორონ და კარსი მაინც დაარ***wink სირცხვილია wink სატურნირო მდგომარეობას რომ გადავხედოთ დიდად არ გვაქვს სანერვიულო, მთავარია ოთხეულში დავასრულოთ წელს
0
№6
ავტორი: Donkirvala
13 იანვარი 2015 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ALEXFERGUSON,
ეგ ფეხბუთელები ვინც შენ ჩამოთვალე მოიესის გუნდში არ წამოვიდოდნენ ვან გაალის სახელმა მოიყვანა აქ
0
№7
ავტორი: Svanii
13 იანვარი 2015 02:51
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
Donkirvala,
ვამგაალმა კიარა უფრო გუნდის სახელმა მოიყვანა. კააროჩე დიდი საპანიჯო არაფერიაა მომავალ ტურშივე გადავალთ 3 ზე და მერე წინ წავიწევთ ნელნელა.
0
№8
ავტორი: DiMaria
15 იანვარი 2015 00:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
დროა მაიკლ, დროა შენც დაჯდე მგონია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top