თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2015, 18:35
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2399,
კომენტარები: 6
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
სალამი ყველას!

დამიჯერეთ, კვირას განცდილი მარცხის შემდეგ ჩემთვის ადვილი არ არის ჩემს ბლოგში წერა, მაგრამ არ მინდა თქვენთან ურთიერთობის ყოველკვირეული ტრადიცია დავარღვიო. წაგება - ეს ფეხბურთის ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანია მათი მიღება, ანალიზირება და თამაშის გაუმჯობესებისთვის ყველაფრის გაკეთება.

გამოგიტყდებით, არ ვფიქრობ, რომ ამ მარცხს ვიმსახურებდით. ნამდვილად არ ყოფილა ყველაზე საინტერესო თამაში. ისინი მოედანზე სწორად განლაგდნენ და კარგად იცავდნენ თავს, ამიტომ მომენტების შექმნა ჭირდა. თუმცა მატჩს მაინც ჩვენ ვაკონტროლებდით. მატჩის პირველი ნახევარი ცუდად ჩავატარეთ. ნელი თამაში იყო და გადაჭარბებულად ტაქტიკური. მაგრამ ბურთის დიდი ხნით დაუფლებას ვცდილბდით და მოწინააღმდეგის ნახევარზე თავისუფალ ზონებს ვეძებდით.

"საუთჰემპტონმა" შესვენების შემდეგ გაიტანა. თავიანთი მცირერიცხოვანი შანსებიდან ერთ-ერთი გამოიყენებს, მას შემდეგ, რაც ბურთი ძელმა აისხლიტა, შემდეგ კი ვეცადეთ ყველაფერი გაგვეკეთებინა, რათა ანგარიში გაგვეთანაბრებინა. ვფიქრობ, გოლს ვიმსახურებდით.

უკანასკნელ 20 წუთში გოლის გატანის შესაძლებლობა გვქონდა. მხოლოდ მე სამი მომენტი მქონდა, მაგრამ ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ბურთს კარში შესვლა არ სურდა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო კარში დარტყმა - მგონია, რომ მოგება შეგვეძლო. მატჩის უკანასკნელ წუთამდე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ მოვახერხეთ. შემდეგში ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ამის მჯერა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ერთადერთ რამეა მთავარი - მომდევნო შეხვედრაში გამარჯვებას და მნიშვნელობა არ აქვს ვინ გაიტანს. "ქპრ-ს"-თან გასვლითი შეხვედრა გველოდება, რაც ადვილი არ იქნება. ლონდონურ გუნდს ქულები სჭირდება, ვიცით, რომ გამარჯვების გზაზე უნდა დავბრუნდეთ.

მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა მხარდაჭერისთვის. დღეს მარცხის გამო იმედგაცრუებულნი ვართ, მაგრამ გჯეროდეთ, რომ ჩემპიონატის დასასრულამდე თითოეულ შეხვედრაში ვიბრძოლებთ და ჩვენი მიზნისკენ ვივლით.

გეხვევით,

ხუანი

წყარო: juanmata8.com
მატას ბლოგი
6 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
12 იანვარი 2015 18:39
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეჰჰ მატა მატა, ერთი მაინც, რომ შეგეგდო სხვანაირად იქნებოდა ახლა ყველაფერი
0
№2
ავტორი: RojoDiablo
12 იანვარი 2015 18:47
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ხუან, ხუან. ჯერ არაფერია დაკარგული, მაგრამ ახლა უკეთეს მდგომარეობაში ყოფნაც შეგვეძლო. რას იზამ, რაც მოხდა მოხდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2015 18:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მომენტი რო გააფუჭა გაჭედა კინაღამ wink გაბრაზებულ მატას იშვიათად თუ ნახავ
0
№4
ავტორი: Rosso Diavolo
12 იანვარი 2015 18:56
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ძალიან გამაწბილე ერთი მაინც რომ ვერ გაიტანე მატა :/
0
№5
ავტორი: DiMaria
12 იანვარი 2015 19:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ერთი მაინც გაგეტანა derpwhy
0
№6
ავტორი: David Beckham 7
13 იანვარი 2015 03:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
ეს როგორი საყვარელია წაგების მერეც რა love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top