"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი ციურიხში "ფიფას" "ოქროს ბურთის" ცერემონიას ვერ დაესწრება. შეგახსენებთ, რომ რობინი ფერენც პუშკაშის სახელობის წლის ყველაზე ლამაზი გოლის ნომინაციაშია წარდგენილი
"სამედიცინო შტაბის რჩევით მე ციურიხში გამართულ ცერემონიაზე არ მივდივარ. მიზეზი ტერფის ტრავმაა. მინდა ყველა მონაწილეს წარმატება და კარგი საღამო ვუსურვო. პრეზენტაციის ყურება სახლში მომიწევს. ხოლო თუ ნომინაციაში გავიმარჯვე, ჩემს ჯილდოს საუკეთესო მეგობარი, რუდ გულიტი გადმომცემს."- წერს ჰოლანდიელი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე
მსოფლიო ჩემპიონატზე, ესპანეთის ეროვნული ნაკრების კარში გატანილი გოლი ულამაზეს სამ გოლს შორის ერთ-ერთია. შეგახსენებთ, რომ ცერემონია დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.