"მანჩესტერ სიტის" ფრანგმა ნახევარმცველმა სამირ ნასრიმ აღიარა, რომ ის 2011 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო და სერ ალექს ფერგიუსონსაც კი შეხვდა.
მოგეხსენებათ, ნასრი 2011 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ლონდონის "არსენალიდან" "მანჩესტერ სიტიში" 25 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. მას შემდეგ "ქალაქელებთან" ერთად ფრანგმა ორი პრემიერ ლიგის და ერთი ინგლისის თასის მოგება შეძლო.
ახლა კი საჯაროდ გახდა ცნობილი, რომ ნასრი შეიძლება "სიტის" ნაცვლად მეორე მანჩესტერული კლუბის ფეხბურთელი გამხდარიყო. იმ დროს ფრანგის შეძენით "იუნაიტედი" სერიოზულად ინტერესდებოდა, მაგრამ მან ვენგერთან კონფლიქტზე უარი თქვა და "მანჩესტერ სიტი" აირჩია.
"ჩვენ სერ ალექსს პარიზის ერთ-ერთ მშვიდ და საიდუმლო ადგილას შევხვდით. მაგრამ იყო ერთი პრობლემა: მე მათ ("იუნაიტედმა") მთხოვეს "არსენალთან" ბრძოლა დამეწყო, მაგრამ მე ამის გაკეთება განსაკუთრებულად არსენ ვენგერის გამო არ შემეძლო."
"შემდეგ გამოჩნდა "მანჩესტერ სიტიც". რობერტო მანჩინი შვებულებისას ყოველდღე მირეკავდა. მაშინ მივხვდი, რომ "ქალაქელებს" ჩემი გაფორმება ნამდვილად სურდათ და "ეტიჰადზე" გადავედი."-განაცხადა ნასრიმ Bein Sport-თან