თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2015, 15:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2751,
კომენტარები: 0
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)
"წმინდანებთან" განცდილი მარცხის ტაქტიკური ანალიზი
ბურთის მშვიდად მიღების შემდეგ, "წმინდანების" თავდამსხმელი მას წამის წინ მისთვის პასის მიმწოდებელს უბრუნებს ბურთს. ყურადღება მიაქციეთ რამდენ სივრცეს უტოვებენ "საუთჰემპტონის" ფეხბურთელებს, ისინი ბურთის მიღებას და დამუშავებას "იუნაიტედის" კარის სიახლოვეს ახერხებენ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


გამომდინარე იქიდან, რომ ბლეკეტი ბრძოლაში დაიკარგა, სმოლინგს უხდება ჩარევა და ბურთი ისევ "კერიკის ფეხბურთელს" მისდის.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


მომდევნო სქრინშოტი "იუნაიტედის" ფეხბურთელების ქაოსურობას აჩვენებს. ისინი ოთხნი მიესივნნენ ფეხბურთელს, რომელიც ბურთს ფლობს და წესრიგი საერთოდ დაავიწყდათ. ასეთ შემთხვევაში, "საუთჰემპტონის" ფეხბურთელის ნებისმისერი პასი საგოლე გამოდგება, გინდ მარცხნივ, გინდ მარჯვნივ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


საბოლოოდ, ბურთს მარცხნივ მდგომი ფეხბურთელი იღებს და დე ხეას კარს 11 მეტრიდან უმიზნებს, თუმცა ძელს ახვედრებს. ასხლეტილი ბურთი "იუნაიტედის" ფეხბურთელების ოთხეულში ძვრება და პირდაპირ ტადიჩს მისდის. კერიკმა ვერც ბურთის წართმევა მოასწრო და ვერც გამოტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


ასევე ვერ შეძლო ტადიჩის დარტმის დაბლოკვა, მან კი ბურთი პირდაპირ კარში გადაგზავნა. უნდა შევაქოთ, რადგან წამებში მიიღო გადაწყვეტილება და ზუსტად გათვალა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


ბურთის ფლობა

ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელი - მეტოქის საჯარიმოში ბურთის ფლობის უპირატესობის დაბრუნება. ამ მაჩვენებლით "მანჩესტერ იუნაიტედი" საკუთარ მოედანზე "საუთჰემპტონის" წინააღმდეგ დამარცხდა.

"საუთჰემპტონი" - 13. "მანჩესტერ იუნაიტედი" - 12.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


ბურთის ფლობაში "იუნაიტედის" საკმაოდ დიდი უპირატესობისა და მოედანზე საერთო დომინირების გათვალისწინებით, ასეთი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ "იუნაიტედი" მოწინააღმდეგეს საკუთარი ნახევარზე საკმაოდ დაბლა ხვდებოდა და ოპონენტის ნახევარზე საკმარის ზეწოლას ვერ ახდენდა.

ნაკლი

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ორი კარგი მომენტი შექმნეს, რომელთა გოლში გარდასახვა შეიძლებოდა და მატას ორი ნახევარმომენტი, სადაც შეიძლებოდა იღბალს ეჩინა თავი.

"საუთჰემპტონის" კართან მეტი საგოლე მომენტის ვერ შექმნის მიზეზად შეიძლება გადაცემებში, დარტყმებსა და უბრალოდ მოქმედებებში ნაკლოვანების საშინელი რაოდენობა ჩავთვალოთ.

დააკვირდით ანხელ დი მარიას მოქმედების სურათს. გარდა იმისა, რომ ის საგოლე მომენტებში პასიურად მოქმედებდა და პასებს ცუდად იძლეოდა, მის მიერ გაკეთებული პასებისა და დარტყმების უმრავლესობა მიზანს ვერ აღწევდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


იგივე ეხება რუნის და ცოტა ნაკლებად მატასა თუ ვან პერსის.

ნაკლოვანთა ერთ-ერთ ლიდერად ლუკ შოუ იქცა, რომლის მოქმედებები ფლანგზე უბრალოდ იმედის გაცრუება იყო.

დასკვნები

"საუთჰემპტონთან" მატჩმა სასტარტო შემადგენლობის, მოთამაშეთა განლაგების, შეცვლებისა და თამაშის სხვა ასპექტებში ბევრი კითხვა დაბადა. რამდენიმე მათგანზე თავად ვან გაალმა გასცა პასუხი მატჩის შემდგომ ინტერვიუში, ხოლო უმრავლესობა პასუხგაუცემელი დარჩა, რაც გულშემატივარს გამოცანას უტოვებს და მწვრთნელის შეცდომაზე ალაპარაკებს.

რის მიღწევას ცდილობს ვან გაალი თავისი ექსპერიმენტებით და საით მიჰყავს გუნდი, ამას მხოლოდ დროის განმავლობაში გავიგებთ, ჯერ-ჯერობით ისევ ფართოდ დაჭყეტილი თვალებით გვიხდება შემადგენლობისა და მატჩის მიმდინარეობისას ცვლილებებისთვის ყურება.

ბოლოს, მინდა "საუთჰემპტონთან" მატჩში სასიამოვნო მომენტებზეც გავამხილო ყურადღება, რაც საკმაოდ ბევრი იყო.

აღვნიშნოთ ანტონიო ვალენსიას შესანიშნავი და რაც მთავარია მშვენიერი ფორმა. მისი გარღვევები და გრძელი გადაცემები ამ მატჩში ნათელ წერტილად იქცა.

თუ გოლსა და რამდენიმე ნახევარმომენტს არ ჩავთვლით, "საუთჰემპტონს" დიდწილად არაფერი შეუქმნია "იუნაიტედის" კართან, რაც პირველ რიგში დეილი ბლინდისა და კრის სმოლინგის დამსახურებაა.

"იუნაიტედის" დაცვამ კიდევ ერთი კომპლიმენტი დაიმსახურა სტანდარტული მდგომარეობების დროს მოქმედებისას და თითქმის ყველა საჰაერო ორთაბრძოლა მოიგო.

ცალკე მინდა აღვნიშნო დეილი ბლინდი. ის დამაჯერებლად მოქმედებდა დაცვაში, აქტიურად ერთვებოდა შეტევაში, ხოლო მას შემდეგ, რაც დეილიმ შოუს ადგილი დაიჭირა, ორი საგოლე მომენტის შექმნაც მოახერხა, რომელიც ხუან მატას დარტმებით დასრულდა.

ასეა თუ ისე, ეს წაუგებელი სერიის დასასრულია, რაც ახლის დასაწყებად კარგი მიზეზია.

ავტორი: ალექსანდრ კორენევი.

წყარო: carrick.ru
სტატიები
0 კომენტარი

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top