თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2015, 15:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2157,
კომენტარები: 9
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)
"წმინდანებთან" განცდილი მარცხის ტაქტიკური ანალიზი.
ლუი ვან გაალმა კიდევ ერთხელ შეძლო ყველას გაოცება: ამჯერად განაცხადშიც კი ვერ მოხვდა რადამელ ფალკაო, რომელიც ზედიზედ 5 მატჩის განმავლობაში გამოდიოდა სასტარტო შემადგენლობაში.

გამოჯანმრთელებულმა დეილი ბლინდმა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავა, ხოლო დი მარია ვან პერსისთან ერთად თავდასხმის ხაზში გადავიდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


საგოლე მომენტები

"იუნაიტედმა" პირველი სახიფათო მომენტი 41-ე წუთზე ვან პერსისა და რუნის დახმარებით შექმნა. სამწუხაროდ, რობინის დარტყმა დაბლოკეს, მაგრამ ხუანს მაინც შეეძლო ანგარიშის გახსნა.

როცა ბურთი ჰაერში იმყოფებოდა, მატამ მსაჯს მცველის მიერ ხელით თამაშისკენ მიუთითა. ნათელია, მან რამდენიმე წამი დაკარგა და შეეძლო ამ ეპიზოდში უფრო აქტიურად ეთამაშა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


დააკვირდით, ხუანს ბურთამდე სულ მცირე მანძილი აშორებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


არ შეიძლება ამ ეპიზოდში ყურადღების მიღმა დავტოვოთ ნომინალური თავდამსხმელი, დი მარია, რომელიც ეპიზოდს სრულიად გამოეთიშა.

***


მეორე ტაიმის დასაწყისში ვალენსიას ბრწყინვალე პასის შემდეგ დი მარია კონტრშეტავაზე გაიქცა. მოწინააღმდეგის საჯარიმოში შესვლისას, სადაც მას ორი მცველი შეხვდა, ანხელ სხვა არაფერი დარჩენოდა, თუ არა შეტევის გადაცემით გაგრძელება, რაც გააკეთა კიდეც და ვან პერსის მიაწოდა ბურთი.

პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ეს გადაცემა ორ მცველს შორის უნდა გასულიყო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ასეთ პასს რა შანსი ჰქონდა.

მოცემულ მომენტში შეიძლებოდა და საჭირო იყო უფრო კარგად თამაში - ვან პერსის უკან რუნი მორბის (სქრინშოტზე არ ჩანს).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


დააკვირდით, როგორი ზონა გათავისუფლდა რუნისთვის. ამ პოზიციიდან კი რუნის შეეძლო მეტოქის კარი დაეცხრილა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


***


გაშვებული გოლის შემდეგ "იუნაიტედმა" სამი მომენტი შექმნა და სამივე შემთხვევაში დასრულებით სტადიაზე ხუან მატა იმყოფებოდა. 100%-ან მომენტთან ალბათ უფრო პირველი ეპიზოდი იყო ახლოს, როცა ხუანმა ფორსტერის შეცდომის შემდეგ დაარტყა კარისკენ. სხვა შემთხვევებში ბურთზე ფეხის დარტყმა საკმაოდ რთული იყო და გატანილი გოლი გამართლებად ჩაითვლებოდა.

"საუთჰემპტონის" გოლი

61-ე წუთზე ვან პერსი ტრავმის გამო ერერამ ჩაანაცვლა; შესაბამისად, რუნი შეტევაში გადავიდა და მისი ადგილი ანდერმა დაიჭირა.

72-ე წუთზე ფელაინიმ თავდამსხმელის პოზიციაზე ანხელ დი მარია შეცვალა.

მთავარი ცვლილება კი მოხდა 64-ე წუთზე, როცა შოუ ბლეკეთიც შეიცვალა. ამ მომენტში დაცვაში შესაბამისი ცვლილებები მოხდა: ბლინდი ფლანგზე გადავიდა, სადაც გასული შოუს ადგილი დაიჭირა, ხოლო ბლეკეტი ბლინდის ადგილზე დადგა - მარცხენა ცენტრალურ მცველად.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


ბლეკეტის გამოსვლიდან 5 წუთის შემდეგ "იუნაიტედმა" გოლი გაუშვა.

ფორსტერი ბურთს იგერიებს და ბლეკეტთან ორთაბორძოლის შემდეგ "საუთჰემპტონის" თავდამსხმელმა მოედნის ცენტრში მდგომ პარტნიორს გადააწოდა ბურთი, რომლის მეურვებოდა კერიკს ევალებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" (ტაქტიკური განხილვა)


გაგრძელება
სტატიები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
12 იანვარი 2015 16:06
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საშინელი თამაში იყო. ბევრი შეცდომა დავუშვით. ტაქტიკის ხსენებაც არ მინდა. მატას ერთი მაინც უნდა გამოეყენებინა ან კარში მაინც დაერ*** ნორმალურად ://
0
№2
ავტორი: Best 7
12 იანვარი 2015 16:46
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Uamravi shecdoma daushves!egre AR sheidzleba da kidev 4-4-2 unda gadavidet!
0
№3
ავტორი: kvara
12 იანვარი 2015 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 36
მატა რაომ გაუშვეს ჩელსიდან?

იმიტო რომ პრმიერ ლიგის სტილს არ უხდება მგონი. უფრო მოძრავი და ფიზიკურად ძლიერი 10 ნომერია პრემიერ ლიგაში საჭირო. კაგავას ფიზიკურობა ხელს რო უწყობდეს ეგ იქნებოდა ჩვენი კაცი! ტურეს მსგავსი გვინდა ! გვინდა პოგბა!
0
№4
ავტორი: RedGirl
12 იანვარი 2015 17:40
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მატა პირველი ტაიმის მერე უნდა გაეყვანა ჩემი აზრით, არ წაუვიდა თამაში და ჰე. ბლინდი კიდე საყრდენად უნდა დამდგარიყო და ოთხი მცველით ეთამაშა. პერსის თუ გაიყვანდა უილსონი უნდა შემოეყვანა. დი მარია ნახევარმცველად და რუნი თავდასხმაში. არა ტაქტიკას თავი დაანებეთ. ცალკეულად ყველამ ცუდად ითამაშა. ვალენსია დამევასა ერთი და ბლინდიიც საკაიფო იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2015 17:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბლინდის დაბრუნება მაგრახ გამიხარდა მარა არ მოველოდი ამ პოზიციაზე თუ ვანხავდი, მაგრამ მაინც კარგად გაართვა თავი ორივე პოზიციას. მატამ ზედმეტად ბევრი მომენტი გააფუჭა, არადა ერთი მაინც უნდა შეეგდო მინიმუმ

ვალენსია კარგი იყო, ეხლა ერთი 3-4 თამაში ისევ თოხად გადაიქცევა. დი მარიაზე რა უნდა თქვა, იმენა 0 იყო. რუნისგანაც მეტს ველოდი მე პირადად

ცვლილებები ძაან მაგარი იყო და წაგებაში ზუსტად მაგას მიუძღვის დიდი წვლილი. მარა როცა ასეთი შეტევის ხაზი გვყავს კარში დარტყმას მაინც უნდა ელოდე მინიმუმ გუნდისგან, სირცხვილია
0
№6
ავტორი: AkkRed
12 იანვარი 2015 18:36
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ზუსტად ამ სასტავით და 4 მცველიანი ტაქტიკით რო გვეთამაშა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, უბრალოდ არ ვარგა ეს 3 მცველიან ტაქტიკით როცა ვინბექები წესიერი არ გყავს და საიდანაც გინდა ეხლა იქეცბაიე ჩემო ძმაო რა.
გუშინდელი თამაშის გახსენება უბრალოდ არ მინდა, რაღაც ძაან ცუდი იყო.
0
№7
ავტორი: RojoDiablo
12 იანვარი 2015 18:45
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
როცა მატჩს აგებ, გულშემატკივარს ყველა დეტალი გახსენდება, რომლის დახმარებითაც შეგეძლო მარცხისთვის თავი დაგეღწია. ასე მახსენდება მატას მომენტებიც.

ხუანს არაფერში ვდებ ბრალს, მაგრამ მისი პროფესიონალიზმი და ქმედითუნარიანობა მაძლევს საბაბს ვთქვა, რომ მას შეეძლო ერთი გოლი მაინც გაეტანა. პირველ ეპიზოდში, უბრალოდ სად დაარ*** ვერაფრით მივხვდი. როგორ შეიძლება ცარიელ კარს ასე ააცილო, მაგრამ ხდება, ყველას შემთხვევაში ხდება. დანარჩენ მომენტებში, რაც მატას ჰქონდა ვეთანხმები კორენევს, არ იყო ბურთის კარში გადაგზავნა ადვილი, მაგრამ ეს არ ამართლებს. ასე მეც შემიძლია ავაცილო და ამიტომ ვზივარ აქ, ხუანი კი იქ არის...

დი მარიას თამაშის ძიებაში ვარ მე პირადად. ვერაფრით ვხვდები სად წავიდა მისი ტექნიკა, სისწრაფე და ფანტაზია. დავიჯერო ვან გაალის დავალებაა: "გაიეცი ფლანგზე და ჩააწოდე"? ამას იანგიც აკეთებს, ამას ვალენსიაც აკეთებს. როცა დი მარია ხარ და როცა შენ ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლები მსოლფიოში, როგორც მინიმუმ კაცის მოტყუებას, ბურთის ნორმალურად მიღებასა და საინტერესო თამაშს უნდა ახერხებდე. საწყის ეტაპზე ამას შვრებოდა და გვაოცებდა, მაგრამ შემდეგ... მესმის რომ ტრავმა ჰქონდა და გუშინ თავისთის უჩვეულო პოზიციაზე იდგა (რაც ვერაფრით ამიხსნია), მაგრამ მაინც მეტი უნდა გააკეთოს.

შოუზე როცა ითქვა, რომ ტრავმა არ ჰქონდა და თამაშს შეძლებდა, გამიხარდა, რადგან როგორც წესი, ყოფილი გუნდების წინააღმდეგ მონდომებულები არიან ფეხბურთელები. არ ვუკარგავ შოუს მონდომებას, მაგრამ შედეგი არავითარი არ იყო.

ზოგადად კი ვან გაალის ტაქტიკისა და გადაწყვეტილებების შესახებ ვერაფერი გავიგე. ამიხსნას რატომ დაასვენა ფალკაო. ან თუ გადაღლილი იყო რაღატომ ათამაშა იოვილთან. ან თუ მის ნაცვლად ფორვარდი გჭირდება, რაღა დი მარიას აყენებ. იგივე ერერა და ბლინდი უკეთესი არ იქნებოდა დამდგარიყო და რუნი გადაწეულიყო თავდასხმაში? ახლა ადვილი ამის თქმა, როცა ვიცით, რომ წავაგეთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გაჩნდებოდა ეს კითხვა. თუმცა, დი მარიას რომ გოლი გაეტანა და უფრო მეტი სასარგებლო საქმე გაეკთებინა, ვან გაალი ალბათ გენიოსად მოინათლებოდა.

ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს ლუი სწორედ ამას ესწრაფვის. თითქოს სურს, რომ მას გენიალური მწვრთნელის იარლიყი მიაწებონ და სურს გუნდს თამაშები საოცარი განლაგებისა თუ შემადგენლობის წყალობით მოაგებინოს, მაგრამ ამასობაში ყველაფერი პირიქით ხდება.

როგორც თქვა: "შემდეგ ასე არ იქნება." იმედია, რომ სიურპრიზების გარეშე გამოიყვანს აწი გუნდს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: DiMaria
12 იანვარი 2015 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვან გაალ, რატომ აკეთებ ასეთ რამეს, რა გაგვიტრაკე საქმე კაცო. გვათამაშე ნორმალური განლაგებითა და ტაქტიკით, რა მოხდება. მოიფიქრებს რაღაცებს და ტვინს ჭამს ტიპი რა.
0
№9
ავტორი: Esi
12 იანვარი 2015 20:47
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ჯერ სასტავი რო ვნახე გამისწორდა, მაგრამ ამ სასტავს ასეთი ტაქტიკით თუ ათამაშებდა არმეგონა.

ვან გაალი აგრძელებს საოცრებებს!

არც ერთი ფეხბურთელის ბრალი არ არიიის! ტაქტიკა უნდა შეირჩეს სწორად! ამ სეზონში მე ვან გაალის მოგებული მატჩი არმინახავს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top