"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი და ახლა უკვე Sky Sports-ის ექსპერტი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ "საუთჰემპტონის" ნახევარმცველი მორგან შნაიდერლინი პრემიერ ლიგის ტოპ–კლუბში თამაშს ნამდვილად იმსახურებს.
"მორგან შნაიდერლინი შესანიშნავად თამაშობს და ეს "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ მატჩშიც გამოჩნდა. ფონტესთან ერთად გუნდს მან მშვიდი და ორგანიზებული თამაში მოუტანა. ეს მის აქტივში ნამდვილად ჩაიწერება. ვფიქრობ ძალიან მალე იგი ინგლისის საუკეთესო კლუბში ითამაშებს."-განაცხადა ნევილმა
შეგახსენებთ, რომ შნაიდერლინზე ასევე "იუნაიტედის" ყოფილმა ფეხბურთელმა დენი ჰიგინბოტანმაც ისაუბრა და "ეშმაკებს რჩევაც მისცა:
"არსებობს რამოდენიმე მოთამაშე, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ "იუნაიტედის" გაძლიერება. ერთ-ერთი ასეთი მორგან შნაიდერლინია. მისით ბევრი კლუბი, მათ შორის "მანჩესტერ იუნაიტედიც" ინტერესდება. დარწმუნებული ვარ, "ეშმაკების" ხელმძღვანელობა ახლა ნახევარდაცვის გაძლიერებას განიხილავს. მათ თვალი "საუთჰემპტონის" ნახევარმცველს (შნაიდერლინს) სერიოზულად უნდა მიაპყრონ.