"საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მისი გუნდის გამარჯვებას არ გაუკვირვებია.
"ვიცოდით, რომ ჩვენ ძლიერი გუნდი გვყავდა და ეს დეკემბრის მიწურულს მნიშვნელოვანი იყო. "ჩელსის" წინააღმდეგ ერთი ქულა ავიღეთ, "არსენალის" წინააღმდეგ სამი. ამის ხარჯზე ფეხბურთელბმა საკუთარი ძალების იწამეს. სწორედ ეს გჭირდება, როცა დიდი გუნდი არ ხარ - თვითრწმენა, სახელებისადმი და სტადიონებისადმი შიშის არ არსებობა"
"არ მიკვირს რომ მოვიგეთ. ჩვენ ორგანიზებულები ვართ. 21 ტურში 11-ჯერ შევინარჩუნეთ კარი "მშრალად". თუ ასე გავაგრძელებთ მაღალ საფეხურზე დავრჩებით."
"ვიცოდით, რომ "იუნაიტედს" სამ ცენტრალურ მცველიან განგლაგებაში სირთულეები აქვს. მეორე ტაიმში მათზე ზეწოლა უფრო მოვახდინეთ, ვიდრე პირველში. მათ ნახევარდაცვიდან შეტევამდე დიდი კლასი აქვთ. "იუნაიტედს" ფანტასტიური მოთამაშეები ჰყავს, ამიტომ კარგი ფეხბურთელები გჭირდება, რათა ასეთი მეტოქე შეაჩერო. - განაცხადა კუმანმა.