თბილისი:
მანჩესტერი:
12-01-2015, 13:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2816,
კომენტარები: 9
ვან პერსი ტრავმას მალავდა
ვან პერსიმ ტრავმა დამალა.
ვან პერსი ტრავმას მალავდა
რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ მან დამალა დაზიანება, რომელსაც შეეძლო მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დაეტოვებინა.

"როცა გუნდთან ერთად რიო-დე-ჟანეიროსკენ მიმავალ თვითმფრინავში ჩავჯექი, ძალიან ვღელავდი. გულწრფელად ვაღიარებ - თავს ცუდად ვგრძნობდი. სეზონის უკანასკნელი 6 თუ 7 კვირა ტრავმის გამო გამოვტოვე და მხოლოდ სანაკრებო დონეზე ამხანაგურ მატჩებში გამოვდიოდი, სადაც 70 წუთს ვთამაშობდი."

"მწვრთნელს უნდოდა, რომ ყველაფერი მეჩვენებინა, რაც შემეძლო. მაგრამ, როცა უელსის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში ბარძაყის მიდამოში ტკივილი ვიგრძენი, აგონიაში ჩავვარდი."

"შესვენებაზე მწვრთნელთან მივედი და ვუთხარი: "მინდა ყველაფერი გაჩვენოთ, რაც შემიძლია, მაგრამ ახლა ამისთვის მზად არ ვარ". ეს ყველაფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე მოხდა."

"ამ დაზიანების შესახებ მხოლოდ მე, ლუი ვან გაალმა და ნაკრების ექიმმა ვიცოდით. მეტს არავის არ უნდა სცოდნოდა, რადგან სასწორზე ძალიან ბევრი რამ იდო. ხანდახან ამის გაკეთება საჭიროა."

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რაც გადამხდა იმ დროს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, გასაგებია რამდენად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის ესპანეთის კარში გატანილი გოლი. სათადარიგოთა სკამთან იმიტომ მივირბინე, რომ მის უკან ჩემი ცოლი და შვილი ისხდნენ. რა თქმა უნდა არ შემეძლო ლუი ვან გაალისთვის მადლობა არ გადამეხადა მხარდაჭერის გამო. დიდებული მომენტი იყო. მინდოდა სიხარული ყველასთვის გამეზიარებინა."


წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
12 იანვარი 2015 13:30
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ტრავმის მიუხედავად მსოფლიო შესანიშნავად ჩაატარა
0
№2
ავტორი: AkkRed
12 იანვარი 2015 13:52
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
იმიტომაა დანგრეული მთელი სეზონი 1 თვე დაასვენოს
0
№3
ავტორი: Berba 9
12 იანვარი 2015 15:26
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ხოდა ეხლა 2 თვიანი სროკი გამოუწერეთ ლაზარეთში ! :)))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№4
ავტორი: David Beckham 7
12 იანვარი 2015 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 33
მსოფლიო მაინც მშვენივრად ჩაატარე პერსი
0
№5
ავტორი: GeorgeBest
12 იანვარი 2015 17:25
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმ დუბლის მეტი მაგ მსოფლიოზე თითქმის არც არაფერი უქნია მარა მაინც ძაან მაგარი მომენტი იყო winked
0
№6
ავტორი: RedGirl
12 იანვარი 2015 17:46
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მერე დაგასვენებთ ცოტა ხანი რობინ :დ

ის საუცხოო გოლი არასდროს არ ამომივა გონებიდან :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: RojoDiablo
12 იანვარი 2015 18:52
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
აქ რატომ გათამაშებს ყოველთვის ის გვითხარი შენ, თორემ იქ რა იყო რა აზრი აქვს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№8
ავტორი: DiMaria
12 იანვარი 2015 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მე ვიფიქრე გუშინდელ მიღებულს თქო wink
0
№9
ავტორი: Jorbe-Jorbe
13 იანვარი 2015 20:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მიუხედავად ტრამვისა, მსოფლიო კარგად ჩაატარა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top