„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი ლუის ნანი მზად არის დატოვოს გუნდი და გადაბარგდეს მის კონკურენტ გუნდში „არსენალში“ - იუწყება The Daily Mail.
წყაროს თანახმად, პორტუგალიელი მზად იქნება გუნდი დატოვოს იმ შემთხვევაში თუ „არსენალი“ მას 130 000 ფუნტს გადაუხდის კვირაში.(„იუნაიტედმა“ უარი განაცხადა ამ კონტრაქტზე, რადგან ეს ძალიან დიდი თანხა იყო.)
ინგლისური პრესა იუწყებოდა რომ ნანის გუნდის დატოვება სურდა არა ზამთარში არამედ სეზონის ბოლოს. შეგახსენებთ რომ ნანითი ასევე ინტერესდებიან „რომა“ და „ზენიტი“.