ფეხბურთის ესპანელი ექსპერტი, გრემ ჰანტერი თვლის, რომ ვიქტორ ვალდესის გაფორმება "იუნაიტედისთვის" ძალიან მომგებიანი შეთანხმებაა.
"ბარსელონას" ყოფილი მეკარე 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ "იუნაიტედის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და მცირე ხნის წინ წელიწადნახევრიან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
ვან გაალმა განაცხადა, რომ ვალდესის სახით მისმა გუნდმა მეორე მეკარე შეიძინა, თუმცა ის დე ხეასთვის კონკურენციის გაწევას ეცდება.
ჰანტერი კი თვლის, რომ ვალდესი სათადარიგოთა სკამზე ყოფნას არ დასჯერდება და პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი კიპერი გახდება.
"ვიქტორ ვალდესი ძალიან მაღალი დონის მეკარეა და "იუნაიტედის" მიერ მისი შეძენა ასეთ მცირე თანხად ძალიან მომგებიანი შეთანხმებაა. ძალიან მალე ოპტიმალურ ფორმას დაუბრუნდება და დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი წამყვანი მეკარე იქნება."
"მინდა მჯეროდეს, რომ ვალდესი დე ხეას კიდევ უფრო გაუმჯობესებაში დაეხმარება. ეჭვიც არ მეპარება, რომ მალე "იუნაიტედს" ორი მაღალი დონის მეკარე ეყოლება." - განაცხადა ჰანტერმა.