ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ის მზადაა შემადგენლობაში ოთხი კრეატიული ფეხბურთელის ერთდროულად დასაყენებლად.
ტრავმის მოშუშების შემდეგ ლუი ვან გაალის განკარგულებაში თითქმის ყველა ფეხბურთელი დაბრუნდა და როგორც ვან გაალი აცხადებს, მზად არის ძირითად შემადგენლობაში თითოეული მათგანი გამოიყენოს.
"10 თუ 15 წლის წინ უკვე ვთქვი, რომ უმაღლეს დონეზე შენ შეგიძლია შემადგენლობაში 4 ყველაზე კრეატიული ფეხბურთელი დააყენო."
"25 წლის შემდეგაც იგივე შეხედულება მაქვს. 4 ბევრია, ამიტომ მათი დაყენებისას უნდა ავირჩიო. შეგიძლია გუნდში უფრო მეტი კრეატიული ფეხბურთელი გყავდეს, მაგრამ განლაგებაში მხოლოდ 4 ფეხბურთელს იყენებ. დიდი სხვაობაა."
"ყოველთვის საუკეთესო განლაგებას ვაყენებ და არა როტირებულს. შემიძლია როტაციას მივმართო მხოლოდ იმიტომ, რომ ფეხბურთელი დაღლილია - ასეთ შემთხვევაში უმჯობესია სხვა ფეხბურთელით ითამაშო."
"როცა გუნდის შემადგენლობას ვირჩევ, ყურადღებას ვაქცევ მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელების დონეს, ჩემი გუნდის ფეხბურთელების დონეს და ასევე მათ მენტალურ სიტუაციას." - განაცხადა ვან გაალმა.