სერ ალექსი ახალი მოთამაშეების დამატებას არ აპირებს
დღეს დილით გამოცემა „SoccerWay” „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს ესაუბრა,სადაც "წითელი ეშმაკების" თავკაცმა განაცხადა,რომ ის ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ აპირებს.
დღეს დილით გამოცემა „SoccerWay” „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს ესაუბრა.
მიმდინარე წლის ზაფხულში მანჩესტერულმა გუნდმა ორი ახალი ფეხბურთელი გადმოიბირა. იაპონელმა შინჯი კაგავამ და ჰოლანდიელმა რობინ ვან პერსიმ „წითელი ეშმაკები“ მნიშვნელოვნად გააძლიერა.
მიმდინარე სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები პრემიერ ლიგის სათავეში იმყოფებიან და მანჩესტერულ დერბიში გამარჯვებით გუნდმა თავისი პოზიციები გაიმყარა და მეორე ადგილზე მყოფ "მანჩესტერ სიტის" 6 ქულით გაასწრო.
გამოცემის ჟურნალისტი დაინტერესდა, იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დღეებში გუნდი კიდევ უფრო გაძლიერებას თუ აპირებდა. ფერგიუსონის მტკიცებით, ამჯერად ახალი ფეხბურთელების შეძენას არ გეგმავენ.
„კაგავამ და ვან პერსიმ „იუნაიტედი“ შესამჩნევად გააძლიერეს.ჩემი აზრით ამ წუთისათვის სრულად დაკომპლექტებული ვართ და მომავალი წლის ზაფხულამდე სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას არ ვაპირებთ.“ - განაცხადა ალექს ფერგიუსონმა.