თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2015, 19:33
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1677,
კომენტარები: 4
ევანსი მატჩის წინ
ჯონი ევანსი რთული დაპირისპირების მოლოდინშია.
ევანსი მატჩის წინ
ჯონი ევანსის ელოდება, რომ კვირას გასამართი შეხვედრა ისეთივე რთული იქნება, როგორც "სენტ მერიზე" პირველი წრის მატჩი.

"წითელმა ეშმაკებმა" "საუთჰემპტონი" 1-2 რობინ ვან პერსის დუბლით დაამარცხეს, მაგრამ ამის გაკეთება მოწინააღმდეგის დიდი ზეწოლის ქვეშ მოახერხეს. ჯონი ევანსი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან შევიდა და გუნდის დახმარება მოახერხა.

"მატჩში დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ შევედი და იქიდან გამომდინარე, თუ როგორ ზეწოლას ახდენდნენ ჩვენზე და რამდენად კარგად თამაშობდნენ, ვიფიქრე, რომ ისინი იმ ღამეს ბრწყინვალედ თამაშობდნენ."

"მათ წამიც კი არ მოგვცეს ამოსუნთქვისთვის და ეს თამაშის რიტმის აყოლასა თუ თავად თამაშს ართულებდა. ვფიქრობ, მეორე ტაიმში გადაიღალნენ და ბურთის მიღების საშუალება მოგვცეს. არ ვიცი მოახერხებენ თუ არა ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი ზეწოლის მოხდენას, მაგრამ ეს შენზე კი არა თავად თამაშზეა დამოკიდებული. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდი იყო."

"სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას რონალდ კუმანს ვაკვირდებოდი, რომელიც თავის ფეხბურთელებს მითითებს აძლევდა და შემიძლია ვთქვა, რომ ის უდიდესი ტაქტიკოსია და თამაშზე ბევრს ფიქრობს. ვფიქრობ, ისინი ასე შორს წავლენ."
- განაცხადა ევანსმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
4 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 იანვარი 2015 19:45
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
რა თქმა უნდა არ იქნება ეს გასეირნება და ადვილი თამაში. მანე ტრავმირებულია და ეს ძალიან მიხარია. საშინლად კარგ ფორმაში იყო შესული და სახიფათო ფეხბურთელია. ამ თამაშში იღბალი ისევე დაგვჭირდება, როგორც წინა მატჩში, მაგრამ მაგის იმედად არ უნდა ვიყოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: DiMaria
10 იანვარი 2015 21:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რთული მატჩი კი ასეთი რთული მატჩი სხვაგან არც გვითამაშია წელს. საშინელება იყო და არ ვიმსახურებდით მოგებას
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2015 22:34
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მართლა მაგარი თამაში ჩაატარეს და შეცდომებისთვის დაისაჯნენ. პერსიმ მოგვაგებინა ეგ თამაში და ეხლა ესე აღარ იქნება, უფრო უკეთესად და ყურადღებით უნდა ითამაშონ
0
№4
ავტორი: RedGirl
11 იანვარი 2015 00:12
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
თამაში მარტივი არ იქნება. არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, როგორც გასვლაზე. პერსის კლასის იმედზე ვერ იქნები. უკეთესი თამაშია საჭირო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top