თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2015, 16:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1701,
კომენტარები: 8
ჯონსი ტრავმებს არ უფრთხის
ფილ ჯონსი ტრავმის შესახებ.
ჯონსი ტრავმებს არ უფრთხის
ფილ ჯონსს სჯერა, რომ მისი ტრავმირების პერიოდი წარსულში დარჩა და ის პრემიერ ლიგაში წარმატების მისაღწევად "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" საჭირო რიტმს დაიჭერს.

22 წლის მცველმა სეზონი წარმატებით დაიწყო და აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა, მაგრამ შემდეგ ორჯერ მიიღო ტრავმა, რის გამოც "იუნაიტედის" რიგებში მხოლოდ 9 მატჩის ჩატარება მოახერხა.

"ეს უფრო ისეთ დაზიანებას ჰგავს, რომელიც კალათბურთის მოთამაშესთან ასოცირდება. მტკივნეულია! ყოველ ჯერზე, როცა ტერფზე ვინმე გაბიჯებს, გგონია, თითქოს ვიღაცამ ხანჯალი ჩაგარჭო და ტერფის მეორე მხარემდე გახვრეტას ცდილობს! მაგრამ ამ ყველაფერმა ჩაიარა, გადავლახე და ახლა მხოლოდ მომავალში ვიხედები."

"ჩვენ უკვე ვისწავლეთ თამაშის ასეთი სტილი და ის, თუ რა სურს ვან გაალს. მოთხოვნილებები ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ვარჯიშებზე, მაგრამ სწორედ ეს გვჭირდება და იმედი მაქვს, ყველა პასუხისმგებლობით ეკიდება საქმეს."

"ყველა კარგად ვარჯიშობს, ადგილის დამკვიდრებისთვის დიდი ბრძოლა მიმდინარეობს და იმედი მაქვს სეზონის მიწურულს მაღალ საფეხურზე ვიქნებით. რა სისტემითაც არ უნდა ვთამაშობდეთ, ვიცით რა პოზიციაზე რა გვევალება. თითოეულმა ჩვენგანმა იცის ეს და ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია ორივე ფორმაციით თამაში"

"პირველ ყოვლისა უნდა დავრწმუნდეთ, რომ მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას მოვახერხებთ. ამის იქით, ვინ იცის? დაე ვნახოთ, სად ვიქნებით მარტსა და აპრილში. თუ ქულების აღებას გავაგრძელებთ და ჩვენ წინ მყოფი ორი გუნდი დაკარგავს, ჩემპიონატის მოგებაც შესაძლებელია."
- განაცხადა ჯონსმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: gilmour
10 იანვარი 2015 17:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ერთადერთი ნათელი წერტილი დაცვის ცენტრში
0
№2
ავტორი: A.HERRERA
10 იანვარი 2015 17:58
  • სიახლეები: 80
  • კომენტარები: 464
Rojoc dabrunda Da es Da rojo iqnebian albat dacvis centrshi Tu sami centralurit ar itamasha
0
№3
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2015 18:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჩემპიონატის მოგება თუ გვინდა ქულებს ესე არ უნდა ვანიავებდეთ, თან ესეთ დროს. კიდევ დაკარგავენ ქულებს მარა ჩვენც არ დავაკლებთ winked
0
№4
ავტორი: RojoDiablo
10 იანვარი 2015 19:00
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ეს ალბათ პოტენციურად ძირითადში ადგილის გარანტირებული მფლობელია მაინც და მეწყვილე სჭირდება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: Best 7
10 იანვარი 2015 19:08
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Jonsma unda moumatos kidev! Dzalian didi potencialis mqone fexburtelia!
0
№6
ავტორი: DiMaria
10 იანვარი 2015 21:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგრად მევასები ფილ, მინდა რომ წარმატება გისურვო და იმედია საოცარი მცველი დადგება შენგან
0
№7
ავტორი: AkkRed
11 იანვარი 2015 00:04
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მოუკლოს ტრამვებს და უცვლელი წევრი იქნება დაცვაში თან უნივერსალია ცენტრი საყრდენი და ფლანგზეც შეუძლია თამაში
0
№8
ავტორი: RedGirl
11 იანვარი 2015 00:10
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
აუ ეს და ჰუმელსი რა კარგი იქნებოდა ერთად love

კარგია რომ თავდადებული ხარ და ტრამვებს არ უფრთხი და არ გეშინია, მაგრამ აბა ჩვენ გვკითხე :დ გაგვითეთრდა თმა შენი ლოდინით :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top