ლუი ვან გაალს იმედი აქვს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" სეზონის მეორე ნაწილში უფრო მეტ მდგრადობასა და რიტმს გამოავლენს.
"წითლებს" მიმდინარე სეზონში ტრავმები ხშირად აუწხებდა, მაგრამ ამის მიუხედავად ისინი მესამე ადგილზე იმყოფებიან და მომდევნო მეტოქეს, "საუთჰემპტონს" შინ 10 მატჩიანი წაუგებელი სერიით უმასპინძლებენ.
როცა ვან გაალს ჰკითხეს, აჩვენებდა თუ არა მისი გუნდი ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნების შემდეგ უფრო თავდაჯერებულ და სანახაობრივ ფეხბურთს, მან უპასუხა:
"ამის იმედი მაქვს, რადგან ფეხბურთელები გვიბრუნდებიან და მათი არჩევის საშუალება მექნება."
"წესით, უკეთესი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რადგან ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩემი გუნდის ძირითად შემადგენლობაში მუდამ ირიცხებოდნენ - მაგალითად, ბლინდი და დი მარია - უკვე ბრუნდებიან."
"მარკოს როხოც იყო ჩემი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი. არ მქონდა იმის საშუალება, რომ ამ ფეხბურთელებით მეთამაშა. იმედი მაქვს ამის გაკეთებას ახლა შევძლებ, მაგრამ ეს წინასწარ არასდროს იცი." - განაცხადა ვან გაალმა.
ვან გაალს ჩემპიონატის ლიდერებისთვის დაწევის შესაძლებლობის შესახებაც ჰკითხეს, რაზეც ოპტიმისტური პასუხი გასცა.
"პრემიერ ლიგაში ყველა თამაშს ვერც ერთი გუნდი ვერ მოიგებს, ასე რომ, იქნებ "მანჩესტერ იუაიტედმა" დაწევა შეძლოს. ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ ეს არის ჟოზე მოურინიოსა და სხვა მწვრთნელების მიზანიც - მანუელ პელეგრინის, რონალდ კუმანის, ან არსენ ვენგერის." - დაასრულა ვან გაალმა.