თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2015, 12:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2543,
კომენტარები: 7
პოლ სქოულზის გრაფა
პოლ სქოულზის ყოველკვირეული გრაფა.
პოლ სქოულზის გრაფა
როცა ფეხბურთს ვთამაშობდი, იანვრის ტრანსფერები "მანჩესტერ იუნაიტედის" სტილი არასდროს ყოფილა. მთელი მძიმე სამუშაო ზაფხულში მიმდინარეობდა - შემადგენლობის გაძლიერებისთვის საუკეთესო ფეხბურთელებს ვიძენდით და სეზონის დაწყებამდე მათ კლუბის ტრადიცებთან შეჩვევაში ვეხმარებოდით.

ფერგიუსონი ხანდახან წესებში გამონაკლისს მიმართავდა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველთვის არ ამართლებდა, ის იშვიათად სცდებოდა. როცა 2006 წლის იანვარში ორი ახალგაზრდა ფეხბურთელის ტრანსფერზე ვფიქრობ, ყოველთვის მახსენდება: პირველი შთაბეჭდილებით არასდროს უნდა განსაჯო.

"იუნაიტედის" გასახდელში შეწუხებულნი იყვნენ იმით, შეესაბამებოდნენ თუ არა კლუბს პატრის ევრა და ნემანია ვიდიჩი. ეს კიდევ რბილად ნათქვამია. მიუხედავად ამისა, ორივე მათგანი ბოლო ათი წლისა და შესაძლოა მთელი ისტორიის უდიდეს ფეხბურთელად იქცა. პატრისიც და ნემანიაც "იუნაიტედის" კაპიტნები იყვნენ და თავისმხრივ წარმოადგენდნენ მაგალითს იმისა, რომ პრემიერ ლიგაში მოსულ ფეხბურთელს დრო სჭირდება.

ვგონებ, პატრისმა ინგლისური ფეხბურთის შესახებ თავისი პირველი შთაბეჭდილება ასე აღწერა: "თითქოს სარეცხ მანქანაში შემაგდეს." "ეტიჰადზე" გამართული მატჩის შესვენებისას - ევრას დებიუტი მანჩესტერულ დერბიში შედგა - ასე ვთქვათ, სერ ალექსმა გაწურვის ფუნქცია ჩართო. პატრისი მეორე ტაიმში ვერ გამოვიდა და მიზეზი ნათელი იყო.

იმ დღეს "ეტიჰადზე" დავმარცხდით. მატჩში მონაწილეობა ვერ მივიღე, მაგრამ მახსოვს როგორ ცდილობდა "სიტი" თამაშიდან პატრისის გათიშვას. მათ არ ვადანაშაულებ, ჩვენც ასევე მოვიქცეოდით. ჩვენს მარცხენა ფლანგზე გრძელ, დიაგონალურ გადაცემებს აკეთებდნენ, ტრევორ სინკლერი ბურთთან მიირბენდა, პატრისს ასწრებდა და "მანჩესტერ სიტი" უპირატესობას იღებდა. შესვენებაზე 2:0 ვაგებდით, საბოლოოდ კი 3:1 დავმარცხდით, ხოლო კრიშტიანუ რონალდუ გააძევეს. წარუმატებელი დღე.

სქოულზი: "ევრა პარკირების თანამშრომელი მეგონა"


როცა გუნდში პატრისი გამოჩნდა, ვფიქრობდით, რომ სერ ალექსმა პარკირების თანამშრომელი მოიყვანა და არა ფეხბურთელი. მასში განსაკუთრებული არაფერი იყო. თუმცა, დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. პატრისმა ხასიათი გამოავლინა, გაძლიერდა, გადაწყვიტა, რომ გუნდიდან მის მოკვეთას ვერ შეძლებდნენ და "იუნაიტედის" ერთ-ერთ მივიწყებულ ფეხბურთელთაგანი არ გახდებოდა. თავდაჯერებული გახდა და საქმეს შეუდგა.

პატრისი "იუნაიტედის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე კარგი ფლანგის მცველი გახდა. გაბრიელ ჰაინცემ გამოჯანმრთელების შემდეგ შემადგენლობიდან პატრისის ამოგდება ვერ მოახერხა, ევრა უკვე ნომერ პირველი მარცხენა მცველი გახდა. მომდევნო წელს, მან გუნდთან ერთად პრემიერ ლიგის პირველი ჩემპიონობა იზეიმა, სხვა დანარჩენი კი ისტორიას მიეცა. მომწონს "იუვენტუსში" მისი თამაშის ყურება. მათ შეუძლიათ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებას მიაღწიონ. ისეთი ფეხბურთელების დახმარებით, როგორებიც კარლოს ტევესი, ანდრეა პირლო, ალვარო მორატა და ფერნანდო ლიორენტე არიან, "იუვენტუსმა" შესანიშნავი გუნდის შექმნა მოახერხა.

სქოულზი: "ევრა პარკირების თანამშრომელი მეგონა"


სქოულზი: "ევრა პარკირების თანამშრომელი მეგონა"


შეიძლება ამან გაგაკვირვოთ, მაგრამ როცა მოსკოვის "სპარტაკიდან" ჩვენთან ნემანია მოვიდა, ყოველთვის ისეთი ძლიერი ცენტრალური მცველი არ იყო, როგორიც ჩვენთან ყოფნისას გახდა. ის გამხდარი იყო და მისთვის ბურთის ართმევა ადვილდებოდა. პატრისის მსგავსად, "იუნაიტედში" გატარებულ პირველ კვირებში მან ბევრი დაზიანებები მიიღო - როგორც ვარჯიშების, ისე მატჩების დროს.

ნემანიას დებიუტი "ივუდ პარკზე" "ბლექბერნის" წინააღმდეგ შედგა. ჩვენ 4:3 დავმარცხდით. მაშინ რიო ფერდინანდი ნახევარდაცვაში თამაშობდა და გაძევებულ იქნა. პრემიერ ლიგის გიჟური მატჩის კლასიკური მაგალითი - გოლების სიუხვე, დაცვაში შეცდომები და უხეში ვარდნები. ნემანია მალე მიხვდა, რომ პრემიერ ლიგისთვის საკმარისად ძლიერი არ იყო, ამიტომ გამოსწორებას ეცადა.

მომდევნო სეზონში, ყოველ ჯერზე, როცა სატრენაჟორო დარბაზს ჩავუვლიდი, ვხედავდი, თუ როგორ ვარჯიშობდა ნემანია. მან საკუთარი თავი კერკეტ, ძლიერ მცველად აქცია, რომელსაც შეეძლო თავდამსხმელი თავისუფლად დაეცა ძირს. მეორე სართულზე თამაშის ნიჭი ყოველთვის ჰქონდა, მაგრამ ფიზიკურ ორთაბრძოლაში მისი შეჩერება უბრალოდ შეუძლებელი იყო. "იუნაიტედი" მისი კარიერის განმავლობაში ცუდ გაზონებზე ხშირად ვთამაშობდით და როცა გუნდი ზეწოლას განიცდიდა, თამაშამდე მომზადებულ კომბინაციებში სწორედ ნემანია იღებდა მონაწილეობას.

ვარჯიშებზე სულ სხვა იყო. საკუთარ თავს ყოველთვის პლეიმეიკერის პოზიციაზე ხედავდა, შესანიშნავი ტექნიკა ჰქონდა. ვწუხვარ, რომ "ოლდ ტრაფორდზე" მისი კარიერის მიწურულს ტრავმებმა შეაწუხეს. მაგრამ რა დრო იყო ნემანიასა და პატრისისთვის! ყველაფერთან ერთად, შესანიშნავი ადამიანები არიან. ჩვენმა მწვრთნელმა ისინი საერთო ჯამში 17,5 მლნ. ფუნტად შეიძინა (ზუსტი ციფრი - 12.5 მლნ. ფუნტია. 17.5 - ეს პარკ ჯი სუნისა და ბენ ფოსტერის ჩათვლით - შესწორება). კარგია "იუნაიტედის" მომავალი ორი კაპიტნისთვის.

"იუნაიტედმა" 2002 წლის იანვარში დიეგო ფორლანი შეიძინა, მაგრამ მოწინააღმდეგის კართან სირთულეებს განიცდიდა. პირველ გატანილ გოლს დიეგო 27 მატჩის განმავლობაში ელოდა. მიუხედავად იმისა, რომ მან 2002 წლის დეკემბერში "ენფილდზე" "ლივერპულს" მნიშვნელოვანი გოლი გაუტანა და იმავე თვეში "ჩელსის" წინააღმდეგ გამარჯვება მოგვაპოვებინა, დიეგომ პრემიერ ლიგაში წარუმატებელ სტარტს თავი მაინც ვერ დააღწია.

ვერ ვიტყვი, რომ "ვილიარეალში", "ატლეტიკოში" ან ურუგვაის ნაკრებში მისი სამომავლო წარმატება ჩვენთვის სიურპრიზად იქცა. დიეგოს ნიჭი ჰქონდა. ხანდახან გუნდში ფეხბურთელის ცუდი სტარტი მის თამაშზე კვალს ტოვებს. გაიხსენეთ, რამდენი დრო დასჭირდა ფერნანდო ტორესს "ჩელსის" რიგებში პირველი გოლის გასატანად და შეადარეთ იგი დიეგო კოშტას წარმატებულ სტარტს.

2004 წლის იანვარში "იუნაიტედმა" ლუი საა შეიძინა, მაგრამ ფრანგმა თავისი ნიჭი ბოლომდე ვერ გამოავლინა. ლუისთან ერთად თამაში მომწონდა. როცა საქმე ნახევარმცველისა და თავდამსხმელის ურთიერთქმედებას ეხება, ყველაზე ეფექტური ჯაჭვი მაშინ გამოგდის, როცა ინსტინქტურად ხვდები სად და როდის სურს თავდამსხმელს ბურთის მიღება. ვფიქრობ, მე და ლუის ასეთი ურთიერთგაგება გვქონდა. მე მისი მოქმედების გამოცნობა შემეძლო, ლუის ძალა და მოძრაობა კი მოწოდების სიმაღლეზე იდგა.

თუ მატჩისთვის 100%-თ მზად არ იყო, თამაშს არ ისურვებდა. ეს ნიშნავდა, რომ ის "იუნაიტედის" ბევრ შეხვედრას გამოტოვებდა. რეალურად კი, თუ ჯანმრთელი ხარ, ძალიან ცოტა შეხვედრას ტოვებ. მაგრამ როცა ლუი მოედანზე გადიოდა, ის საოცარ თამაშს აჩვენებდა. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთგაგება იმავე დონეზე იყო, რაც ჩემი და რუდ ვან ნისტელროის შემთხვევაში. ვწუხვარ, რომ ერთად უფრო მეტი შეხვედრა ვერ ჩავატარეთ.

წარსულში რა წარმატებისთვის არ უნდა მიგეღწია, ისეთი გუნდის გასახდელში შესვლა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" მორალური კუთხით ძალიან რთულია. თუ გასახდელში არსებულ დაძაბულობას გაუძლებ, მაშინ ნებისმიერ დატვირთვას გაუმკალვდები, რაც კი პრემიერ ლიგაში გელოდება. თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიარეთ ეს. იანვარში კონტრაქტის გაფორმება ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიც ხუან მატაა, რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.

"რეალ სოსიედადში" მოიესის წარმატება მიხარია

ძალიან მესიამოვნა დევიდ მოიესის მიერ "ბარსელონას" დამარცხების ყურება. მათ თავიანთი შანსი გამოიყენეს და თუ "ბარსას" დამარცხება რამით შეიძლება, მხოლოდ ასეთი თამაშით - მათ მრავალ წამყვან ფეხბურთელს მისცეს დასვენების საშუალება. სხვათაშორის, "სოსიედადის" ფეხბურთში ძველი "ევერტონის" ნიშნები შევამჩნიე. მოიესის ხელმძღვანელობის დროს "ევერტონი" სახლში კარგად თამაშობდა და "სოსიედადსაც" იგივე რამ ახასიათებს.

კვირის მოთამაშე:

ალექსის სანჩესი. ჩილელი ფორვარდი თითქმის მარტო თამაშობს "არსენალის" რიგებში.

კვირის მატჩი:

"უიმბლდონი" - "ლივერპული". კარგი, ტრადიციული სათასო მატჩი. შესანიშნავი შეხვედრა.

კვირის მწვრთნელი:

კევინ უილკინი. "რექსჰემის" მწვრთნელი "სტოკ სიტის" წინააღმდეგ ძალიან კარგად თამაშობდა, მაგრამ გადათამაშებისთვის ანგარიშის გათანაბრება ვერ მოახერხეს.

კვირის მომენტი:

აკინფენვის გოლი. "ლივერპულის" წინააღმდეგ ადებაიო აკინფენვის გოლი მომეწონა. საერთოდ, მოწინააღმდეგეს არაერთ საზრუნავს უჩენდა.

წყარო: carrick.ru
სქოულზის გრაფა
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
10 იანვარი 2015 11:20
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
პატრის ევრასა და ნემანიას მოსვლის "იუნაიტედის" ქომაგი ახალ ვხდებოდი. კარგად არ მახსოვს მათი პირველი წლები, რადგან რეგულარულად ვერც კი ვუყურებდი იუნაიტედის თამაშებს, მაგრამ მშვენივრად მახსოვს მომდევნო სეზონები და ისიც, თუ როგორი დაცვის ხაზი გვყავდა მათ დროს.

ფერგიუსონის გენიაც იმაში მდგომარეობდა სწორედ, რომ პატარა გუნდებში პოულობდა დიდ ფეხბურთელებს, რომელთაც მხოლოდ პერსპექტიული მომავალი ჰქონდათ და არა გარანტირებული ბრწყინვალე კარიერა. შემცდარა კიდეც რა თქმა უნდა, მაგრამ მხოლოდ ხანდახან.

მეც ვუყურებ ევრას თამაშებს იუვენტუსში და მიხარია, რომ იქ წარმატებით ართმევს თავს დავალებას. ინტერთანაც ითამაშა ბოლო ტურში და მშვენივრად გამოიყურებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: AkkRed
10 იანვარი 2015 12:20
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ნისტელროი საჰას დუეტის დაშლა გამიტყდა ყველაზე მეტად.
0
№3
ავტორი: Macklemore
10 იანვარი 2015 13:59
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ჰაჰაჰა აკინფევა მაგარი მასტია :D რამხელაა :D :D
0
№4
ავტორი: RedGirl
10 იანვარი 2015 15:46
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ნემანია და ევრა love გვეღირსება კიდევ მათი დონის დაცვის ხაზი?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: GeorgeBest
10 იანვარი 2015 19:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როცა გუნდში პატრისი გამოჩნდა, ვფიქრობდით, რომ სერ ალექსმა პარკირების თანამშრომელი მოიყვანა და არა ფეხბურთელი

wink wink
0
№6
ავტორი: Mufc7
10 იანვარი 2015 19:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
წარსულში რა წარმატებისთვის არ უნდა მიგეღწია, ისეთი გუნდის გასახდელში შესვლა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" მორალური კუთხით ძალიან რთულია. თუ გასახდელში არსებულ დაძაბულობას გაუძლებ, მაშინ ნებისმიერ დატვირთვას გაუმკალვდები, რაც კი პრემიერ ლიგაში გელოდება.

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№7
ავტორი: DiMaria
10 იანვარი 2015 21:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
საჰა, ფორლანი, ვიდა, ევრა, კიდევ რამდენი ფეხბურთელი დავითრიეთ ზამთარში. აგერ მატაც. ერთი შენნაირი გვაპოვნინა პოლ და მეტი რა გვინდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top