თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2015, 23:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2237,
კომენტარები: 9
ვან გაალის პრეს-კონფერენცია (სრული)
ვან გაალის მატჩის წინა პრეს-კონფერენცია.
ვან გაალის პრეს-კონფერენცია (სრული)
ლუი, გუშინ გუნდის ახალ წევრს მიესალმეთ - ვიქტორ ვალდესი ახლა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. მისი დამატების მიზეზს გაგვიზიარებთ? თქვენი აზრით, რას მიაღწევს ის თქვენს გუნდში?

როცა ვალდესი აქ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ფორმის აღსადგენად მოვიწვიე, ეს არა მარტო მისთვის, არამედ ჩემთვისაც გავაკეთე. მე შესაძლებლობა მომეცა, მისი მუშაობა და ფიზიკური მდგომარეობა ვარჯიშზე მენახა და ასევე გამეგო, თამაშობდა თუ არა ჩვეულ დონეზე. ეს ყველაფერი მაჩვენა. ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის და მისთვის, რადგან როცა მე კმაყოფილი ვარ, მოთამაშეებიც კმაყოფილები არიან. მათი უმეტესი ნაწილი.

ეჭვგარეშეა, ვიქტორს მდიდარი გამოცდილება აქვს, დაუჯერებელი კარიერა. მაგრამ ახლა დავიდ დე ხეასთან დაკავშირებული საკითხი დგას. ვალდესის ყოფნის შემთხვევაში...

არა. ამ საკითხის თქვენთან განხილვა არ შემიძლია. ამას მხოლოდ დავიდთან და ვიქტორთან განვიხილავ. მხოლოდ ასე.

მეორე მეკარის ადგილი აკმაყოფილებს?

არ შეიძლება მსგავსი რამ აკმაყოფილებდეს. მას დე ხეასთვის კონკურენციის მოგების ამბიცია აქვს, მაგრამ ამის გაკეთება ძლიან რთული იქნება.

თქვენ თუ გაქვთ იმის ამბიცია, რომ მსოფლიოს საუკეთესო მეკარეთა რიცხვში შემავალი ორი კიპერი გყავდეთ გუნდში დიდი ხნით?

არა. ჩემი ამბიცია მდგომარეობს საუკეთესო მოთამაშეების შეძენაში, რომელთაც შეუძლიათ მსოფლიოს საუკეთესო გუნდის აშენებაში ერთობლივად იმუშავონ. სულ სხვა რამეა.

არსებობს ალბათობა იმისა, რომ ამ სატრანსფერო ფანჯარაზე ახალ ფეხბურთელებს შეიძენთ, რათა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ააშენოთ?

არა-არა, ეს ხომ სატრანსფერო პერიოდია, ასეთ რამეს თქვენთან ვერ განვიხილავ. შეგიძლიათ შეკითხვას სხვადასხვა ფორმულირება მისცეთ, მაგრამ ჩემი პასუხი იგივედ დარჩება.

ვალდესის გაფორმებას რა მნიშვნელობა აქვს...

(წინა ჟურნალისტს შეხედა და ეუბნება) ჩვენ პირველებმა გავიფორმეთ მოთამაშე. ჩვენ ძალიან სწრაფად ვმოქმედებდით. შეამჩნიეთ?

მე მომმართავთ?..

არა. მანჩესტერმა, მანჩესტერმა! ყველაფერს სწრაფად ვაკეთებთ. როცა შეგვიძლია, რომ ტრანსფერი განვახორციელოთ, ამას სწრაფად ვაკეთებთ.

ვალდესის გაფორმებას რა მნიშვნელობა აქვს ანდერს ლინდეგაარდისთვის?

ვფიქრობ, მეკარის შესახებ ჩემ წარმოდგენას ვალდესი უფრო შეესაბამება. სულ ეს არის.

ტრავმებთან დაკავშირებით რა სიტუაციაა? პრეს-კონფერენციაზე ჯერ-ჯერობით არაფერი გითქვამთ...

ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია, რომ ეს კითხვა რომ დამისვით!

რატომ? "სტოკ სიტისთან" მატჩის შემდეგ...

ჩვენ ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს! შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ? მხოლოდ ერთი. "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი ყოფნის პერიოდში პირველად შემიძლია მატჩისთვის შემადგენლობა ნორმალურად შევარჩიო. თამაშისთვისაც და სათადარიგოსთვისაც.

და ტრავმირებული ვინ არის?

ეშლი იანგი.

დიდი ხნით?

4 კვირით. 4-6 კვირით. ყოველთვის რთულია პროგნოზირება, როცა საქმე კუნთოვან ტრავმას ეხება.

ეს ნიშნავს, რომ ბლინდი სათამაშოდ მზადაა?

ბლინდი მთელი კვირის განმავლობაში ვარჯიშობდა გუნდთან ერთად.

თამაშისთვის მზად არის?

შესაძლოა. არ შემიძლია ამის თქმა. არჩევანი ჯერ კიდევ გასაკეთებელი მაქვს.

რა მნიშვნელობა აქვს გუნდისთვის დი მარიას ყოფნას? რა საფრთხეს წარმოადგენს მოწინააღმდეგისთვის? რით განსხვავდება სხვა ფეხბურთელებისგან?

ანხელ დი მარიამ მოედანზე მხოლოდ 20 წუთი გაატარა, რაც თამაშის რიტმთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც ვთქვი - მე მხოლოდ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი მყავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ყველა 100%-თ მზად არის სათამაშოდ. დიდი სხვაობაა. მაგრამ, ნათელია, დი მარია უფრო მზად არის, ვიდრე, მაგალითად, ბლინდი ან როხო. რა თქმა უნდა. მაგრამ არჩევანი მე უნდა გავაკეთო და საუკეთესო ფეხბურთელები ავირჩიო. ასევე უნდა გავაანალიზო "საუთჰემპტონის" თამაში, როგორ შემიძლია მათი დამარცხება და რომელი ჩემი სათამაშო გეგმითა თუ ტაქტიკით.



წყარო: carrick.ru
პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2015 23:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვფიქრობ, მეკარის შესახებ ჩემ წარმოდგენას ვალდესი უფრო შეესაბამება. სულ ეს არის.


სულ გადარევს ქონის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Count Alucard
10 იანვარი 2015 00:19
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
რა გვეშეველება იანგის გარეშე recourse
0
№3
ავტორი: DiMaria
10 იანვარი 2015 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რა გახარებულია :D კარგია, რომ გამოჯანმრთელდნენ და ახლა მთავარია ფორმაში შევიდნენ
0
№4
ავტორი: LizarD
10 იანვარი 2015 01:11
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია. ძალიან მიხარია, რომ ეს კითხვა რომ დამისვით!
0
№5
ავტორი: Macklemore
10 იანვარი 2015 13:53
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ნელ-ნელა უკვე უნდა ვიხილოთ ოპტიმალური შემადგენლობა და ოპტიმალური თამაში. როცა ტრავმირებულები იყვნენ ხმა არ ამომიღია თამაშის ხარისხზე და ახლა უკვე ვალდებულია ლუი გამოასწოროს თამაშის ხარისხი!
0
№6
ავტორი: Berba 9
10 იანვარი 2015 14:20
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ძაან კაი პრეს-კონფერენცია იყო, მომწონს ლუის განწყობა და ზოგადად ლუი am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№7
ავტორი: RedGirl
10 იანვარი 2015 15:37
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ვალდესის გაფორმებას რა მნიშვნელობა აქვს ანდერს ლინდეგაარდისთვის?

ვფიქრობ, მეკარის შესახებ ჩემ წარმოდგენას ვალდესი უფრო შეესაბამება. სულ ეს არის.


შემეცოდა რაღაცნაირად ლინდერა :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№8
ავტორი: Mufc7
10 იანვარი 2015 19:12
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
ვგიჟდები ამ კაცის პრეს-კონფერენციებზე! wink
ჩვენ ერთადერთი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს! შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ? მხოლოდ ერთი.

wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№9
ავტორი: DiMaria
10 იანვარი 2015 21:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჟურნალისტებს რას აკვამს ტო.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top