თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2015, 20:42
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2160,
კომენტარები: 9
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალის პრეს-კონფერენცია, "საუთჰემტონთან" გასამართი მატჩის წინ.
მატჩის წინა პრეს-კონფერენცია
საკვირაო მატჩის წინ, რომელსაც "იუნაიტედი" წმინდანების წინააღმდეგ გამართავს, წითლების მთავარი მწვრთნელი, ლუის ვან გაალი, პრესის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ დასმულ კითხვებს უპასუხა, როგორც ყოველთვის მან ისაუბრა ტრავმირებულებეზე, თუმცა პრეს-კონფერენცია ვალდესის თემით დაიწყო:

"როდესაც შენ ვალდესს აძლევ საშუალებას რეაბილიტაცია გაიაროს შენს გუნდში, რა თქმა უნდა, ამას აკეთებ მისთვისაც და შენთვისაც. მე მქონდა შანსი ის საქმეში მენახა და ჰქონდა თუ არა იგივე დონე, რაც ტრავმამდე. მან ვარჯიშებზე დაამტკიცა რომ მაღალი კლასის მეკარეა და ეს მე ძალიან მახარებს."

ჰოლანდიელს ვალდესისა და დე ხეას კონკურენციაზეც ჰკითხეს:

"მე ამას თქვენთან არასდროს განვიხილავ, ეს არის ჩემი, დავიდის და ვიქტორის საქმე და მხოლოდ მათთან მექნება ამ თემაზე საუბარი. არავინ დაჯერდება ნომერ მეორე მეკარეობას, ამიტომ ვალდესს აქვს ამბიცია აჯობოს კოლეგას, თუმცა ეს ძალიან, ძალიან რთული იქნება."

კითხვაზე, დაიმატებს თუ არა კიდევ ვინმეს "იუნაიტედი" ვან გაალმა ასეთი პასუხი გასცა:

"არა, არა, არა სატრანსფერო გეგმებზე მე თქვენთან არ ვსაუბრობ. შეგიძლიათ 100-ჯერ მკითხოთ, სხვადასხვა ხერხით, თუმცა იგივე პასუხს მიიღებთ."

ამის შემდეგ ლუის კითხვა ტრავმირებულების შესახებ დაუსვეს:

"დიდი მადლობა, მე ბედნიერი ვარ რადგან თქვენ ეს კითხვა დამისვით. ჩვენ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვყავს ლაზარეთში, დაიჯერებთ? მხოლოდ ერთი. პირველად, აქ ყოფნის განმავლობაში, შემიძლია არა მხოლოდ სასტარტო, არამედ სათადარიგო მოთამაშეების არჩევაც.

ეს ერთადერთი მოთამაშე ეშლი იანგია, ის ოთხიდან-ექვს კვირამდე გამოტოვებს, თუმცა ამის ვარაუდი შეუძლებელია, რადგან ბარძაყის კუნთი ყველაზე რთულად მოსაშუშებელია. დაგვიბრუნდა დეილი ბლინდი, შეუძლია თუ არა მას თამაში? არ ვიცი, მე უნდა შევხედო მის მდგომარეობას კიდევ.

ანხელ დი მარიამ "იოვილთან" მატჩში მხოლოდ 20 წუთი მიიღო და ეს იმიტომ რომ ის ვერ აჰყვებოდა თამაშის რიტმს. მართალია მე ვთქვი, რომ მყავს მხოლოდ ერთი ტრავმირებული ფეხბურთელი, თუმცა ბევრი მოთამაშე ჯერ კიდევ არ არის 100 პროცენტით მზად, ეს განსხვავებული რამ არის. მე უნდა შევარჩიო საუკეთესო თერთმეტეული, თუმცა ასევე უნდა გავითვალისწილო მეტოქე. "



წყარო:manutd.com
პრესკონფერენცია
9 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
9 იანვარი 2015 20:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვნახოთ ვნახოთ. ვარჯიშზე თუ დაამტკიცა რო ისევ ისეთი დონეა საღოლ good2

დი მარია სასტარტოში დააყენე რადროს თერთმეტეულის შერჩევაა, ხალხი დაუნრუნდა და გაიჯეჯილა მასტმა wink
0
№2
ავტორი: Manchester_M
9 იანვარი 2015 21:01
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
ჩვენ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვყავს ლაზარეთში, დაიჯერებთ? მხოლოდ ერთი.


კაცი აჟიტირებულია არც ჯერა :D
0
№3
ავტორი: ვახო ( G G M U)
9 იანვარი 2015 21:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
მართლა დაუჯერებელია როცა მარტო ერთი ტრამვირებული გვყვავს gun2
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
9 იანვარი 2015 21:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ძალიან საინტერესოა, რა შემადგენლობას დააყენებს.
0
№5
ავტორი: Mufc7
9 იანვარი 2015 21:19
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არა, არა, არა სატრანსფერო გეგმებზე მე თქვენთან არ ვსაუბრობ. შეგიძლიათ 100-ჯერ მკითხოთ, სხვადასხვა ხერხით, თუმცა იგივე პასუხს მიიღებთ.

ვერ ისწავლეს ამათმაც კიდე რა wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№6
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2015 22:32
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ასეთი გახარებული არასდროს იქნებოდა ლუი აქამდე. ფეხბურთელები დაბრუნდნენ, მაგრამ ჯერ სრულად მზად არ იქნებიან. იმედი არ დაგვემატება ტრავმა და ცოტა ხანში უკვე დავიწყებთ შედეგის მიღებას, თუ არადა ვან გაალს საწუწუნო თემა მაინც არ ექნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Lev
10 იანვარი 2015 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ამას რას ვეღირსე ერთი კაცი ლაზარეთში..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: Macklemore
10 იანვარი 2015 13:33
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
იმედია ვალდესს არ დააყენებს :D :D
0
№9
ავტორი: RedGirl
10 იანვარი 2015 15:32
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
"არა, არა, არა სატრანსფერო გეგმებზე მე თქვენთან არ ვსაუბრობ. შეგიძლიათ 100-ჯერ მკითხოთ, სხვადასხვა ხერხით, თუმცა იგივე პასუხს მიიღებთ."


მაგრად მევასება ეს ჟურნალისტებს რომ აჩმორებს ხოლმე wink

ჩვენ მხოლოდ ერთი ფეხბურთელი გვყავს ლაზარეთში


ვაიმეე :დ გაგიჟებულია ისე უხარია ;დ რას მოვესწარიო ფიქრობს, ალბათ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top