ნიკ პაუელი და ჯესი ლინგარდი ინგლისის 21 წლამდელთა პრემიერ ლიგის გასვლით მატჩში "ნორვიჩს" დაუპირისპირდებიან.
პაუელი მცირე ხნის წინ "ლესტერიდან" იჯარის წესით განათხოვრების შემდეგ დაბრუნდა, ხოლო ჯესი ლინგარდმა "სუონსის" წინააღმდეგ მატჩის შემდეგ მიღებული ტრავმა მოიშუშა და "იოვილ თაუნთან" სათასო მატჩში სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა.
"იუნაიტედის" ახალგაზრდა გუნდი, რომელსაც მარნიკ ვერმიილი უკაპიტნებს, ასე გამოიყურება: Ben Amos, Kieran O'Hara; Callum Evans, Liam Grimshaw, Saidy Janko, Donald Love, Marnick Vermijl; Josh Harrop, Jesse Lingard, Andreas Pereira, Nick Powell, James Weir, Matty Willock; Ashley Fletcher, Will Keane.