"მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეული, ვიქტორ ვალდესი ახალ კლუბში 32 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ესპანელი მეკარე "იუნაიტედთან" ერთად ოქტომბრის შემდეგ ვარჯიშობს და გუშინ კლუბმა ის ოფიციალურად გაიფორმა.
"აქ იმისთვის ვარ, რომ ყველას დავეხმარო. ჩემი კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ვცდილობდი თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და საერთოდ, ყველას დავხმარეობოდი. მე ვარ გუნდის ნაწილი და არა პრობლემა. თუ ვთამაშობ, მე ყოველთვის კარგ თამაშზე ვფიქრობ და ვცდილობ დავეხმარო სხვა თანაგუნდელებს, ისევე როგორც მთლიან გუნდს." - განაცხადა ვალდესმა.
დღეს კი ოფიციალურად დადასტურდა, რომ 32 წლის კიპერი 32 ნომრიან მაისურს მოირგებს.
ახალი ამბები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.