გასული თვეების განმავლობაში ხშირად იყო საუბრები კევინ სტროოტმანის შესაძლო ტრანსფერზე, რომელსაც "იუნაიტედს" და ვან გაალს უკავშირებდნენ. თუმცა, გაიხსნა იანვრის სატრანსფერო ფანჯარა სრულად, მაგრამ არ ჩანს არანაირი ინტენსიური საუბრები. სტროტმანის მიმართ ინტერესს, მხოლოდ და მხოლოდ მისი ახლანდელი მესაკუთრეები, რომაელები იჩენენ.
"მე მოვაწერე ხელი 5 წლიან კონტრაქტს "რომაში", თუმცა მხოლოდ 6 ან 7 თვე ვითამაშე ამ დროის განმავლობაში. მინდა დავეხმარო იმ კლუბს სადაც ვარ და მინდა ვითამაშო. საუბრები იმის შესახებ, რომ მე კლუბის გამოცვლას ვაპირებ, უპატივცემულობაა ჩემი მხრიდან და მე ეს არ მსურს." - აცხადებს სტროოტმანი
კევინ სტროტმანის ტრანსფერი ხშირი განხილვის საგანი იყო ჯერ კიდევ 2013 წელს, სანამ ჰოლანდიელი "პსვდან" წავიდოდა "რომაში". იმ დროს კი მის მიმართ ინტერესს "მილანი" და "იუნაიტედი" იჩენდა. საბოლოო ჯამში, ის იტალიურ კლუბში 15,6 მილიონ ფუნტ სტერლინგად გადავიდა.
სტროტმანი ბრუნდება ნელ-ნელა და აპირებს ჩაერთოდ სერია ა-ს გათამაშებაში დიდი შემართებებით. მას შემდეგ რაც მან ტრავმა მიიღო გასული წლის მარტში, ვერ ითამაშა ვერც მსოფლიოს ჩემპიონატზე და ასევე ვერ დაეხმარა რომაულ კლუბს.
"8 თვის განმავლობაში ვცდილობდი დაბრუნებას, ამის შემდეგ კი ვითამაშე "სასოულოსთან", რომელიც ნორმალურად ჩავატარე და შემდეგ "ცსკასთან", რომელიც არც ისე წარმატებული თამაში იყო ჩემთვის. ზამთრის შესვენების შემდეგ, სრულიად თავდაჯერებული ვვარჯიშობ, ასევე ვგრძნობ თავს ფიზიკურად მზად და დავბრუნდები 100 პროცენტით მომზადებული." ლუი ვან გაალს უმუშავია კევინ სტროტმანთან, როდესაც ის ნაკრების მწვრთვნელი იყო და ჰოლანდიელი მწვრთვნელი მუდმივად ძალიან მაღალ შეფასებებს აძლევდა კევინს.
სქაისპორტთან საუბრისას, "რომას" გენერალურმა მენეჯერმა, მაურო ბალდისონიმ განაცხადა, რომ სტროტმანი არის ახალგაზრდა ფეხბურთელი და, რომ მის გარშემო უნდა აიგოს გუნდი.
წყარო:
"სქაისპორტი"