მანჩესტერში დაბადებული ბრიტანელი მძიმეწონოსანი, ტაისონ ფერი, რომელმაც პროფესიონალური კარიერა 2008 წელს დაიწყო, "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგია.
სადებიუტო ბრძოლა ტაისონმა უნგრელი მოკრივის, ბელა გიონგიოსის წინააღმდეგ გამართა და კოლეგა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.
კარიერის განმავლობაში ტაისონს სულ 22 ბრძოლა აქვს გამართული და თითოეულ მათგანში გამარჯვებას მიაღწია - 16 ბრძოლა ნოკაუტით მოიგო.
მიუხედავად გადატვირთული სავარჯიშო პროცესისა და სამომავლო მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებისა, ტაისონი მაინც ახერხებს "იუნაიტედის" მატჩებისთვის თვალის დევნებას.