კვირას 11 იანვარს, თბილისის დროით 18:00 წუთზე გაიმართება პრემიერ ლიგის 21 ტურის ცენტრალური შეხვედრა. "იუნაიტედი" საკუთარ, "ოლდ ტრაფორდის" სტადიონზე "საუთჰემპტონს" დაუპირისპირდება. მატჩი უაღრესად დიდ ინტერესს იწვევს სატურნირო თვალსაზრისით. "წმინდანები" მე-4 პოზიციაზე იმყოფებიან და "ეშმაკებთან" ერთ ქულას აგებენ.
აღნიშნული მატჩი 8 დეკემბერს "სენტ მერის" სახელობის სტადიონზე შედგა, სადაც დაძაბულ ბრძოლაში,"იუნაიტედმა" ვან პერსის დუბლის წყალობით გაიმარჯვა, ანგარიშით 1 - 2 .
"მანჩესტერ იუნაიტედი" თითქმის ორი თვეა არ დამარცხებულა, უკანასკნელად ეს 2 ნოემბერს "სიტისთან" დერბის დროს მოხდა, რის შემდეგაც ვან გაალის შეგირდები კარგად გამოიყურებიან და ამ მატჩის ფავორიტებათაც ითვლებიან.
"საუთჰემპტონი", "ოლდ ტრაფორდს" დადებითი განწყობით სტუმრობს, რამეთუ "იუნაიტედთან" მატჩის შემდგომ, მათ არ წაუგიათ ჩატარებულ სამ შეხვედრაში, უფრო მეტიც "წმინდანებმა" დაამარცხეს ორი ძლიერი კონკურენტი "არსენალისა" და "ევერტონის" სახით, ხოლო დაძაბულ ბრძოლაში 10 კაცით დარჩენილმა "ჩელსისთან" ფრე ითამაშეს.
ბოლო პერიოდში ბევრი მითქმა-მოთქმა არის ატეხილი ვან გაალის ტაქტიკასთან დაკავშირებით. უმეტესობის აზრით არსებული (3-4-1-2) წყობა არ ამართლებს და უფრო მეტიც გოლის გატანაც ჭირს - "იუნაიტედმა" უკანასკნელ 5 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. (საშუალოდ 1.56% მატჩში). ისეთი დონის თავდასხმისათვის, როგორიც "იუნაიტედს" ჰყავს ძალზედ ცოტაა.
"Manchester Evening News"სმა გულშემატკივარს საშუალება მისცა დაეფიქსირებინა თავისი აზრი და დაესახელებინა სასურველი შემადგენლობა.