თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2015, 01:19
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2087,
კომენტარები: 9
ვიქტორ ვალდესის პირველი ინტერვიუ
ვალდესი ახალ კლუბზე, მოთამაშეებზე და სხვა თემებზე.
ვიქტორ ვალდესის პირველი ინტერვიუ
როგორი გრძნობაა "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელობა?

"ჩემთვის დიდი პატივია "მანჩესტერ იუაიტედთან" კონტრაქტის გაფორმება. ძალიან რთული პერიოდი მქონდა, როდესაც მძიმე ტრავმა მივიღე და უკლუბოდ დავრჩი, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ლუი ვან გაალს, რომელმაც მომცა საშუალება გუნდთან ერთად მევარჯიშა და ფორმა აღმედგინა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ტრავმა მართლაც ძალიან, ძალიან რთული იყო. "იუნაიტედმა" და გუნდის ირგვლივ მყოფმა თითოეულმა ადამიანმა დიდი დახმარება გამიწია, შემიფარა და იზრუნა ჩემზე, ამიტომ მე მათი მადლიერი ვარ.

როგორია შენი პირველი წარმოდგენები გუნდზე და მოთამაშეებზე?

პირველ დღეს, როდესაც სავარჯიშო კომპლექსში მოვედი დიდი წითელი ასოები დავინახე, რომლითაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ეწერა. ვფიქრობ ეს ყველას ოცნებაა. მე დიდი ხნის განმავლობაში ვთამაშობდი "ბარსელონაში" და ძალიან მიყვარდა ეს გუნდი, ის იყო დიდი კლუბი, როგორც "იუნაიტედი", რომელსაც ჰყავს უამრავი გულშემატკივარი მთელი მსოფლიოს მაშტაბით. აქ საოცარი ქომაგები არიან, მე ეს ვიგრძენი აქ ყოფნის განმავლობაში. გუნდი არის ერთი დიდი ოჯახი, ასე იყო სწორედ "ბარსელონაშიც". ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ გავხდი იმ ოჯახის წევრი, რომელსაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ჰქვია.

შენ თქვი მძიმე ტრავმის შესახებ, ახლა სრულ მზადყოფნაში ხარ?

დიახ, მე ასე ვფიქრობ. ძალიან კმაყოფილი ვარ აღდგენითი პროცესით და მიხარია, რომ მოედანს ისევ მოთამაშის რანგში დავუბრუნდები. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

გუნდში ძალიან ბევრი ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ფეხბურთელია. დაგეხმარება ეს?

რა თქმა უნდა, ვფიქრობ სწორედ ამან ითამაშა უდიდესი როლი ამ პერიოდში, მე ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად, რომლებთან ერთადაც ეროვნულ ნაკრებში მითამაშია. თუმცა მათ გარდა სხვებიც ძალიან დამეხმარნენ. უეინ რუნი, კაპიტანი, ის ძალიან კარგი ადამიანია და პირველი დღიდანვე ძალიან თბილად იყო ჩემს მიმართ განწყობილი. ნამდვილად ვერ ვინატრებდი ამაზე უკეთესს, დიდ მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.

სწორედ ლუი ვან გაალმა მოგცა შანსი ჩაგეტარებინა სადებიუტო შეხვედრა "ბარსელონაში", რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნებაა ის შენს კარიერაში?

მე ყოველთვის ვამბობ, რომ ლუი ვან გაალი ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო ჩემთვის. მე 20 წლის ვიყავი, როდესაც ლუიმ მომცა შანსი და ძირითად გუნდში სასტარტოში დამაყენა, ეს ყველა ახალგაზრდა მოთამაშის ოცნებაა. ახლა ჩვენ ისევ ერთად ვართ და მან კიდევ ერთხელ გამომიწოდა დახმარების ხელი. ჩემთვის დიდი პატივია ასეთ მენეჯერთან ერთად მუშაობა და ვეცდები მადლობა გადავუხადო კარგი თამაშით.

შენ დავიდ დე ხეასთან ერთად მოგიწევს მუშაობა, რას ფიქრობ მის განვითარებაზე?

ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის დავიდ დე ხეა მსოფლიოში საკუთესო მეკარეა. მისი სეივები და ყოველ მატჩში საუცხოოდ თამაში აჩვენებს მის უმაღლეს კლასს. მას შესანიშნავი წელი ჰქონდა და ეს მახარებს მეც.

აპირებ კონკურენცია გაუწიო მას და იბრძოლო ძირითადში ადგილისთვის?

აქ იმისთვის ვარ, რომ ყველას დავეხმარო. ჩემი კარიერის განმავლობაში, ყოველთვის ვცდილობდი თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და საერთოდ, ყველას დავხმარეობოდი. მე ვარ გუნდის ნაწილი და არა პრობლემა. თუ ვთამაშობ, მე ყოველთვის კარგ თამაშზე ვფიქრობ და ვცდილობ დავეხმარო სხვა თანაგუნდელებს, ისევე როგორც მთელ გუნდს.

კარიერაში მრავალი ტიტული მოგიგია, ახლა რა ამბიცია გაქვს?

ისევ ტიტულების მოგება! ეს ნარკოტიკივითაა, როდესაც შენ ყველაზე პრესტიჟულ გათამაშებებში იმარჯვებ, კიდევ გსურს იგივეს მიღწევა, გსურს ეს სიხარული კიდევ ერთხელ განიცადო გულშემატკივრებთან და ოჯახთან ერთად.

"ოლდ ტრაფორდზე" მხოლოდ ერთი მატჩი გაქვს ჩატარებული, თუმცა ახლა "იუნაიტედის" მაისურით მოგიწევს...

დიახ, ეს ოცნების ახდენასავითაა, "ოლდ ტრაფორდი" ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონია მსოფლიოში. აქ საოცარი ატმოსფეროა, მაშინაც კი ძალიან ბედნიერი ხარ, როდესაც "იუნაიტედის" წინააღმდეგ თამაშობ. "ოცნების თეატრი" ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია მთლიანად მსოფლიო ფეხბურთისთვის. ჩემთვის ძალიან ემოციური დღე იქნება, როდესაც ამ სტადიონზე მომიწევს სათამაშოდ გასვლა.



წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2015 01:21
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ძალიან ემოციური დღე იქნება, როდესაც ამ სტადიონზე მომიწევს სათამაშოდ გასვლა


თუ ვალდეს. თუ! არ ვიცი მანდ როგორ დახვდებიან, მაგრამ ერთი ორი კარგი ბურთი აიღე და ტაშს დაგიკრავენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester United 14
9 იანვარი 2015 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ამას პრემიერ ლიგის მოგება მაგრად გაუსწორდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: temo-scholes
9 იანვარი 2015 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
sagol sagol!
0
№4
ავტორი: Mufc7
9 იანვარი 2015 02:29
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"პირველ დღეს, როდესაც სავარჯიშო კომპლექსში მოვედი დიდი წითელი ასოები დავინახე, რომლითაც "მანჩესტერ იუნაიტედი" ეწერა. ვფიქრობ ეს ყველას ოცნებაა." ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: dati-mata
9 იანვარი 2015 03:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 172
Valdes sul mevasebodi da barselonas pexburteli tu mevaseba eg chatvalae didi pativia chemgan ravi rogorc cina tamashi iyo tasze egetebze kai iqneba tu dadgebi siamuvnebit giyureb iqnebada romelime grants moecono asnavnoistvis tan de gea daivenebs
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Tu mkitxaven romeli mirchevnia old tranfordze 40 metridan golis gatana tu mis msopliostan gamis gatareba gamijirdeba pasuxi.magram ra kargia orive ro gaketwbuli maqvs!!!
George best#7
№6
ავტორი: AkkRed
9 იანვარი 2015 09:32
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ჩემი აზრით, ამ მომენტისთვის დავიდ დე ხეა მსოფლიოში საკუთესო მეკარეა. მისი სეივები და ყოველ მატჩში საუცხოოდ თამაში აჩვენებს მის უმაღლეს კლასს. მას შესანიშნავი წელი ჰქონდა და ეს მახარებს მეც.


ნუ ეტენები დათოს ბიჭო !!! მაინც არ მოგცემს უფლებას მისი ადგილი რომ დაიკავო
0
№7
ავტორი: chudikone
9 იანვარი 2015 11:01
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
იყოს სკამზე, ვის რას დაუშავებს feel
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Manchester_M
9 იანვარი 2015 12:34
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
კარგად ისაუბრა :))
0
№9
ავტორი: Berba 9
9 იანვარი 2015 13:02
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მე პირადად გამიხარდა, სასიამოვნო ტრანსფერია...

გამოცდილი მეკარეა და ვაიდა რამე მოუვიდეს დე ხეას, აუცილებლად დაგვეხმარება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top