თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2015, 10:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3317,
კომენტარები: 12
"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა
ფეხბურთი - ეს ცხოვრებაა.
ფეხბურთი - ეს ცხოვრებაა

ქვეყნიერებას მოევლინა ერთი ადამიანი. მამის სიხარულის შეძახილი, დედის ცრემლიანი თვალები. ბავშვი ირგვლივ შუქს აფრქვევს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა


სადღაც, ზღვებს მიღმა, სხვა იბადება. სუსხიანი ქალაქი, კვამლისა და ჭვარტლის სუნით გაჟღენთილი. მუშები, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ შეუსვენებლად. არ არის სისუსტისა და მწუხარების ადგილი. ყველაფერს ვაჟკაცობა და გამბედაობა წყვეტს. მეგობრობა, რომელიც შედუღაბებულია ნდობითა და ურთიერთობით. სიბინძურე და კვამლის გროვა, იბადება ახალი, ნათელი მოვლენა ამ ინდუსტრიულ ჯოჯოხეთში. კაცები ინსტრუმენტებს ყრიან და ბურთს იღებენ.

ბავშვი იზრდება, გარემო მას ცვლის. ნარკოტიკები, დასალევი, გზა ბნელი გვირაბისკენ უხვევს... მაგრამ მზრუნველი მშობლების ხელები სინათლისკენ იწვდის ხელს. მას მითითებებსა და აზრს აწვდის, სიახლეებს სძენს.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა


სიბინძურე ჩამორეცხილია, დაჭვარტლული, მაზოლიანი ხელები არადამაჯერებლად იღებენ ბურთს. "ჰეი, ჯონი, იქნებ სამუშაოს შემდეგ თითო ჭიქა დავლიოთ? არა? უკეთესი წინადადება გაქვს? ფეხბურთი. კარგი, ბიჭებიც თანახმანი არიან, მაგრამ მთავარია, შემდეგ ჯორჯთან წვეულება არ გამოვტოვოთ, ხომ მიმიხვდი." მაგრამ წვეულება ყველას ავიწყდება. ბურთი მოედანზე დაფრინავს, ბუცები ტალახით ივსება, თვალებში კი ახალგაზრდული ენთუზიაზმი კიაფობს, ღიმილი, 1-0, 1-1, 2-1. გამარჯვება, ეს ბიჭები ჯერ არაფერს გაურთია ასე.

ფეხბურთი - ეს ცხოვრებაა

მანქანა სველ გზაზე მიდის, მოსახვევია, კუთხიდან დიდი, საშიში სიკვდილი იმზირება. ერთი გაელვება და დარტყმა. მცირე ხნის წინ მანქანის სალონში უზრუნველი ხმაური ისმოდა, ახლა კი სიჩუმეა... სიჩუმე... ქუჩები, ძარცვა, ნაგავი რესტორნის უკანა კართან. მაგრამ სინათლე, სინათლე! სათნოების ხელს შუქი მოაქვს. ახალი მშობლები, თბილი სისხლი, ზრუნვა და საჩუქრები დაბადების დღეზე. მაგრამ შრამი მთელი ცხოვრების განმავლობაში დარჩა. მას ვერ ჩამორეცხავ და ვერ მოარჩენ. როგორც შეხსენება, როგორც მომავლის გამოცდილება. უკვე ვერაფრით გაოცდები.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა


გამარჯვებები და მარცხი ბედის ხაზს მისდევს. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი ინგრევა. როგორ? გიშველის მხოლოდ სასწაული, ან ძაღლი. კარგი რა, უბრალო ძაღლი?! არა, უბრალო ძაღლი, არამედ მაშველი. სათნოების ხელი ბანკროტირებისგან გიხსნის. პირველი წარმატებები, ჩემპიონობა. ყოფილ მუშებს პროფესიონალები შეცვლიან, თამაში ფორმასა და აზრს იძენს. განლაგებები მატჩამდე, სქემები. ევროპის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი იზრდება. მთელი ჰორიზონტი თავისუფალია, ყველა გზა ხსნილია. გადადგი ნაბიჯი და მიწვდი. კიდევ ერთი დარტყმა, უფრო მტკივნეული და ძლიერი, ვიდრე წინა. მიუნხენის დათოვლილი ბილიკი. თვითმფრინავი აფრენას ცდილობს. და უცებ სიჩუმე... სიჩუმე... სი-ჩუ-მე... სახელურები სისხლით ითხვრება, ყველას ოცნებას და იმედებს წერტილი ესმება. "ჩვილებს" სძინავთ, ამჯერად სამუდამოდ. მსოფლიო თანაგრძნობა ყველას ძაძებით მოსავს. ეს დასასრულია? დიახ, ეს დასასრულია. მაგრამ არა მათთვის. რამდენიმე დღეში ახალი თამაშია, ახალი სახეები, სევდიანი, მაგრამ თავდაჯერებული. კაცები არ ტირიან. ყველაფერი გრძელდება, გზა კვლავ ხსნილია, ჰორიზონტი სუფთაა, წინ მთელი ცხოვრებაა.

ფეხბურთი - ეს ცხოვრებაა

დაივიწყე ყველაფერი, იარე ახალი მიზნისკენ. ბავშვი იზრდება, უკვე პატარა აღარ არ არის, მაგრამ ჯერ არც კაცია. ახალი ცნობები, ახალი მშობლების მზრუნველობა, მოსიყვარულე მეგობრები. მიზნისკენ სვლა. როგორ გვასწავლა დედამ და მამამ? მოიკრიბე ცოდნა, აიღე ახალი მწვერვალი, საკუთარ თავზე მაღლა ახტი. ე.ი. მიზნისკენ მივდივართ. წითელი დიპლომი, ახალი სიმაღლე და კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები. შენ ყველას დაუმტკიცე, რომ ბევრი შეგიძლია, წინ იარე, ყოველთვის ისწავლე და სრულყოფას ეწიე. გგონია ადვილი იქნება? არა, ჯერ კიდევ ბევრი ბარიერი და წინაღობაა წინ, მაგრამ გადალახავ, თუ საკუთარ თავს ირწმუნებ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა


პირველი ვარკსვლავები, ნებივრობა ძვირფასი მანქანებითა და ლამაზი გოგონებით. მაგრამ შენ ყოველთვის მოგაქცევს ყურადღებას ერთგული მეგობარი, გზიდან გადახვევის საშუალებას არ მოგცემს. როცა ირგვლივ მიმოიხედავ, დაინახავ, რომ ასეთ კომპანიაში ყველაფერს შეძლებ. მწვრთნელი მამობრივი ხელის გამოწვდით იქით გაგიშვებს, სადაც საჭიროა, ერთგული მეგობრები კი მწვერვალამდე მიღწევაში დაგეხმარებიან. აი ისიც, მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე მაღალი წერტილი, მბრწყინავი თასი ხელშია, მეგობრების სიხარული, ყველაზე ძლიერი მეტოქე დამარცხებულია და ისტორიაში გაიგზავნა, პიკი მიღწეულია. მაგრამ ამით ყველაფერი მორჩა? არა, ცხოვრება უკვე მხოლოდ წინ გექაჩება. ეს პიკი არ არის, ეს გაჩერებაა, შემდეგ გზა თავისით, თვითშეფასებითა და სულისა და ტრადიციის დიდებით მიდის. წინ, ახალი გამარჯვებებისკენ. ჩვენ მივდივართ, არა, ჩვენ მივფრინავთ.

ფეხბურთი - ეს ცხოვრებაა

ზრდასრული ცხოვრება ბევრ რამეში გაგარკვევს. გეგონა ყველაფერს მიაღწიე, ფიქრობდი ყველაფერს უცებ მოიგებდი? არა, ასე არ იქნებოდა. აქ ყველა ცდილობს გზიდან გადაგახვევინოს, აქ მარტო არ ხარ. ფიქრობდი უნიკალური იყავი? ჰა! ეს წარმოდგენა იმედს გაგიცრუებს, მიწაზე დაეშვი ბიჭო! მაღლა ასვლა ყველას სურს, ფსკერზე მოხვედრას არავინ ნატრობს, სამუშაო, გაძევება, მეგობრების ღალატი და ნაბიჯი ბნელ ხეივანში. აქ დედაც კი ვერ დაგეხმარება. ადექი და წადი, შენ შეძლებ. დამაჯერებლად, ნელი ნაბიჯებით, მთავარი წახვიდე. თავი შეინარჩუნე, საკუთარი პრინციპები შეინარჩუნე, მათ საფუძველზე არ შეიცვალო, შენ საფუძველზე შეცვალე ისინი. ახლოს ხარ.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა


წაგება მალე განარცხებს მიწაზე, პლანეტის საუკეთესო გუნდი? დაშოშმინდი ჩემპიონო, შენი გვირგვინი აქ მხოლოდ ერთ-ერთია მრავალთა შორის, ბრძოლა მოგიწევს. მწვრთნელები იცვლებიან, პირველი ლიგა მეორეში გავარდნით იცვლება. წაგებების მწუხარება და მოგებების სიხარული. როცა ფიქრობ, რომ უკანასკნელ საფეხურს დააბიჯე, როცა გგონია, რომ თასის ასაწევად მზად ხარ, შენ ისევ მიწაზე განარცხებენ. გავარდნა? უბრალოდ რუხ მასასთან შერევა. გამოიფიტო, დაკარგო ძალა და მიზანი. უაზრო მცდელობების ციკლში გაიყინო. არა, ეს მათ არ ეხება. წელიწადი, ერთი წელიწადი და ნაბიჯი წინ. ჩვენ დავბრუნდით, ჩვენ მივდივართ, ჩვენ ჯერ კიდევ მრავალი კილომეტრის გავლა მოგვიხდება, წაგება, მოგება, ტიტულთან ხელის გაწვდენის მანძილზე მიახლოვება. უნდა შეიცვალოს რამე? ყოველ ჯერზე მცირედი გვაკლია. გაჩერება არ შეგვიძლია. ჩვენ ხომ ამდენი ძალა დავხარჯეთ და ჯერ კიდევ უამრავი კითხვაა პასუხგაუცემელი.

ფეხბურთი - ეს ცხოვრებაა

დახმარება მოდის იქიდან, საიდანაც არ ელოდი. მეგობრებმა გაგყიდეს? თითოეული დამპალი ვაშლის გვერდით მოიძებნება ორი მწიფე. ახალი ხალხი, ახალი მიზნები. მხარდაჭერას იქიდან იღებ, საიდანაც არ ელოდი. ფასეულობების გადაფასება, გამოცდილება და სიბრძნე პროცესში მოდის. მიზნებს ერთი მეორის მიყოლებით აღწევ, შენ საუკეთესო ხარ, გაქებენ, თანასწორი არ გყავს. პრიალა ჟურნალების გარეკანზე ხარ, შენს ხელფასს თეთრებში არკვევენ. შური, სიყვარული, სიძულვილი, სიკეთე. ყველა გარს გახვევია. ყველაფერს მიაღწიე? მოიცადე, ნუთუ დამშვიდება გჭირდება? გახსოვს, ბავშვობაში ყოველთვის ცოდნისკენ ისწრაფვოდი, ახალი აღმოჩენებისკენ. ყველაფერი ახლა იწყება.

ბახ! ბანქოს სასახლე ერთ წამში ინგრევა. ბახ! შენი ყველა მიღწევა ფერმკრთალდება. ბახ! ზრდასრული მამაკაცი ბავშვივით ტირის, ყველა ორიენტირი გაფუჭებულია, ყველა მიზანი კვანძით იკვრება, ხოლო მან, ვისაც მისი გახსნა შეეძლო დაგტოვა. ყველა კვდება. დრო გამეტებით ითვლის საათებს, ტიკ-ტაკ, წუთები, წამები. ქანქარა არ ჩერდება. ქარს წარსულში მოპოვებული გამარჯვებების ფერფლი შორს მიაქვს და მასთან ცხოვრების აზრიც. ფული? შეკვრები ბუხარში ცვივა. რატომ? ყველაფერი დასრულდა, მე მარტო ვარ. შვებას ჭიქა ღვინოში ვეძებ, საკუთარ პატარა სამყაროში ვეფლობი. ცხოვრება დასრულდა, ნაცხოვრები კი დროის ძალის წინაშე უმნიშვნელოა. ახალი ორიენტირები გაწმენდილია, ახალი დრო შენს პრინციპებს ცდის, ცდუნებებს თავად ეძლევი. შეგიძლია თავი მოთოკო, შეგიძლია დარტყმას გაუძლო თუ მასის ქვეშ გაისრისები? საკუთარ თავს შეინარჩუნებ თუ შეიცვლები და მანკიერ სახეს მიიღებ?

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა


ახალი მწვრთნელი, ახალგაზრდა და გამარჯვებებს მოწყურებული. ახალი გუნდი მასთან ერთი მთლიანია. ახალგაზრდობა გამოფიტულ სახლს ავსებს, სქელი ფარდები გვერდით გადაიწია, ოთახი ნათელი ფერებით აივსო. ახალი კლასი ყველა კრიტიკოსს მწვერვალისკენ მიმავალი დამაჯერებელი ნაბიჯებით პასუხობს. ერთი ტიტული მეორის მიყოლებით, კვლავ პლანეტის საუკეთესოები, თასები, მედლები, გამარჯვებები, გამარჯვებები ნაბიჯ-ნაბიჯ. საფეხბურთო სამყაროს მწვერვალი. თითოეული კამერის ობიექტივი მისკენაა მიპყრობილი. ჭვარტლიანი მუშებისგან დაბადებული ახალი გმირები. პატარა ყლორტისგან წარმოშობილი ყვავილი, რომელიც ასფალტში ამოვიდა. ერთი ჭერი მეორის თავზე. მარტივი თამაში, ვნენებზე დანებება, მაგრამ მთავარი არქიტერქოტი საშუალებას არ გაძლევს. მწვრთნელი ბავშვებს აკვირდება, ბარტყები შევარდნებად იქცნენ.

ყველაზე მაღლა მდგომ კლუბად იქეცი, ახლა გამარჯვებისთვის ითამაშე, სრულყოფილებას ეწიე. თაობიდან თაობამდე ფეხბურთელები ერთ კანონს იცავენ. ეს კანონები კი მათ მწვერვალისკენ მიუძღვის და კიდევ უფრო ზევით, ვარსკვლავებისკენ. და აი, კლუბი ოჯახად იქცა. ძმა ძმისთვის, ყოველთვის მზად არიან რთულ მომენტში ერთმანეთს დაუდგნენ, ისინი მყარად დგანან მწვერვალზე. კედელი აგებულია, ძმობის ფუძე მყარია, მზრუნველი მწვრთნელი კი ყველაფერს აკვირდება. ჩანდა, რომ სამუდამოდ ასე გაგრძელდებოდა. კედელი არასდროს დაინგრეოდა. მაგრამ არავის ინდობს. ტიკ-ტაკ. წუთები წამებს მისდევს, მამა მიდის, შვილებს კი ცოდნას უტოვებს. მწვრთნელი კლუბიდან მიდის, ტრადიციებსა და გამოცდილებას გუნდის ხელში ტოვებს. ეს შოკია. რა უნდა ქნა? ახალი მწვრთნელი არაფერს იძლევა, კრიზისის ბზარი ფუნდამეტს ეჯახება, ფეხებში მიწა გეცლება. გუნდის გულშემატკივარი რევოლუციას აწყობს, იქმნება ჯგუფები, ერთმანეთს კბენენ. არა! შეჩერდი! ასე რთულია აშენება და ასე ადვილია დანგრევა! დავანგრიოთ თუ დავტოვოთ?

ფეხბურთი - ეს ცხოვრებაა

დრო ადამიანებს შლის. ჯერ კიდევ ცხოვრებით ტკბებოდა, ოცნებობდა, იტანჯებოდა, დღეს კი არარსებობაში შთაინთქა. ოდესღაც ბავშვი, ახლა მოხუცდა. მაგრამ არა, მარტოობაში არა. ის ფიქრობდა, რომ ყველაფერი დაკარგა, მაგრამ როგორ დაავიწყდა საკუთარი შვილები? მათშია მისი ცოდნა, მისი სიყვარული და ძალა. ვერ წახვალ, სანამ შვილები არიან, სანამ შენი სული მათში ცოცხლობს. როცა იცი, რომ ყველაფერი, რასაც მიაღწიე, რისკენაც ისწრაფვოდი იარსებობს, უფრო ადვილია თვალების დახუჭვა. შენ ღიმილით მიდიხარ. მიდიხარ და გზას ახალ ცოდნას აძლევ. ესე იგი ყველაფერს სწორად აკეთებდი. ტყუიალად არ გიცხოვრია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" დროის პრიზმა


ახალი დრო, ახალი მწვრთნელი, ახალი ფეხბურთელები. რამდენი კამათი, რამდენი აზრი. მაგრამ დრო, ჩვევები! წარსული მიდის და გზას შეუსწავლელს უთმობს. ბანკროტირების შემდეგ გაქრა? მიუნხენის შემდეგ გაქრა? მეორე ლიგაში გავარდნის შემდეგ გაქრა? ეპოქის გასვლის შემდეგ გაქრა? არასდროს. ის, რაც დაწყებულია, უზრუნველყოფილია და მყარია ასეთი მაღალი ხარისხის, ძლიერი სურათით, არასდროს იშლება. დრო ყველაფერს ცვლის, მაგრამ ისინი მას თავისთვის შესაბამისად ცვლიან. როგორც სიკვდილის ფერფლისგან აღზევდნენ, როგორც ბარტყებმა ახალ, უნახავ სიმაღლეს მიაღწიეს, როგორც ერთმა მწვრთნელმა შექმნა პატარა მდინარისგან ზღვა, როგორც მუშათა გუნდი იქცა დიდებულ კლუბად, ჩვენ მოგიყევით მარცხისა და გამარჯვების დიდებული ისტორია. ჩვენ მოგიყევით ცხოვრების ისტორია, ფეხბურთი ხომ ცხოვრებაა, ასე არ არის?

წინ! ისტორია პირველ გვერდზე გაიყინა. თუ ფიქრობდით, რომ ეს დასასრულია? წინ ჯერ კიდევ უამრავი საინტერესო რამ გელით, წავიდეთ!

წყარო: Theatreofthedreams
სტატიები
12 კომენტარი
№1
ავტორი: AkkRed
9 იანვარი 2015 11:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ალბათ მართლა ეს ის მომენტია, რომ უბრალოდ კომენტარი ზედმეტია...


ესეთ რამეს, რომ კითხულობ შენს საყვარელ გუნდზე რაღაც უფრო ახტაცებული და უფრო გიყვარდება. love love
0
№2
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2015 11:39
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ავტორმა აირჩია საკმაოდ მხატვრული გზა ამ ყველაფრის სათქმელად და ეს "იუნაიტედის" ისედაც დრამატულ ისტორიას კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს სძენს.

ძალიან დიდი ისტორიის მქონე კლუბის გულშემატკივრები რომ ვართ ეს უდავოა, თანაც ჩვენი ისტორია ხან შემთხვევითობის ხარჯზე ეხმარებოდა "იუნაიტედს", ხან შემთხვევითობის შედეგად ზარალდებოდა.

იმედია მოგეწონებათ,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№3
ავტორი: AkkRed
9 იანვარი 2015 11:54
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

არა შენ რო არ გყვავდე რა love ძეგლი უნდა დაგიდგა ოლდ ტრაფორდზე "ქართული" lol
0
№4
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2015 12:05
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
არა, ფერგისთან გათანაბრებას ვერ ვიკადრებ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№5
ავტორი: AkkRed
9 იანვარი 2015 12:09
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

კაი მაშინ ენფილ**ე love
0
№6
ავტორი: RojoDiablo
9 იანვარი 2015 12:18
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
AkkRed,
10 ძეგლს დაგიდგამ მანდ თუ გინდა და მედალსაც დაგკიდევ იქ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№7
ავტორი: Mufc7
9 იანვარი 2015 12:32
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
შენი დღე რომ ასეთი სტატიის კითხვით დაიწყებააა love მადლობა ამისთვის RojoDiablo . ვკითხულობდი და ჩემ თვალწინ გაცოცხლდა ისტორია იმ გუნდისა,რომელიც არის მეტი ,ვიდრე უბრალოდ გუნდი და კიდე ბევრი ''რომელიც'',რაც დღეს ასეთ ამაყს და ბედნიერს მხდის. ბანალურია ამის თქმა,მაგრამ ფეხბურთი-ეს ცხოვრებაა და მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება სწორედ უიმისოდ. ვკითხულობდი და რა დამეწერა ვერ ვხვდებოდი. ახლა ის მომენტია, სიტყვები საერთოდ რომ ზედმეტია. მე ბედნიერი მთელი ცხოვრება ვიქნები,რადგან გვერდით მივყვები იმას, რაც ჩემი ბედნიერების მიზეზია love კიდევ ბევრი ასეთი სტატია წამეკითხოს, კიდევ ბევრჯერ რომ გაცოცხლეს ჩემ თვალწინ იმ გუნდის ისტორია,რომელიც არის მეტი, ვიდრე უბრალოდ გუნდი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№8
ავტორი: AkkRed
9 იანვარი 2015 12:59
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,
აბა რა გინდა ძმაო გულს ამოგიღებ მოგცემ მეტი რა გიყო love

შენთვის ჯერარდი და ვალდესი არ მემეტება
0
№9
ავტორი: GeorgeBest
9 იანვარი 2015 16:52
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ორჯერ წავიკითხე უკვე მართლა wink არ ვიცი ამაზე რა კომენტარი უნდა დავტოვო უბრალოდ. ვინმე თუ დაიზარებს ამის წაკითხვას მინდა ვუთხრა რომ ძალიან ბევრს დაკარგავს მართლა
0
№10
ავტორი: Count Alucard
9 იანვარი 2015 19:02
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
გიორგი,
არ წაიკითხავენ და თავიანთი პრობლემაა.

ძალიან ემოციური სტატიაა, ზოგ მომენტზე ცრემლი მოგადგება თვალზე ზოგჯერ კიდე სიამაყით ივსები და გიხარია, რომ შენ გუნდზეა საუბარი. love
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top