ინგლისის ასოციაციის ოფიციალურ საიტზე მიმდინარეობდა ხმის მიცემა, სადაც უნდა გამოვლენილიყო 2014 წლის ინგლისის საუკეთესო ფეხბურთელი. პრიზის მფლობელი უეინ რუნი გახდა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფორვარმა გასულ წელს 13 მატჩის ჩატარება შეძლო და გახდა ნაკრების ბომბარდირი 8 გატანილი ბურთით.
2014 წელს, უეინი გახდა ინგლისის ნაკრების კაპიტანი და გადააბიჯა 100 მატჩიან ბარიერს, რაც ფანტასტიკური შედეგია.
რუნიმ 27%ით მეტი შედეგი მიიღო, ვიდრე მისმა თანამემამულემ და ყოფილმა მეწყვილემ დენი უელბეკმა, მესამეზე რაჰიმ სტერლინგი გავიდა.
რუნის ჯილდოს, ინგლისის ნაკრების სპონსორი და საჯარო კომპანია "Vauxhall", 2015 წლის 27 მარტს გადასცემს, როცა ევროპის შესარჩევი მატჩი "ინგლისი" - "ლიტვა" გაიმართება.