"იუნაიტედის" მცველი დარწმუნებულია, რომ ჩემპიონატში გამარჯვებები "წითელ ეშმაკებს" დაეხმარება სატურნირო ცხრილში ადგილის გამტკიცებაში და რაც მთავარია ფსიქოლოგიურადაც...
მეორე ტაიმის შემდეგ ანგარიში 2–0 იყო და ფებურთელებიც აღარ ხარჯავდნენ ბევრ ძალებს. მაგრამ, ფილ ჯონსმა არ გააკეთა აქცენტი პატარა დეტალებზე და განაცხადა:"ჩვენ ახალ ძალიან კარგი პოზიცია გვიკავია ლიგაზე. ვიმედოვნებ, რომ დავრჩებით ისევ იმ პოზიციაზე, სეზონის ბოლომდე.ცხადია, ჩვენ უფრო მეტი უნდა გაგვეტანა, რადგან შევქმენით ძალიან ბევრი კარგი მომენტი და შეგვეძლო ექვსი, შვიდი გოლის გატანა. ზოგიერთმა, ჩვენმა ფეხბურთელმა, ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.კარგად დავალაგეთ თამაში და ვთამაშობდით ერთი შეხებით, ამიტომაც შევქმენით საკმაო რაოდენობის კარგი მომენტი" – განაცხადა ჯონსმა manutd.com–თან.
"ბოლო 25 წუთის განმავლობაში "სანდერლენდმა" აჩვენა კარგი თამაში. ჩვენ მათ დავუთმეთ ცენტრი და ვცდილობდით კონტრშეტევებზე აგვეგო თამაში. მათ გაიტანეს გოლი, მაგრამ სამი ქულა ჩვენ დაგვრჩა. მხოლოდ ამას აქვს მნიშვნელობა. ძალია მოხარული ვარ გუნდში დაბრუნებით და იმით, რომ სასტარტო შემადგენლობაში მოვხვდი. წინ კიდევ ბევრი თანაში გველის, რადგან საშობაო პერიოდი არასდროს არ არის ადვილი, მაგრამ ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს, რომელშიც ყველა მოთამაშე დიდ როლს თამაშობს"