"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, ბენ პირსონი "ბარნსლისთან" საიჯარო შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ახალგაზრდა ფეხბურთელი "იუნაიტედს" 2004 წელს შეუერთდა და მიმდინარე სეზონის დასაწყისში იმედი ჰქონდა, რომ რის ჯეიმსისა და სხვების მსგავსად 21 წლამდელთა გუნდიდან ლუი ვან გაალის გუნდში აღმოჩნდებოდა.
ამის შესახებ, პირსონმა სექტემბერში განაცხადა: "მწვრთნელმა უკვე ათამაშა რამდენიმე ახალგაზრდა. ტაილერი რეგულარულად თამაშობდა და ასევე რის ჯეიმსიც."
"რამდენიმე ახალგაზრდა იქნა გამოყენებული "მკ დონსის" წინააღმდეგ და იმედია თითოეული ჩვენგანი შეძლებს თამაშს. მწვრთნელმა ასეთი რამ ადრე "აიაქსსა" და "ბარსელონაში" გააკეთა და იმედი მაქვს, აქაც გააკეთებს."
2013 წელს პირსონი "იუნაიტედის" საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა და შესაძლოა "ბარნსლის" პირველ გუნდში თავის დამკვიდრება მოახერხოს.