გუშინდელ მატჩში გამარჯვების გარდა კიდევ ერთი სასიამოვნო ფაქტი დამიფქსირდა.ეს "წითელი ეშმაკების" სერბ ნემინია ვიდიჩს ეხება,რომელიც დიდი შესვენების შემდეგ "ოცნების თეატრში" გამოჩნდა.სერბმა მცველმა ამ სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩში ითამაშა სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებთან ერთად.ხოლო ამის შემდეგ მისი მარჯვენა მუხლის დაზიანება გაუარესდა,მაგრამ საბედნიეროდ ის უკვე დაბრუნდა და ახალი შემართებით გააძლიერებს კლუბის დაცვის ხაზს.
ვიდიცის დაბრუნების შესახებ სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა: "ის ნამდვილი კაპიტანი და მეომარია,რომელიც ბოლომდე იბრძვის.ის ძლიერია დაცვის ხაზის ყველა კომპონენტში განსაკუთრებით კი მეორე სართულზე ბრძოლაში."
"წითელი ეშმაკების" კაპიტნის დაბრუნებას მიესალმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ინგლისელი მცველი კრის სმოლინგი.
"ჩვენ დაგვიბრუნდა ჩვენი კაპიტანი.ის ძალიან ძლიერი მცველია და ნამდვილად გაგვაძლიერებს დაცვის ხაზში.მისი დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის.უკვე გამოჩნდა ფილ ჯონსი,რომელმაც გუშინდელ მატჩში რაფაელი შეცვალა მარჯვენა მცველის პოზიციაზე.მალე დაგვიბრუნდება ჯონი ევანსი.ასე,რომ ჩვენი დაცვის ხაზი ნელ-ნელა ძლიერდება." - განაცხადა სმოლინგმა.