თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2015, 15:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1549,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" შედეგის გახანგრძლივებას გეგმავს
"იუნაიტედი" "წმინდანებისთვის" მზადაა.
კვირას "ოლდ ტრაფორდზე" ერთმანეთს პრემიერ ლიგის ცხრილში მესამე და მეოთხე ადგილებზე მყოფი გუნდები ხვდებიან და "წითელ ეშმაკებს" იმედი აქვთ, რომ 8 ნოემბერს დაწყებულ წაუგებელ სერიას გააგრძელებენ, რომელმაც უკვე 11 მატჩიან ნიშნულს მიაღწია.

ჩვეულებრივ, იანვარი იყო თვე, როცა "იუნაიტედი" გამორჩეულ შედეგებს აჩვენებდა. კლუბის მიერ უკანასკნელად მოპოვებული ორი სეზონის განმავლობაში "იუნაიტედი" ახალ წელს დაუმარცხებლად ხნსიდა. 2010/11 წლების სეზონში კლუბმა ახალი წლის შემდეგ ზედიზედ 6 გამარჯვება მოიპოვა, 2012/13 წლების სეზონში კი 4 გამარჯვება და ორი ფრე.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონის "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი" საგრძნობლად დაწინაურდნენ, ლუი ვან გაალის შეგირდები ჩემპიონობისთვის ბრძოლაში იმედს არ კარგავენ და პოზიტიურ განწყობაზე იმყოფებიან.

"ახალ წელს კარგი შედეგებით დაბრუნება გაწეული სამუშაოს დაფასებაა და სატურნირო ცხრილში მაღლა ასვლისთვის კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა და ქულების დაგროვებაა საჭირო."

"მოედანზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რაც შეგვიძლია და ინდივიდუალურად უნდა ვეცადოთ დამატებით სამუშაოს გავუმკლავდეთ."
- განაცხადა კრის სმოლინგმა.

მონდომება, გუნდური სული, გოლის გატანის ოსტატობა - აი ის კრიტერიუმები მრავალთა შორის, რომელიც "იუნაიტედს" მესამე ადგილზე ასასვლელად დასჭირდა, მაგრამ მაისამდე კიდევ უფრო მეტი იქნება საჭირო, რადგან "იუნაიტედი" ორ ფრონტზე, ჩემპიონატისა და თასის გათამაშებაში იბრძვის.

"ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანია მწვრთნელის მიერ მოცემული მითითებების მიმდევრობა, რადგან ჩვენი უკანასკნელი შედეგიდან გამომდინარე მდგრადობას ვიძენთ."

"ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი გუნდური სული ისეთ მატჩებში, სადაც გოლი პირველებმა გავუშვით და ანგარიშის გათანაბრება იყო საჭირო. მნიშვნელობა არ აქვს რა პოზიციაზე ვართ, ჩვენ ბედნიერები ვართ და ერთად ვმუშაობთ."

"თუ მდგრადობას შევინარჩუნებთ და ვარჯიშებზე მუშაობას გავაგრძელებთ, ყველაფერი კარგად იქნება."
- დაასრულა სმოლინგმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 იანვარი 2015 15:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ვფიქრობ, ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენი გუნდური სული ისეთ მატჩებში, სადაც გოლი პირველებმა გავუშვით და ანგარიშის გათანაბრება იყო საჭირო.


ერთი ქამბექი არ გაგვიკეთებია რა გუნდურ სულზე ლაპარაკობ შენ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Manchester United 14
8 იანვარი 2015 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
საუთჰემპტონს ერთი 3-0 რო მოვუგოთ მააგრად გასწორებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№3
ავტორი: Count Alucard
8 იანვარი 2015 15:43
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
RojoDiablo,
მეც ეგ გამიკვირდა, რომელ გუნდირ სულზე ლაპარაკობს გასვლაზე თამაშს ვერ იგებენ რამდენი ხანია. იოვეილს ძლივს მოუგეს.
0
№4
ავტორი: Wardell
8 იანვარი 2015 15:47
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
nika_123,
RojoDiablo,
სმოლინგია დაანებეთ თავი, თავისი გასჭირვებია
0
№5
ავტორი: DiMaria
8 იანვარი 2015 15:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
იმედია ბიჭო, იმედია. გვჭირდება წინსვლა და სოტონი უნდა მოვსვათ თავის ადგილზე.
0
№6
ავტორი: AkkRed
8 იანვარი 2015 17:33
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
მინდა პირველი გოლი გავუშვათ და მერე 4 გოლი შევსტენოთ winked
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2015 18:36
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გაგვიჭირდება და რთული მატჩი იქნება. წინაზე გაგვიმართლა და პერსიმ მოიგო თამაში, ეხლა მეტი მოეთხოვებათ
0
№8
ავტორი: Jorbe-Jorbe
8 იანვარი 2015 20:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
AkkRed,
ეგ საახალწლო სურვილებშიც არ ჩაწერო wink
0
№9
ავტორი: red devil
8 იანვარი 2015 22:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
უნდა მოვიგოთ უეცჰველი
0
№10
ავტორი: RedGirl
8 იანვარი 2015 23:10
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
სული გული ყველაფერი დადეთ სტადიონზე და სამი ქულა დაატოვებინეთ ! არ მაინტერესებს ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top