როგორც ბრიტანული გამოცემა "the Daily Mail" იტყობინება, ვიქტორ ვალდესის გაფორმების შემდეგ, "იუნაიტედის" უპირველესი ამოცანა დავიდ დე ხეასთვის იდეალური კონტრაქტის შეთავაზება იქნება.
"ეშმაკების" აღმასრულებელი დირექტორი ედ ვუდვორდი და ფეხბურთელის აგენტი, ჟორჟე მენდეში, ეცდებიან ყველაფერი ამ თვეშივე მოამთავრონ.
მიუხედავად მადრიდის "რეალის" დიდი სურვილისა, იხილოს დავიდი თეთრ მაისურში, თავად დე ხეა არსად წასვლას არ აპირებს და განაცხადა კიდეც, რომ შეუყვარდა ეს ქალაქი. დავიდის ოჯახიც, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს ესპანელი მეკარის გადაწყვეტილებაზე, რამდენიმე თვის წინ გადაბარგდა ნისლიან ალბიონზე.