2014 წლის ტაქტიკის განხილვა.
ტიკი-ტაკას უარყოფახოსეპ გვარდიოლასაც კი აღარ სურს, რომ მისი სახელი ტიკი-ტაკასთან ასოცირდებოდეს.
"პასებით თამაშში მხოლოდ პასები მეზიზღება და ყველაფერი ამ ტიკი-ტაკის გამო." - განუცხადა კატალონელმა მარტი პარარნაუს წიგნისთვის - "კონფიდენციალური პეპი" - ინტერვიუში, რომელიც ოქტომბერში გამოიცა.
"ეს ასეთი ბოდვაა. მოცემული ტაქტიკა არავითარ მიზანს არ ემსახურება. პარტნიორს ბურთი უნდა მიაწოდო ამის კეთების ზუსტი გაგებით, ხოლო გონებაში საჯარიმოში შეჭრისკენ უნდა ისწრაფვოდე. პრინციპის გამო პასის გაკეთება არაფერს მოგცემს."
"ნუ დაუჯერებეთ იმას, რასაც ხალხი ამბობს. "ბარსელონა" ტიკი-ტაკას არ თამაშობდა! ეს ცილისწამებაა! არც ერთ სიტყვას არ დაუჯეროთ! სპორტის გუნდურ სახეობებში წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ ერთ ფლანგზე რაც შეიძლება მეტი ფეხბურთელი უნდა აღმოჩნდეს, ხოლო მცველები უნდა გადაეწყონ, რათა საკუთარ კარზე შეტევას გაუმკლავდნენ. თქვენ ერთ ფლანგზე იღებთ უპირატესობას, რითაც მეორე ფლანგზე მცველების ყურადღებას ფანტავთ და ისინი დიდ თავისუფალ სივრცეს გიტოვებენ, რის ხარჯზეც ვუტევთ და ამ ზონიდან გოლს ვიტანთ."
"ამიტომ, პასი საწიროა, მაგრამ აუცილებელია გონებაში მომხდარის სურათის სრულად აღქმა. მოწინააღმდეგე უნდა გამოფიტო, მისი ფეხბურთელები ერთ ზონაში გამოკეტო, შემდეგ ცრუ მანერებით გოლის გატანას ეცადო. ასე თამაში ჯობია. და ეს არავითარ შემთხვევაში არ არის დაკავშირებული ტიკი-ტაკასთან."პრობლემა უფრო ტემინოლოგიურია. გამოთქმა "ტიკი-ტაკა" ხავიერ კლემენტემ შემოიღო, რომელსაც "ბარსელონას" მიერ ბურთის კონტროლის შეურაცხყოფა სურდა, სწორედ ამიტომ სურს გვარდიოლას ასეთი ასოციაციისგან თავის დაღწევა. მაგრამ თუ ამ სიტყვას არ გამოვიყენებთ გვარდიოლას "ბარსელონასთან" მიმართებაში, აუცილებლად უნდა ვიპოვოთ გამოთქმა, რომელიც აღწერს მოედანზე მკაცრ პრესინგსა და უდიდეს უპირატესობას, რომელსაც პეპი "ბაიერნშიც" იყენებს.
კონტრშეტევაზე მოთამაშე "ბაიერნის" წინააღმდეგ "ბარსელონას" მარცხისა და კონტრშეტევაზე მოთამაშე "რეალის" წინააღმდეგ "ბაიერნის" მარცხის შემდეგ 2013 და 2014 წლებში საზოგადოების კრიტიკა რიგში ჩადგა, რათა ტიკი-ტაკას სიკვდილის შესახებ გამოეცხადებინა. ამის შესახებ საუბრები გაგრძელდა მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში ესპანეთის ნაკრების ჩარჩენის შემდეგ - თითქოს, თუ გუნდი ბერდება, ფილოსოფია ძველდება.
რა ტერმინიც არ უნდა გამოიყენოს გვარდიოლამ, ის მაინც თავისთვის ჩვეულ სტილში თამაშობს, თუმცა მცირეით ტრანსფორმირებული და სახეცვლილია. ესპანელი არასდროს ჩერდება მიღწეულზე, ყოველთვის ცდილობს შესაძლებლობების საზღვრებს გასცდეს, ყოველთვის გადაჰყავს თავისი ფეხბურთელები სხვადასხვა პოზიციებზე, რათა ტაქტიკური უპირატესობა მოიპოვოს. ამიტომ, პეპის სამწვრთნელო სიახლეები საინტერესოა: ის ახალი იდეებისთვისაა ღია, რამაც მას 5 წელიწადში ოთხი საჩემპიონო ტიტული მოუპოვა, ორი ჩემპიონთა ლიგა, სამი შიდა თასი და სამი კონტინენტთაშორისი თასი. "ბაიერნი" შეუჩერებლად მიიწევს პეპისთვის მეხუთე ჩემპიონობისკენ - ტიკი-ტაკის არასწორი სიკვდილი გამოდის.
კონტრშეტევები და შემხვედრი კონტრშეტევებიჩემპიონთა ლიგის შემოდგომამ გვაჩვენა, რომ ბურთის ფლობისა და აბსოლუტური ფეხბურთის ტოტალური უპირატესობის დრო წავიდა. ჩემპიონთა ლიგის ფინალებში 2010 წელს "ინტერისა" და 2012 წელს "ჩელსის" მაგალითებმა სხვა გუნდებს ბურთის მინიმალური ოდენობით ფლობისკენ მოუწოდა. ფეხბურთი ფეხბურთელების სისწრაფეზეა დაფუძნებული, რომელსაც უკვე ბევრი გუნდი მიმართავს, შესაძლოა - ორგანიზაციის, დისციპლინისა და იღბლის საჭირო დონესთან ერთად - ეს აჭარბებს კიდეც ბურთის ფლობაზე დაფუძნებულ ფეხბურთს. ჩემპიონთა ლიგაზე 2014 წელს "რეალის" თამაში ნახევარფინალში ან თუნდაც "ბაიერნის" თამაში ერთი წლით ადრე იმავე სტადიაზე არ იყო კონცენტრირებული დაცვით ფუნქციაზე, გასხვავებით იგივე "ინტერისა" (2010) და "ჩელსისგა" (2012), მაგრამ ესპანურ და გერმანულ კლუბებს ერთი და იგივე იდეა ამოძრავებდათ: მოედანზე შეგიძლია ინიციატივა მოწინააღმდეგ დაუთმო და მაინც გაიმარჯვო.
ეს ფაქტი თამაშის კონტრშეტევით სტილის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. კონტრშეტევები მნიშვნელოვანია იმ ტაქტიკისთვისაც, კი რომელსაც პეპმა ტიკი-ტაკა არ უწოდა. უეფა-ს სტატისტიკა თავისთავად მეტყველებს. ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში კონტრშეტევებს თავისუფალი ზონიდან გოლების 23% მოჰყვა - 2012-2013 წლების სეზონში უფრო მაღალი პროცენტი იყო - 27%, 2005-2006 წლებში - 40%. კონტრშეტევები ფასს კარგად gegenpressing-ის გამოჩენის შემთხვევაში - პრესინგი, რომელიც მიმართულია კონტრშეტევებზე კონტრშეტევებით პასუხისკენ.
ალბერტ კაპელასის თქმით, რომელიც ამჟამად "ბრონდბიუს" მთავარი მწვრთნელის დამხმარეა, ხოლო ოდესღაც "ბარსელონაში" გვარდიოლას სამწვრთნელო შტაბში შედიოდა, თუ "ბარსას" ფეხბურთელი ბურთს კარგავდა, ის მის დასაბრუნებლად მაშინვე ერთვებოდა ბრძოლაში, უკნიდან კი მას 2-3 თანაგუნდელი აზღვევდა. მიზეზი - შეტევის წარმოშობამდე არა მარტო მისი ჩახშობაა, არამედ ართმევის დროს მოწინააღმდეგის დაუცველობა: მან შეიძლება წონასწორობა დაკარგოს, შესაძლოა დიდი ენერგია დახარჯა და მისი ყურადღება ბურთზეა გადატანილი, რაღაც დროის განმავლობაში კი მოთამაშემ არ იცის ვის გადააწოდოს პასი.
გვარდიოლა ასეთ ტაქტიკას "ბაიერნშიც" იყენებს, მაგრამ ბუნდესლიგაში ამას დიდი ხანია მიმართავენ: დორტმუნდის "ბორუსია" დიდი ხნის განმავლობაში ერთადერთი გუნდი იყო, რომელიც ასეთ ხერხს მიმართავდა და gegenpressing-ს იყენებდა. გასაკვირი სულაც არ არის, რომ სიტყვა გერმანულია. საიდუმლო მოედანზე ფეხბურთელების განლაგებაშია: ფეხბურთელები ერთმანეთთან ახლოს უნდა იყვნენ, რათა მათი გადაცემები თანაგუნდელებამდე აღწევდეს. ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, როდის შეწყვიტონ პრესინგი, დაბრუნდნენ საჯარიმოში და შემტევი მოწინააღმდეგის მოქმედებებზე ოპერატიულად იმოქმედონ.
ახალი გალაქტიკოსითეზისის (ბურთის ფლობაში კოლოსალური უპირატესობა) და ანტითეზისის (ბურთის მინიმალური ფლობა) დასკვნების გაკეთებაა საჭირო. "ბარსელონამ" და "რეალმა" ამ სეზონში ნაკლებად ექსტრემალური ტაქტიკა აირჩიეს. კატალონიური კლუბის მიერ ვარსკვლავური ფორვარდების შეძენამ გუნდის თამაში უფრო ტრადიციული გახადა. ამასთან ერთად, არც სამეფო კლუბი აწყობს ტაქტიკურ რევოლუციებს კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობის ქვეშ, არამედ თავის მხრივ თანამედროვე ტოპ-კლუბს წარმოადგენს, რომელსაც სუპერვარსკვლავები ჰყავს, რომლებიც შრომისმოყვარენი და მოწინააღმდეგის პრესინგში გაწაფულები არიან, თავდასხმაში კი მაქსიმალურ ენერგიასა და თავდადებას აჩვენებენ. "რეალს" აქვს ყველაფერი, რათა ერთი მეორეს მიყოლებით ყველა დაამარცხოს, თანაც სხვადასხვა ხერხით. ამ მხრივ გვარდიოლა არის ადამიანი, რომელიც საფეხბურთო თეორეტიკის ძიებაში და იდეალისკენ სწრაფვაში ახალ სქემებსა და ფორმულებს ქმნის, ხოლო ანჩელოტი - საფეხბურთო პრაგმატიკოსი, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს, რომელთაც გამარჯვება შეუძლიათ.
წყარო:
the guardian