"მანჩესტერ იუნაიტედის" მცველმა, მარკოს როხომ თავის Instagram გვერდზე ყოფილი კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარისადმი პოსტის მიძღვნით ხალხში დიდი სიბრაზე გამოიწვია.
როხომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ესკობარის ფოტოა გამოსახული და წარწერა გაკეთებული:
"მხოლოდ ისინი დაჯდებიან მაგიდასთან ჩემთან ერთად, ვინც ჩემთან ერთად შიმშილობდა და რთულ პერიოდში ჩემს გვერდით იდგა." - პოსტმა სოციალურ მედიაში რისხვა და სიბრაზე გამოიწვია.
ესკობარი "მედელინ კარტელის" მეთაური გახლდათ, რომელიც 1980 და 1990 წლებში ათასობით კოლუმბიელის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი. მის ნარკო-ტრეფიკინგს წერტილი 1993 წელს დაესვა, როცა ესკობარი კოლუმბიელმა პოლიციელებმა დაცხრილეს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს.