თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2015, 08:50
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2537,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი", "არსენალი" თუ "ლივერპული?
უინსტონ რიდი დილემის წინაშეა.
"ვესტ ჰემის" შემადგენლობაში ბოლო 2 სეზონია უინსტონი მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება და თითქმის შეუცვლელ მოთამაშედ იქცა. ეს ინგლისელი გიგანტების სკაუტებს არ გამოჰპარვიათ და რიდის თავის გუნდში ხილვა სურთ, მათ რიცხვს კი: "არსენალი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" მიეკუთვნება.

გუნდის შეცვლის კიდევ ერთი წინაპირობა, მის მიერ ახალი კონტრაქტის არ მიღებაა, რაც იმას ნიშნავს რომ 6-თვის შემდეგ ახალგაზრდა მცველი კარიერას სხვა გუნდში გააგრძელებს, თუმცა ეს უფრო მალეც შეიძლება მოხდეს. "ჩაქუჩების" ხელმძღვანელობა სავარაუდოდ იანვარში ეცდება ახალ ზელანდიელი გაასხვისოს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ზაფხულში იგი უსასყიდლოდ წავა გუნდიდან. ლონდონელებმა უინსტონს 8 მილიონი ფუნტი დაადეს ფასად.

როგორც უკვე ვთქვით, რიდს მსურველები ჰყავს, თანაც გვარიანი გუნდები. მაგრამ მაინც სად გადაწყვეტს წასვლას თავად ფეხბურთელი?

ლუი ვან გაალის რევოლუციასთან შეერთება, რიდისთვის საუკეთესო ვარიანტი უნდა იყოს, რადგან ზემოთ ჩამოთვლილთაგან "იუნაიტედი" ყველაზე დიდი გუნდია.

ჯერ არ არის ცნობილი რას მიანიჭებს რიდი უპირატესობას, მაგრამ თუ მისთვის ხელფასი და ფულის მოხვეჭაა უპირველესი ამოცანა, ამ შემთხვევაშიც საუკეთესო არჩევანი "ეშმაკების ბანაკია", რადგან წითლებს ნამდვილად შეუძლიათ დიდი ფულის გაღება.

"იუნაიტედში" გადასვლით უინსტონი არც სათამაშო დროზე იდარდებს, რადგან მცველების გაუთავებელი ტრავმიანობა სწორედ მის წისქვილზე დაასხავს წყალს, თუმცა შესაძლოა სწორედ ტრავმის შიშმა გადააფიქრებინოს მას "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა.

ზელანდიელსთვის გადაწყვეტილების მიღება მართლაც რთული იქნება და იმედია საუკეთესო ვარიანტს აარჩევს.



წყარო: yahoo sports
ჭორები
10 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
8 იანვარი 2015 09:26
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
8 მლნ? 3d_10 მეტს არ ითხოვენ, წამოვიყვანოთ და ამანაც თუ "არსენალი" აირჩია სანჩესთან ერთად გადახდეს ტემზაში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 იანვარი 2015 09:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ყველაფერი თითქოს ჩვენ მხარესაა, მაგრამ რამდენად უნდა ვან გაალს ეს მცველი საკითხავია...
0
№3
ავტორი: AkkRed
8 იანვარი 2015 10:18
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ლივერპულის ფანი არაა ეს??
0
№4
ავტორი: red devil
8 იანვარი 2015 11:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
თუ ჩვენ აგვირჩევს კაის იზავს
0
№5
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2015 13:17
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მშვენიერია winked იმედია ამ ზამთარს დავითრევთ ვინმეს. ჰუმელსზე ოცნება კაია მარა ზაფხულამდე მაგასთან მაინც არაფერი გამოვა. კარგი იქნება თუ ვინმე დაგვემატება და ცოტა აზზე მოვა დაცვის ხაზი
0
№6
ავტორი: RedGirl
8 იანვარი 2015 13:41
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
8 მილიონად ძალიან კარგი შემოთავაზებაა და იმედია დაითრევს და ზაფხუულში ჰუმელსს დადებს რა.

ზემოთ ჩამოთვლილთაგან "იუნაიტედი" ყველაზე დიდი გუნდია.


ლაშა, ეს შენ დაამატე, თუ სტატიაში ასე ეწერა? love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№7
ავტორი: Wardell
8 იანვარი 2015 13:55
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
RedGirl,
არა სტატიაში ეწერა, მაგრამ რომც არ წერებოდა მაინც დავწერდი :D :D :D
0
№8
ავტორი: Manchester United 14
8 იანვარი 2015 15:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 982
ლივერპულს თუ აირჩევს ახლა ეგ მაგას თავში ქონია პრობლემები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ MU – MUF - MUFC - Ok!
manunited
№9
ავტორი: DiMaria
8 იანვარი 2015 16:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მაგარი ბიჭია თქო ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩვენებს მგონი ახლაც ჯობია wink
0
№10
ავტორი: Goginashvili777
8 იანვარი 2015 16:14
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
თვითონ ვესტ ჰემი არ გაუშვებს არსენალში. მოსისხლე მტერია და ლონდინში მათი დერბი უფრო დაძაბულია, რომ არ ჩავთვალოთ სატურნირო მდგომარეობა, ვიდრე ჩელსი - არსენალი. ლივერპულში ეს არამგონია თავად წავიდეს და დარჩა ემიუ !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top