29 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 1 იანვარს "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მატჩში მიიღო, რომელშიც მარჯვენა ვინგ-ბექის პოზიციაზე თამაშობდა.
The Sun იუწყება, რომ სიღრმისეული გამოკვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ ეშლის გამოჯანმრთელებისთვის 6 კვირა დასჭირდება.
იანგის დაკარგვა "იუნაიტედისთვის" დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ლაზარეთში იმყოფება ანტონიო ვალენსიაც.
"იოვილ თაუნთან" სათასო შეხვედრაში ვან გაალმა იანგისა და ვალენსიას არ ყოფნაში მარჯვენა ვინგ-ბექად რაფაელ და სილვა გამოიყენა, ხოლო როცა ბრაზილიელმა ტრავმა მიიღო, პედი მაკნეირი.