წარმატებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ რაფაელ და სილვა ამ კვირაში ვარჯიშებს დაუბრუნდება.
ინგლისის თასზე "იოვილ თაუნთან" დაზიანებული ყვრიმალის ძვლის შემდეგ ბრაზილიელი მცველი საავადმყოფოში იქნა გადაგზავნილი.
ვან გაალმა მისი მონდომება შეაქო - რაფაელი აპირებდა ტრავმირებულსაც კი ეთამაშა, თუმცა ლუიმ მოთამაშის ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე არ დააყენა და არ გარისკა.
რაფაელმა სოციალური ქსელის დახმარებით შეტყობინება გაავრცელა: "ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, ვარჯიშებს პარასკევს ნიღბით დავუბრუნდები, ძალიან ბედნიერი ვარ. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის."
"ჩელსისთან" 26 ოქტომბერს ჩატარებული შეხვედრის შემდეგ რაფაელმა პირველად დაიწყო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში, როცა "ჰიუიშ პარკზე" გავიდა. ვან გაალმა ეს ასე ახსნა: "რაფაელი იმიტომ ვათამაშე, რომ მას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ცოტა მატჩი ჰქონდა ჩატარებული. მაგრამ ის შესანიშნავი და დაუჯერებელია."