მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, იოჰან კრუიფმა ლუი ვან გაალი შობის პერიოდში ჩატარებული უამრავი მატჩის ჩატარების გამო გამოხატული წუხილის გამო გააკრიტიკა.
კრუიფმა თავის თანამემამულეს სთხოვა, რომ უსაფუძვლოდ ჩივილი შეეწყვიტა.
"როდესაც ინგლისში მუშაობას გადაწყვეტ, უნდა აარჩიო წარმატებული სისტემა, რომელიც ეფუძნება იმ ფაქტს, რომ გულშემატკივარმა შენი გუნდის თამაშიდან სიამოვნება მიიღოს, მათ შორის საშობაო პერიოდშიც. მესმის, რომ საახალწლო და საშობაო პერიოდი დამღლელია, მაგრამ ასეთ პერიოდში ის გუნდი რჩება გამარჯვებული, რომელიც ფიზიკურად ძლიერია."
"ეს ჩვეულებრივ დღეებში შესანიშნავად მუშაობს და ეს ასე იქნება მომდევნო 100 წლის განმავლობაშიც. მისი უკმაყოფილება გაუგებარი და უაზროა, რადგან გულშემატკივრებმა ყველაფერი ბედნიერება სადღესასწაულო პერიოდში უნდა მიიღონ."-აცხადებს კრუიფი