თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 15:36
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2845,
კომენტარები: 4
შობას გილოცავთ!
ქრისტეს შობას გილოცავთ.
შობას გილოცავთ!
ოცდაერთი საუკუნის წინ, ერთ სუსხიან ღამეს, ბეთლემის მახლობლად მწყემსები ცეცხლს მიფიცხებოდნენ. მოულოდნელად, მათ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და შეშინებულ მწყემსებს ახარა: ნუ გეშინიათ, მე სასიხარულო ამბავს გაუწყებთ: წადით ბეთლემში, დღეს იქ, საქონლის ბაგაში იშვა მაცხოვარი ყოვლისა სოფლისა – ქრისტე. თქვენ მას ნახავთ თავის დედასთან ერთად, ჩვრებში შეხვეულს. ამ დროს ციდან უთვალავ ანგელოზთა გუნდი დაეშვა, რომელიც გალობდა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

გახარებული მწყემსები სასწრაფოდ გაემართნენ მინიშნებული ადგილისაკენ. მათ, მართლაც, იხილეს ყრმა იესო, თაყვანი სცეს მას და ადიდებდნენ ღმერთს ასეთი დიდი წყალობისათვის.

იმ ხანებში იუდეის საზღვრებს მოადგა სამი მოგვი სპარსეთიდან. უცნაური ამბავი მოიტანეს მოგვებმა: ცაზე უცხო ვარსკვლავი გამოჩნდა, ასეთი ვარსკვლავი მანამდე არ ყოფილა. ეს მეუფის დაბადებას მოასწავებს. ჩვენ გამოვყევით ვარსკვლავს და თქვენს სამეფოში მოგვიყვანა. გვიჩვენეთ თქვენი მეუფე, რომელიც ამქვეყნად იშვა.

ყველა შეაშფოთა ამ ამბავმა, განსაკუთრებით მეფე ჰეროდე, რომელიც ტახტზე უკანონოდ იჯდა. არავინ უწყოდა, სად იშვა ქრისტე. მაშინ მოუწოდეს რჯულის მცოდნეებს და ჰკითხეს, რას ამბობენ წინასწარმეტყველები იესო ქრისტეს შობაზეო. მათ კი მიუგეს, მეუფე, მხსნელი ჩვენი უნდა იშვას ბეთლემში, დავითის ქალაქში. მეფემ სასწრაფოდ გაგზავნა მოგვები ბეთლემში და დააბარა: ნახეთ ის ყრმა და დაადგინეთ, სად არის, რათა მეც მივიდე და თაყვანი ვსცე მას. გულში კი სულ სხვა რამ განიზრახა. მას ყრმა იესოს მოკვლა სურდა, რომ მეფობაში არ შეცილებოდა.

მოგვები გზას გაუდგნენ. ამ დროს ისევ გამოჩნდა უცნაური ვარსკვლავი, იგი მათ მიჰყვებოდა და გზას უნათებდა. ბოლოს, როდესაც ბეთლემს მიუახლოვდნენ, ვარსკვლავი ერთი გამოქვაბულის თავზე გაჩერდა. მოგვები შევიდნენ შიგ და ქალწულ მარიამის მკლავებში იხილეს საკვირველი ყრმა. მოგვები მუხლებზე დაეცნენ და თაყვანი-სცეს ადამიანად მოსულ მაცხოვარს. შემდეგ საუნჯე გახსნეს და იესოს ძღვენი მიართვეს. ეს იყო: ოქრო, გუნდრუკი და მური.

ამის შემდეგ უფლის ანგელოზი გამოეცხადა მოგვებს და მეფის ბოროტი განზრახვა ამცნო, თან უბრძანა, აღარ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, არამედ სხვა გზით წასულიყვნენ თავიანთ ქვეყანაში. მოგვები ასეც მოიქცნენ.

აი, ასე მოკრძალებულად იშვა ამქვეყნად უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ამით თავმდაბლობის მაგალითი დაგვისახა. ანგელოზთა პირით კი უდიდესი მცნებები გვიქადაგა: სიყვარული უფლისა მთელი არსებით, სულითა და გულით და სიყვარული მოყვასისა, როგორც საკუთარი თავისა. ეს ორი მცნება ჯვარს გამოსახავს: ღვთისადმი სიყვარული ვერტიკალურ ღერძს ქმნის, მოყვასისა კი – ჰორიზონტალურს. თუ ჩვენ ამ ორ მცნებას აღვასრულებთ, გამოვა, რომ ჩვენ ვიტვირთეთ ჩვენი ჯვარი. ეს კი აუცილებელია, რადგან ჯვრის ტვირთვის გარეშე არ არსებობს არც აღდგომა.

Redarmy-ს სახელით ყველა ქრისტიანს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ.
სიახლეები
4 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
7 იანვარი 2015 15:39
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ყველას გილოცავთ ჯანმრთელობა და ბედნიერება არ მოგაკლოთ ღმერთმა.


23:59-ზე უნდა დამედო, მაგრამ შეცდომა გამეპარა და ეხლა გამოვაქვეყნე ;დ
0
№2
ავტორი: Nistelrooy
7 იანვარი 2015 16:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
გილოცავთ ყველას <3
0
№3
ავტორი: Best 7
7 იანვარი 2015 17:08
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Gilocavt!
0
№4
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 იანვარი 2015 19:24
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ყველას გილოცავთ !
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top