"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური საიტის გამოკითხვის შედეგად უეინ რუნი დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
2014 წელს უეინ რუნიმ თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი პირველად მოიგო. უკანასკნელად, ზუსტად ერთი წლის წინ, 2013 წლის დეკემბერში მიიღო იგივე ჯილდო. მას შემდეგ პრიზი სამჯერ ერგო დავიდ დე ხეას, ორ-ორჯერ ხუან მატასა და ადნან იანუზაის, ანხელ დი მარიასა და ფილ ჯონსს კი თითოჯერ.
გამოკითხვაში ჩვეულებრისამებრ სამი ფეხბურთელი იღებდა მონაწილეობას და რუნიმ ხმების 46% დაგროვა, რითაც მეორე ადგილზე გასულ ეშლი იანგს (31%) და მესამე ადგილზე გასულ მაიკლ კერიკს (23%) აჯობა.