2014 წლის ტაქტიკის მიმოხილვა.
2014 წლის ტაქტიკის მიმოხილვის პირველ ნაწილში სამ მცველიანი ტაქტიკის აღზევებისა და დაიმონდის დაბრუნების შესახებ მოგიყვებით.
ლუი ვან გაალი "მანჩესტერ იუნაიტედში" სამ ცენტრალურ მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა, რადგან ასე სურდა.
აღზევება, დაცემა და კიდევ ერთი აღზევება სამ ცენტრალურ მცველთან ერთადსამი ცენტრალური მცველით საზოგადოებაში გამოწვეული რეაქცია არის დემონსტრაცია ტაქტიკური ფენომენის არასრულფასოვანი წარმოდგენისა და აღქმისა. მსოფლიო ჩემპიონატზე სამ მცველიანი ტაქტიკა ჩილემ, ჰოლანდიამ, მექსიკამ და კოსტა-რიკამ გამოიყენა, რაც სიახლედ და გასაკვირად იქნა აღქმული. გარკვეულწილად ასეც იყო, ან როგორც მინიმუმ, მსგავსმა სქემამ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საერთაშორისო არენაზე თავის დაბრუნება იზეიმა. მაგრამ რეინკარნირებული სამ მცველიანი ტაქტიკა თავისთავადი სიახლე სულაც არ იყო - ის სხვადასხვა ტაქტიკური გადაწყვეტილებების შედეგი გახდა.
ჩილეს ნაკრების მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი ასეთ განლაგებას იმიტომ იყენებდა, რომ დამატებითი ნახევარმცველი მას შეტევაზე მუდმივი ზეწოლის მოხდენის საშუალებას აძლევდა. გარკვეულწილად, მცველებს საკუთარი კარის დაცვისას მხოლოდ უკანასკნელ მომენტში უნდა ემოქმედათ; იდეალში ბურთი დიდი ხნით ადრე გადაეცემოდა ჩილეს, სანამ მცველები სიტუაციაში ჩაერთვებოდნენ. კოსტა-რიკას ნაკრებმა სამ მცველიანი ტაქტიკა იმიტომ ამჯობინა, რომ საკუთარ ნახევარზე ეს სქემა გუნდს უფრო მეტ თავდაჯერებულობას სძენდა: ისინი ეშვებოდნენ დაცვაში, როცა ეს აუცილებელი იყო, ეფექტურად იყენებდნენ თამაშგარე ხაფანგს და კონტრშეტევებს.
რაც შეეხება ლუი ვან გაალს, მან ამ სქემას უპირველეს ყოვლისა ნახევარდაცვის მთავარი წევრის, კევინ სტროოტმანის გამო მიმართა, თუმცა შესაძლოა საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში განცდილი მარცხის გამოც. სწორედ ამ შეხვედრაში მიიღო კევინმა ტრავმა, ხოლო ლუიმ შეამჩნია, რომ ორთაბრძოლებში მისი მცველები უნიათოები იყვნენ. მომავალში "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელმა შეამჩნია, რამდენად კარგად მოქმედებდა "ფეიენოორდში" რონალდ კუმანის სამ მცველიანი ტაქტიკა და მსოფლიო ჩემპიონატზეც იმავე მეთოდს მიმართა, რაშიც თავისი ჰოლანდიელი კოლეგის შეგირდები გამოიყენა. ამ ტაქტიკამ ვან გაალსა და ჩილეს ნაკრებს სარგებელი მოუტანა, განსაკუთრებით ესპანეთის წინააღმდეგ მატჩში - მოედანზე დამატებითმა ნახევარმცველმა მოწინააღმდეგის კარზე ზეწოლა გაზარდა.
სამ მცველიანი ტაქტიკა ისევ შემოვიდა მოდაში, რაც გასაკვირი არ არის სერია A-ში, რომელშიც "იუვენტუსი" ასეთი ტაქტიკით ზედიზედ სამი წლის განმავლობაში დომინირებს. იტალიაში ასეთი სქემა ტოპ-კლასის ვინგერების დეფიციტის გამოა პოპულარული: 3-5-2 სქემა გუნდს მოედნის ცენტრში უპირატესობას ანიჭებს, რასაც სამი ცენტრალური მცველისთვის თავისუფლად მოქმედების საშუალების მიცემით მიიღწევა.
სეზონის დასაწყისში სამ მცველიანი ტაქტიკა პრემიერ ლიგის სამმა კლუბმა აირჩია. "ჰალ სიტი" ასეთ სქემას წინა სეზონშიც იყენებდა, რომლის მიზანიც საკუთარ კართან მეტი უსაფრთხოების შექმნა იყო. ჰარი რედნაპის სიტყვებით, "ქპრ-ს" იგივე სქემა ესაჭიროებოდა, რადგან ლოიკ რემი 3-5-2 სქემაში შესანიშნავად მოქმედებდა და გუნდს ნახევარდაცვაში საკმარისი ფეხბურთელები ჰყავს. "მანჩესტერ იუნაიტედმა" კი ეს სქემა იმიტომ აირჩია, რომ ვან გაალმა ასე ისურვა.
"იუნაიტედის" ვერც ერთმა მცველმა ვერ დაიწყო სეზონი წარმატებულად, ცენტრალურ დაცვას ყველა დასცინოდა. მაგრამ ახლა მანკუნიანელებს ჩვეული თავდაჯერებულობა დაუბრუნდათ. მიუხედავად სხვადასხვა საფეხბურთო ფილოსოფიისა, ვან გაალის დასკვნები ძლიერ არ განსხვავდება რედნაპის მიზეზებისგან, რომელმაც სამი მცველის დაყენება ისურვა. ინგლისელი მწვრთნელის ექსპერიმენტი დასასრულს მიუახლოვდა, როცა რემი "ჩელსიში" გადავიდა, გამოჩნდა, რომ რიო ფერდინანდი აღარ არის ის ბიჭი, ხოლო რიჩარდ დანის არასაკმარისი მობილურობა ნიშნავდა, რომ მისი იმედის ქონა არ შეიძლებოდა. ვან გაალს დიდებული შემტევების მთელი ჯარი ჰყავს: რობინ ვან პერსი, უეინ რუნი, რადამელ ფალკაო, ხუან მატა, ანხელ დი მარია, ჯეიმს უილსონი, ადნან იანუზაი, 3-4-1-2 სქემა კი ჰოლანდიელ მწვრთნელს საშუალებას აძლევს ერთდროულად ოთხი შემტევი ფეხბურთელი გამოიყენოს, რის ფონზეც მოედნის ცენტრი არ დარჩება უნიათო.
"ლივერპულის" ტაქტიკა - 3-4-2-1 ან 3-4-3 - გაცილებით სხვაგვარია. დაცვითი ფუნქციების ნაწილი ნახევარმცველებს აკისრიათ, რომელშიც მთელი სეზონის განმავლობაში სირთულეები იჩენდა თავს. ეს ნიშნავს, რომ ადამ ლალანა და ფილიპე კოუტინიო თავისთვის უჩვეულო პოზიციაზე მოქმედებენ და მათ მოწინააღმდეგის შეჩერება უჭირთ.
მერსეისაიდელების არც ერთი ვინგერი არ არის კონცენტრირებული დაცვით ფუნქციებზე და შედეგად, თამაშის ასეთი მოდელი ბურთის კონტროლისა და შეტევაში გასული წლის მსგავსის ორგანიზებას ცდილობს. თუმცა, "ლივერპული" ძველებურად ცუდია დაცვაში.
დაიმონდის დაბრუნებაორი ფორვარდითა და სამი ცენტრალური მცველით თამაშის კიდევ ერთი ვარიანტი არსებობს - მოედნის ცენტრში დაიმონდის გამოყენება. არსებობს რისკებიც: შეტევითი მოქმედება თითქმის მთლიანად დაიმონდის წვერში მყოფ ფეხბურთელებს აკისრიათ და გუნდის მოქმედება ადვილად გამოსაცნობია; ნახევარდაცვაში დატოვებული თავისუფალი ზონები მოწინააღმდეგის ფლანგის ფეხბურთელებს საშუალებას აძლევს უპრობლემოდ შეუტიონ. მაგალითად შეგვიძლია გამოვიყენოთ "შალკეს" ფლანგის ფეხბურთელების, ჰანს სარპეისა და აცუტო უჩიდას მიერ 2011 წელს მილანის "ინტერის" წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში ჩატარებული შეხვედრა. ბრენდან როჯერსმა შემაძრწუნებელი ტონით გამოხატა მის მიერ "ლივერპულში" 3-4-2-1 სქემისას არჩეული ფეხბურთელების მიმართ საზოგადოების უნდობლობის შესახებ უკმაყოფილება, მაგრამ ის ნამდვილად იმსახურებს შექებას დაიმონდის გამოყენების გამო.
როცა გუნდის შეტევაში ორი სწრაფი და მობილური ფეხბურთელია, როგორებიც გასულ სეზონში ლუის სუარესი და დანიელ სტარიჯი იყვნენ, მათ ფართოდ მოქმედება და თავისუფალი ზონების მქონე ფლანგის მცველების თამაშის ატაცება შეუძლიათ, როგორც ეს სარპეიმ და უჩიდამ გააკეთეს ნახსენებ მატჩში. ეს დაიმონდის წვერის ფეხბურთელებისთვის თავისუფალ ზონებს ქმნის - "ლივერპულის" შემთხვევაში კი ასეთი რაჰიმ სტერლინგია. თავის მხრივ, ცენტრალური მცველები დილემის წინაშე დგანან: ისინი პერსონალურად უნდა ეთამაშონ ცენტრფორვარდებს და სტერლინგს თავისუფალი ზონები დაუტოვონ? იდგნენ თავიან პოზიციებზე და დაელოდონ, სანამ სტერლინგი მათ სისწრაფეში შეეჯიბრება? თუ ერთი მცველი სტერლინგს უნდა მიუახლოვდეს და ერთ-ერთ ცენტრალურ თავდამსხმელს თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცეს? რომბის წვერზე მყოფი ფეხბურთელი ყალბი ცხრიანის სხვადასხვა ხასიათს შეესაბამება.
ასეთმა სქემამ გასულ სეზონში "ლივერპულს" მრავალი ქულა მოუპოვა და ვან გაალი მას "მანჩესტერ იუნაიტედშიც" იყენებდა, როცა მცველები დაშავდნენ. ასეთი ტაქტიკით თამაშობდა ინგლისის ნაკრებიც: სტერლინგი უეინ რუნისა და დენი უელბეკის უკან თამაშობდა. შესაძლოა, მიმდინარე სეზონში ეს სქემა ყველაზე წარმატებულად "ვესტ ჰემმა" გამოიყენა: დიაფრა საკჰო და ენერ ვალენსია, რომელთაც ნახევარდაცვიდან სტიუარტ დაუნინგი ეხმარება. ენდი კეროლის დაბრუნების შემდეგ კი, რომელიც ნაკლებად მობილურია, ვიდრე ვალენსია, "ჩაქუჩები" საჰაერო ორთაბრძოლაში უფრო გაძლიერდნენ.
წყარო:
theguardian