როგორც მოგეხსენებათ რამოდენიმე საათის წინ დასრულდა მატჩი "სანდერლენდსა" და "იუნაიტედს" შორის. ეს თამაში ჩვენი დროით 19:00 "ოლდ ტრაფორდზე" გაიმართა.
ორივე გუნდი მატჩს კარგი განწყობით ხვდებოდა, რადგანაც პრემიერ-ლიგის გასულ ტურში ორივემ მოახერხა გამარჯვების მოპოვება. "იუნაიტედმა" ცისფრები დაამარცხეს 2-3, ხოლო "სანდერლენდმა" რედინგს დამაჯერებლად 3-0 ანგარიშით მოუგო.
ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ მატჩის განხილვაზე. მატჩის დასაწყისში უპირატესობა "მანჩესტერს" ჰქონდა და რამოდენიმე მწვავე შეტევაც გააკეთეს.
მატჩის მე-16-ე წუთზე კი ეშლი იანგის ბრწყინვალე თამაშის შედეგად რობინ ვან პერსიმ ახლო დისტანციიდან დალაშქვრა "სანდერლენდის" კარი 1-0. ამის შემდეგ "მანჩესტერი" უფრო და უფრო უტევდა და პერსის გოლიდან 3 წუთის შემდეგ ტომ ქლევერლიმ ძალიან ეფექტური დარტყმით გაიტანა გოლი 2-0.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში გუნდებს საინტერესო არაფერი შემოუთავაზებიათ.
მეორე ტაიმიც "იუნაიტედის" უპირატესობით დაიწყო და 59-ე წუთზე ვან პერსის ბრწყინვალე პასის შემდეგ უეინ რუნიმ თავისი გუნდის უპირატესობა უფრო განავრცო 3-0.
ასეთი უპირატესობის შემდეგ საჭირო აღარ იყო წინ წასლვა ამიტომ "იუნაიტედმა" ბურთის დაჭერაზე გადაიტანა თავისი სათამაშო მენტალობა. თუმცა 72-ე წუთზე "იუნაიტედმა" გოლი გაუშვა.
კამბელმა თავისი გუნდის ერთადერთი გოლი გაიტანა ამ მატჩში 3-1. სწორედ ამ ანგარიშით დასრულდა შეხვედრა. უკვე ნათლად ჩანს, რომ "იუნაიტედი" ნელ-ნელა თავის საუკეთესო ფორმაში დგება და უკვე ძალიან დიდ ძალას წარმოადგენს.
გუნდს უკვე უბრუნდებიან საკვანძო ფეხბურთელები და ასევე კაპიტანი ნემანია ვიდიჩი. "იუნაიტედს" ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა, დაცვაშიც ნელ-ნელა აღმოიფხვრება პრობლემები და ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ სულ მალე დაიწყება "იუნაიტედის" ნამდვილი თამაში რასაც ამ გუნდმა შეგვაჩვია.
შემდეგი მატჩი "იუნაიტედს" 23 დეკემბერს "სუონსი სიტისთან" აქვს და აქაც ძალიან დიდი შანსია იმისა, რომ წითელმა ეშმაკებმა სამი ქულა აიღონ.
ასევე ახლოვდება ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის კენჭისყრა და აქაც საინტერესოა თუ ვინ დაუპირისპირდება "იუნაიტედს".
სტატიის ავტორი: Red Hooligan
სიახლეები, სტატიები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.