"იუვენტუსმა" "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო სამიზნე, არტურო ვიდალი გააფრთხილა, რომ თუ თამაშის ხარისხს არ გააუმჯობესებს, კლუბის დატოვება მოუწევს.
ჩილეს ნაკრების ფეხბურთელს მთელი ზაფხულის განმავლობაში "წითელი ეშმაკების" რიგებში გადასვლასთან აკავშირებდნენ. ვან გაალი მის სანაცვლოდ 40 მლნ. ფუნტის გადახდას აპირებდა.
თუმცა "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ვიდალის შეძენა ვერ მოახერხა, ხოლო ჩილელი იმავე დონეზე ვეღარ თამაშობს, რასაც გასულ სეზონში აჩვენებდა.
მასიმილიანო ალეგრის თავის გუნდში ნახევარდაცვის ხაზის მთავარ ფეხბურთელად პოლ პოგბა მიაჩნია და მზად არის არტურო ვიდალს კლუბის დატოვების საშუალება მისცეს, თუ ჩილელი ფეხბურთელი სათანადო დონეზე ვერ ათამაშდება.