თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2015, 00:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1697,
კომენტარები: 9
ერერა: "მოტივაცია გიგზმა მოგვცა"
ანდერ ერერა ტურნირის მოგებას გეგმავს.
ერერა:
ანდერ ერერამ განაცხადა, რომ ინგლისის თასზე "მანჩესტერ იუნაიტედის" გამარჯვება მისთვის გიგზის სიტყვების შემდეგ ორმაგად მნიშვნელოვანია.

"იოვილ თაუნთან" მატჩის წინ "იუნაიტედის" ლეგენდამ და ლუი ვან გაალის ასისტენტმა, რაიან გიგზმა ფეხბურთელებს აუხსნა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ტიტულის გარეშე დიდხანს არ უნდა დარჩეს და 2004 წელს მიღწეული წარმატება გაიმეოროს.

სწორედ ასეთი რამ განაცხადა ანდერ ერერამ, რომელმაც შეხვედრაში პირველი გოლი გაიტანა.

როცა ანდერს ჰკითხეს, "წითლების" მიზანი იყო თუ არა ტურნირზე შორს წასვლა, მან განაცხადა: "რა თქმა უნდა, რაიან გიგზმა ორი დღის წინ გვითხრა, რომ ტიტულის გარეშე 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, მოგებაც გვსურს, თუმცა ვიცით, რომ ადვილი არ იქნება. ინგლისის ყველა გუნდი ცდილობს ტურნირის მოგებას, მაგრამ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედი" ვართ და ჩვენც უნდა ვცდილობდეთ."

"ბედნიერები ვართ, რადგან "იოვილი" დავამარცხეთ, მაგრამ მგონია, რომ პირველ ტაიმში უკეთესად თამაში შეგვეძლო. მეორე ტაიმში ვცდილობდით, რომ ბურთი შეგვენარჩუნებინა და მოთმინება გამოგვეჩინა. ინგლისის თასის გამო ბედნიერები ვართ, რომელიც, როგორც ადრე ვთქვი, ძალიან ემოციური ტურნირია."


ერერამ გოლის შესახებაც ისაუბრა.

"ვფიქრობ, ფლეთჩი მცველებს შორის მატასთვის აპირებდა პასის მიცემას, მაგრამ ბურთი მე მომივიდა. შევეცადე მოვტრიალებულიყავი და რაც შეიძლება მალე დამერტყა, რადგან ვფიქრობდი, რომ მეკარეს ტერიტორია დაკარგული ექნებოდა. ძალიან კარგი გოლი გამოვიდა და ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს უფრო მეტს გავიტან და გუნდს დავეხმარები." - განაცხადა ერერამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
6 იანვარი 2015 00:01
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
გიგზის სიტყვები ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანი იქნება ყოველ თამაშის წინ, რადგან მოტივაცია თამაშის წინ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც წარმატების მიღწევაში გეხმარება. ვან გაალი კმაყოფილია მისით და იმედია მომავალში გიგზს არა ასისტენტის, არამედ მწვრთნელის რანგში მოუწევს ერერასთვის მიმართვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: chudikone
6 იანვარი 2015 00:33
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აუ მოიგეთ რა ეს თასი ბიჭებო ://
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: GeorgeBest
6 იანვარი 2015 01:31
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგრამ მგონია, რომ პირველ ტაიმში უკეთესად თამაში შეგვეძლო


საერთოდ ეგ მატჩი შეგვეძლო ბევრად უკეთესად გვეთამაშა და ეგეთი სვარკა არ ყოფილიყო. პირველისგან განსხვავებით მეორე ტაიმს არაუშავრდა
0
№4
ავტორი: Mufc7
6 იანვარი 2015 02:24
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
"ძალიან კარგი გოლი გამოვიდა და ბედნიერი ვარ. იმედი მაქვს, უფრო მეტს გავიტან და გუნდს დავეხმარები." ♥მართლა კარგი გოლი იყო და კიდევ ბევრი გოლის გატანას ველი მისგან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№5
ავტორი: Best 7
6 იანვარი 2015 02:59
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Auu es tasi martla mosagebia da tanac aucileblad!
0
№6
ავტორი: DiMaria
6 იანვარი 2015 09:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩვენი ლეგენდა. ის არის მოტივატორი აბა რა
0
№7
ავტორი: AkkRed
6 იანვარი 2015 09:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
გიგზი როლებშია შეჭრილი :დდ
0
№8
ავტორი: RedGirl
6 იანვარი 2015 13:11
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ნეტა ერთხელ მაინც მომასმენინა რას ეუბნებოდა ხოლმე ფერგი ფეხბურთელებს. ან ახლა გიგზი რას ეუბნება love

მიდით რა ეს თასი გვინდა <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№9
ავტორი: red devil
6 იანვარი 2015 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ეს კაცი ძირითადში მინდა ლუი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top