ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
სალამი ყველას,
ახალი წელი დაიწყო ისე, როგორც დამთავრდა: უფრო მეტი ფეხბურთით! მცირე დღის შუალედში ბევრი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ღირდა ამად. ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში შექმნილი ატმოსფერო დიდებულია. 2015 წელი პრემიერ ლიგაში "სტოკ სიტის" წინააღმდეგ მატჩით დავიწყეთ. ეს ყოველთვის რთული გამოდის, არა მარტო მოწინააღმდეგის, არამედ სტადიონზე არსებული ქარის გამო. მატჩში გოლი ძალიან ადრე გავუშვით, კუთხურიდან და ანგარიშის გასათანაბრებლად ბრძოლა მოგვიხდა. რადამელმა თავდამხმელის ინსტინქტი აჩვენა. ის საჯარიმოში დიდებულია. მაგრამ მისი გოლის მიუხედავად გამარჯვება ვერ შევძელით და ეს მერამდენე ფრე იყო უკვე გასვლით მატჩებში... შემდეგ გასვლით შეხვედრებში უნდა მოვიგოთ.
მაგალითად როგორც იოვილ თაუნში ინგლისის თასზე. ეს დიდებული სათასო მატჩი იყო, სადაც სტუმრად ჩადიხარ და სხვადასხვა კატეგორიის გუნდებს ხედავ, მოედანზე ხალხი სავსეა და შენ წინააღმდეგ მოტივირებული მეტოქეა. ადვილი არ იყო, მაგრამ მომდევნო რაუნდში მაინც გავედით ანდერისა და დი მარიას დიდებული გოლებით. მოდით, ვნახოთ ვის ვეთამაშებით შემდეგში... ძალიან ამაღელვებელი შეჯიბრებაა. ჩემი უკანასკნელი ინგლისის თასი 20 თვის წინ გაიმართა და მინდა კიდევ ერთხელ ავიღო ეს ტიტული! ეს ინგლისში ჩემი პირველი თასი იყო და ძალიან მსურს მისი აღმართვა. ნახევარფინალებისა და ფინალის "უემბლიზე" თამაში გასაოცარი რამაა. იმედი მაქვს, ამას კიდევ ერთხელ გავაკეთებ, რადგან მიყვარს ეს შეჯიბრება.
მომდევნო კვირას "საუთჰემპტონისთვის" მოსამზადებლად გრძელი შესვენება გვაქვს. ისინი სეზონის აღმოჩენა არიან, ეჭვგარეშეა, მაგრამ ისინი მაინც უნდა დავამარცხოთ, რადგან ბოლო მატჩებში ნათამაშები ფრის შემდეგ კარგი უპირატესობა შევიქმნათ. უკანასკნელ 11 შეხვედრაში დაუმარცხებლები ვართ და ეს გუნდს თავდაჯერებულობას მატებს, თუმცა ვიცით, რომ გასაუმჯობესებელი ჯერ კიდევ ბევრია. ბრძოლას გავაგრძელებთ და შევეცდებით ჩვენს წინ მყოფ ორივე გუნდს გადავასწროთ.
ინგლისის თასის გამო ლა ლიგას ვერ ვუყურე. "ვალენსიამ" "რეალ მადრიდის" წინააღმდეგ გამარჯვება მოიპოვა, რაც დიდი მიღწევაა, თუ ანჩელოტის გუნდის შედეგებს გავითვალისიწინებთ. ვხედავ, რომ ჩემი "ვალენსიელი" მეგობრები ძალიან კმაყოფილები არიან მიმდინარე წელს და მიხარია მათ გამო! ახლა ტიტულისთვის ბრძოლა უფრო გახსნილია და მისთვის ოთხი გუნდი იბრძვის.
"ბარსას" "რეალის" გადასწრების შანსი ჰქონდა, მაგრამ "ანოეტა" ადვილი სტადიონი არ არის. საერთოდ, "რეალ სოსიედადმა" მიმდინარე სეზონში სამი დიდი გუნდი დაამარცხა. "ბარსელონა" მასპინძლების მიერ სწრაფად გატანილი გოლის შემდეგ მატჩის შემოტრიალებას ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა და სან სებასტიანში დამარცხდა.
"ატლეტიკომაც" მოიგო შაბათს, მაგრამ უფრო დიდი სიახლე მათთვის ფერნანდო ტორესის შეძენა გახდა. მის გამო ძალიან ბედნიერი ვარ. ის ყოველთვის საუბრობდა უკან დაბრუნებაზე და ამით დიდ სიამოვმენებას იღებს. ის ამას იმსახურებს. მისი თამაში "ატლეტიკოში" გასაოცარი იყო. იმედი მაქვს, ამით სიამოვნებას მიიღებს და "სახლში" ბევრ გოლს გაიტანს.
ბოლოს, ერთი სურვილი. როგორც უკვე გითხარით, ესპანური ტრადიციის მიხედვით 5-დან 6 იანვრამდე ღამით სამი ბრძენი კაცი გვსტუმრობს და საჩუქრები მოაქვს. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ, იმედი მაქვს, ისინი თქვენც მოგიტანენ ბევრ რამეს და 2015 წელს თქვენი ოცნებები ახდება. წელი, რომელიც როგორც ვგრძნობ წარმატებული იქნება. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ კარგად იქნებით
და, რა თქმა უნდა, როგორც წინა კვირას ვთქვი, იმედი მაქვს, ისინი საჩუქრებს იმ ხალხსაც მისცემენ, ვისაც სჭირდება ეს...
გეხვევით!
ხუანი
წყარო:
juanmata8.com