ცნობილი გახდა ტრავმის წვრილმანები, რომელიც რაფაელ და სილვამ "იოვილთან" მატჩში მიიღო.
ბრაზილიელ მცველს ყვრიმალის ძვლის ბზარი დაუდგინდა და მას უახლოეს პერიოდში ოპერაციას გაუკეთებენ, რის შესახებაც თავად ფეხბურთელმა გვამცნო "თვითერის" საშუალებით.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენი დრო დასჭირდება ოპერაციის შემდეგ გამოჯანმრთელებას. შესაძლოა რაფაელმა მოედანზე ნაადრევად დაბრუნებისთვის სპეციალური დამცავი ნიღაბი გამოიყენოს.
ცნობილია ისიც, რომ ლუკ შოუმ ტერფი დაიზიანა და მისი გამოჯანმრთელების პროცესის ვადა უცნობია.