თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2015, 02:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1522,
კომენტარები: 7
ფლეთჩერი მაკნეირის შესახებ
დარენ ფლეთჩერი მაკნეირის შესახებ საუბრობს.
ფლეთჩერი მაკნეირის შესახებ
დარენ ფლეთჩერმა თავისი ახალგაზრდა თანაგუნდელი, პედი მაკნეირი შეაქო, რომელმაც "იოვილთან" სათასო მატჩში კარგი შეხვედრა ჩაატარა, მიუხედავად იმისა, რომ მატჩის უმეტესი ნაწილი თავის ტრავმით ითამაშა.

"ჰიუიშ პარკზე" პირველი ტაიმის მიმდინარეობისას პედი "იოვილის" თავდამსხმელს, კიფერ მურს შეეჯახა და ორივე მათგანი რამდენიმე წამით მოედნის ფარგლებს გარეთ სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გავიდა.

პირველი ტაიმის შემდეგ შოუსა და რაფაელის ტრავმებმა აჩვენა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მოედანზე მაკნეირის დარჩენა. სწორედ ტრავმირებულმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაიკავა მარჯვენა ფლანგი რაფაელის გასვლის შემდეგ, რის გამოც დარენ ფლეთჩერის შექება დაიმსახურა.

"ყოჩაღ ფეხბურთელებს, მაგრამ შეხედეთ მაკნეირს. ის სისხლიანი თავით თამაშობდა, რომელიც ტედი ბუტჩერმა შეუხვია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზე დადგა და თავისი ხასიათი გამოავლინა. ვამაყობ მისით."

"რამდენიმე ფეხბურთელს არასდროს უთამაშია ინგლისის თასზე, მაგრამ დღეს მედგრად იდგნენ და გუნდს კარგი შედეგის მიღებაში ეხმარებოდნენ."
- განაცხადა ფლეთჩერმა.

"იუნაიტედმა" 64-ე წუთზე ანდერ ერერას გოლის წყალობით ანგარიში გახსნა, რასაც ანხელ დი მარიას გოლი დაერთო შეხვედრის მიწურულს. ფლეთჩერს მიაჩნია, რომ კიფერ მურის მიერ გაფუჭებული მომენტი შეხვედრის გადამწყვეტი ფაქტორი გამოდგა.

"მათ ერთი კარგი მომენტი ჰქონდათ. ის ვერ გამოიყენეს, რაც რთული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასეთ რამეს ყოველთვის უნდა ელოდე. ჩვენდა საბედნიეროდ მათ ვერ მომენტი ვერ გამოიყენეს და შემდეგ ანდერმა ფანტასტიური გოლი გაიტანა. ხანდახან მატჩების მოსაგებად ასეთი მაგიური მომენტები გჭირდება."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
5 იანვარი 2015 02:22
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მათ ერთი კარგი მომენტი ჰქონდათ. ის ვერ გამოიყენეს, რაც რთული უნდა ყოფილიყო,


როგორც მივხვდი, აქ იგულისხმა მურის მიერ ცუდად დარტყმული მომენტი. არადა 1-0-ზე უკეთესი მომენტი ჰქონდათ, როცა დი მარიამ გამოიტანა ბურთი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Jorbe-Jorbe
5 იანვარი 2015 09:16
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
მაკნეირს არაუშავდა და აი თვითონ ფლეტჩერი საშინელი იყო.
0
№3
ავტორი: AkkRed
5 იანვარი 2015 13:19
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეს გაიყვანეთ თორე #$#@% ჩამოვკიდებ და დავხრიტავ
0
№4
ავტორი: Berba 9
5 იანვარი 2015 17:30
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
მაკნეირთან რომ მივიდა ევანსი და გაუღიმა, პლიუს რაღაც უთხრა, ძალიან მომეწონა, ასეა თუ ისე ევანსი გაცილებით გამოცდილია ვიდრე მაკნეირი და დარწმუნებული ვარ რასაც ეტყოდა აუცილებლად გამოადგებოდა პადის )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: RedGirl
5 იანვარი 2015 17:45
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი, მაგრამ კაი ბიჭჳ იზრდება love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№6
ავტორი: GeorgeBest
5 იანვარი 2015 18:21
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს კარგ გამოცდილებას მიიღებს winked უკვე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა. ძალიან ძნელია ამ ასაკის ფეხბურთელისთვის იუნაიტედის დაცვაში ყოფნა, მითუმეტეს ასეთ მდგომარეობაში მყოფის. გამოცდილი და კარგი მცველი სჭირდება გვერდით და ბევრს მიაღწევს
0
№7
ავტორი: DiMaria
6 იანვარი 2015 09:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ძაიან ნიჭიერი და თავდაჯერებული ბიჭია. მარტო ის რად ღირს, ბურთს რომ იჭერს და არ ნერვიულობს. თანაც ბრძოლისუნარიანიც ყოფილა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top