თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2015, 23:46
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3455,
კომენტარები: 19
"იუნაიტედი" გერმანული დუეტის შეძენას ეცდება
"იუნაიტედის" დაცვის გერმანული დუეტი სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დაცვის ხაზის გასაძლიერებლად ერთბაშად ორი გერმანელი ფეხბურთელის, მატს ჰუმელსისა და ბენედიქტ ჰიოვედესის შეძენას გეგმავს.

მედიის ცნობით, ლუი ვან გაალის მთავარი სატრანსფერო სამიზნე მადრიდის "რეალის" ახალგაზრდა მცველი, რაფაელ ვარანე იყო, მაგრამ ესპანელები მასთან განშორებას არ აპირებენ. ვან გაალი კი მის ალტერნატივად გერმანელ მცველებს განიხილავს.

ჰუმელსსა და ჰიოვედესს "იუნაიტედს" გასულ ზაფხულს უკავშირებდნენ, მაგრამ "წითელმა ეშმაკებმა" მათი შეძენა ვერ მოახერხა.

თუმცა "შალკესა" და "ბორუსიას" მცველებს კლუბის გამოცვლა სურთ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" დამატებითი შანსი იქნება.

ცენტრალური მცველებით "არსენალიც" ინტერესდება, მაგრამ პრესის ცნობით ისინი "ემირეიტსზე" გადასვლას "ოლდ ტრაფორდს" ამჯობინებენ.

წყარო: express.co.uk
ახალი ამბები, ტრანსფერები
19 კომენტარი
№1
ავტორი: RojoDiablo
4 იანვარი 2015 23:48
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
თუ არ მეშლება, ბენედიქტს ფლანგზეც შეუძლია თამაში არა? მსოფლიო ჩემპიონატზე იყო გამოყენებული თუ არ ვცდები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№2
ავტორი: Berba 9
4 იანვარი 2015 23:52
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
RojoDiablo,

არ გეშლება ეგრეა და ორივე ძალიან ძალიან მაგარი მცველები არიან, ესენი იუნაიტედში, რომ ვნახო ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება )))

თუმცა ასეთი საოცრებების მე არ მჯერა )) ვნახოთ რა იქნება, ზაფხულიც მოვა და მომდევნო სეზონიც დაიწყება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№3
ავტორი: RojoDiablo
5 იანვარი 2015 00:02
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Berba 9,
ჰუმელსის შეძენის ვარიანტს თუ რამე დაბრკოლება შეიძლება ჰქონდეს, ჰიოვედესის ვარიანტი უფრო რეალურად ჩანს, მაგრამ ხანდახან სხვებიც მოისურვებენ შეძენას და იმათ რამდენად გავუწევთ კონკურენციას ეგაა საქმე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№4
ავტორი: gilmour
5 იანვარი 2015 00:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
აი ეს ორი მართლა ყველა პრობლემას მოხსნის
0
№5
ავტორი: AkkRed
5 იანვარი 2015 00:46
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
RojoDiablo,

მე ეს ორი ერთად უფრო მგონია ვიდრე ცალკე ერთი თან ლიოვსაც აწყობს გერმანიაში კიდე პირველ რიგში ნაკრების მწვრთნელს ითვალისწინებენ
0
№6
ავტორი: Man-United
5 იანვარი 2015 00:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
ჰუმელსი გადმოვიდეს მარტო ისე გამისწორდება რა მაგრად მევასება და არც ისე არა რეალური მაგის გადმოსვლა თუ დორტმუნდის დღევანდელ სიტუაციას განვიხილავთ თან ჰუმელსი ერთერთი საუკეთესოა დაცვაში შეტევის წამოწყებით
0
№7
ავტორი: bziki
5 იანვარი 2015 01:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჰუმელსს ყველაფერთან ერთად ერთი დიდი პლიუსიც აქ ლიდერის თვისება რაც მაგრად ჭირდება ამ უთავბოლო ცხვრებს. მაგრა მჯერა რო დავითრევთ ლიჟბი ტრამვება აღარ შეაწუხოს
0
№8
ავტორი: GeorgeBest
5 იანვარი 2015 01:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჰუმელსი ყველას უნდა wink დაჩალიჩდეს ვუდვორდი და ეგაა, ისეთები ქნა ამ ზაფხულს ესეც არ გაუჭირდება wink
0
№9
ავტორი: DiMaria
5 იანვარი 2015 02:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ვაახ, ეს კაი ვარიანტია. ჰიოვედესის სახელი მევასება :D
0
№10
ავტორი: PaLoMo
5 იანვარი 2015 02:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4084
Auuu kai iqneba.arada varanec ro iyos if
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top