თბილისი:
მანჩესტერი:
4-01-2015, 16:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1695,
კომენტარები: 7
ვან გაალი მატჩის წინ
ლუი ვან გაალის მატჩისწინა ინტერვიუ.
ვან გაალი მატჩის წინ
"მკ დონსთან" მიღებული ცუდი გამოცდილებიდან გამომდინარე თქვენ ძლიერ შემადგენლობას დააყენებთ თუ ცვლილებებს გააკეთებთ?

ჯერ უნდა გავიგო რომელი მოთამაშეა მატჩისთვის მზად. 7 დღეში 3 თამაში გავმართეთ, "ტოტენჰემთან" მატჩი წინა მატჩის შემდეგ ორ დღე-ღამეზე ნაკლებ დროში ჩატარდა, ამიტომ ჩემი ფეხბურთელების კუნთები ისეა გამაგრებული, როგორც არასდროს, ისინი დაიღალნენ. მათ თამაშამდე უნდა დავაკვირდე, როგორც ამას ადრე ვაკეთებდი. თქვენ იცით, რომ არჩევანს სწორედ ასე ვაკეთებ. დაინახავდით, რომ ეშლი იანგი ვერ უმკლავდება დატვირთვებს და მიზეზი ნათელია.

"მკ დონსთან" მატჩმა თქვენ დაბალი დივიზიონის გუნდების ხასიათი გაჩვენათ...

არა, არა. ეს ჯერ კიდევ "აიაქსსა" და "ბარსელონაში" ვიცოდი. მეორე დივიზიონის კლუბებთან დავმარცხდი. ეს ინგლისური ფეხბურთის განსაკუთრებულობა არ არის. ეს... როგორ გითხრათ... გლადიოლუსია! გლადიოლუსის მატჩი! ან კვდები, ან გლადიოლუსებს იღებ (ჰოლანდიური ანდაზა). ასე ხდება სათასო შეხვედრებშიც. ასე შეიძლება წააგო ან მოიგო. რა თქმა უნდა, "მკ დონსთან" უნდა მოგვეგო, მაგრამ წავაგეთ. რა მივიღეთ ამ მატჩისგან? ის, რასაც ყოველი მარცხის შემდეგ ვიღებთ. არასწორად ვითამაშეთ. მაგრამ ეს "მანჩესტერ სიტისა" და "სუონსისთან" მატჩის შემდეგაც ვიცოდით. გუნდი შეცდომებს უშვებდა. ჩვენ მატჩების ანალიზს ვახდენთ, ფეხბურთელებს ყველაფერს ვუხსნით, ვვარჯიშობთ მომდევნო დღეს და იმედი გვაქვს, შემდეგში უკეთ ვითამაშებთ.

ინგლისის თასს თქვენს პირველ სეზონში ტიტულის მოგების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევთ?

დიახ, ასე ვფიქრობ. წარმატებამდე ეს ყველაზე მოკლე გზაა. მართალი ხართ. მე და ჩემი ფეხბურთელები ძალიან დაინტერესებულნი ვართ ამ ტურნირით.

შეგიძლიათ თვენი სამწვრთნელი კარიერის განმავლობაში ყველაზე შოკისმომგვრელი სათასო მატჩი გაიხსენოთ? ვის წინააღმდეგ იყო? მეორე დივიზიონის ერთ-ერთი გუნდი, რომელიც უკვე ახსენეთ? და რას გრძნობდით მატჩის შემდეგ?

დაბალი დივიოზინის გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის შოკია. თქვენ მიგაჩნიათ, რომ უნდა მოიგოთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ასე არ ხდება. "აიაქსთან" ერთად "კამბურთან" წამიგია, "ბარსელონასთან" ერთად კი მესამე დივიზიონის გუნდის წინააღმდეგ წამიგია. მეტის გახსენება არ შემიძლია! მეხსიერებიდან ყველაფერი წამეშალა. მაგრამ წაგვიგია. და მე კრიტიკის ქარ-ცეცხლში გავეხვიე ჰოლანდიაშია და ესპანეთში. ამიტომ იმედი მაქვს, რომ თქვენ ჩვენს მიმართ უფრო მეტ... ინგლისურად როგორ უნდა ვთქვა?..

პატივისცემას გამოიჩენთ

კარგი.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: GeorgeBest
4 იანვარი 2015 17:03
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წელს ტიტული უნდა დადონ. დონსთან საკმარისი გამოცდილება მიიღო დ აიმედია დღესაც არ იკისრებს რამეს. მშვიდად უნდა მოვიგოთ
0
№2
ავტორი: Mufc7
4 იანვარი 2015 17:06
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
არ გვანერვიულებენ დიდი იმედი მაქვს!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№3
ავტორი: LizarD
4 იანვარი 2015 17:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
კარგი იქნება თუ მოიგებენ ამ ტურნირს, გუნდს შეკრავს უფრო.
0
№4
ავტორი: chudikone
4 იანვარი 2015 17:24
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ერერა სასტარტოში!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№5
ავტორი: RojoDiablo
4 იანვარი 2015 17:33
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
მე და ჩემი ფეხბურთელები ძალიან დაინტერესებულნი ვართ ამ ტურნირით.


დამაიმედებელი ფრაზაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№6
ავტორი: Count Alucard
4 იანვარი 2015 18:11
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
თუ ბოლომდე მიაწვნენ შანსი გვაქ თასის მოგების, ჩელსი და სიტი ეპლზე დალიგაზე იქნებიან გადართული და მაგათ თუ არ შეგვიშალეს არამგონია სხვებმა შეძლონ ჩვენი გაჩერება.
0
№7
ავტორი: Jorbe-Jorbe
4 იანვარი 2015 22:36
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ერთადერთი რეალური შანსი არის ეს ტიტული, ასე რომ მთელი ყურადღება აქეთ გადმოიტანონ სჯობია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top